You are currently viewing დავკარგეთ ლუქსემბურგი?

დავკარგეთ ლუქსემბურგი?

რა ქენი, ბუდუნა, ეს?..

ამდენი წელია მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის აუცილებლობაზე ვლაპარაკობ,

აი, იმნაირი ქვეყნების და ერების, რუკაზე გამადიდებელი შუშით რო უნდა მოძებნო, ანდა სხვა დიდი ქვეყნების ტერიტორიებზე რომ არიან გაბნეული.

იმნაირები, ეძახე შენ, საერთო რიცხვი ასეთი მცირე ქვეყნების და მცირე ერების მოსახლეობისა 200 მილიონი კაცია.

და წარმოიდგინეთ თქვენ, ასეთი კავშირი, და ცენტრით საქართველოში.

წარმოიდგინეთ?

თვალიც დაუდგება რუსეთსაც, ამერიკასაც, სნგ-საც და ევროკავშირსაც.

მსოფლიო მცირე ერების კავშირი მათი საპირწონე ძალა იქნება და ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე.

ერსაც ფუნქცია გვჭირდება, აგერ ფუნქციაც.- მცირე ერების გამაერთიანებელი.

ფუნქცია აუცილებელია.

უფუნქციო ერი ერთხელაც გავქრებით.

კაცობრიობას უნდა სჭირდებოდეს ერი, სამყარომ რომ მას არსებობა გაუხანგრძლივოს.

ხოდა, ახლა, რა,

რა ქენი მეთქი, ბუდუია,?

2 გოლი გაუტანე და ენაც გამოუყავი?

ვსიო,

დავკარგეთ ლუქსემბურგი, მისი ნახევარი მილიონი მოსახლეობით.

დავკარგეთ და ერთი, მაგათიც..

მიდით ბიჭებო,

26 მარტიც გვაჩუქეთ.

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა