You are currently viewing აქა ჰამბავი, თუ რა ამბავი ჰქონდა ორთაჭალის კინტოს

აქა ჰამბავი, თუ რა ამბავი ჰქონდა ორთაჭალის კინტოს

აქა ჰამბავი, თუ რა ჰამბავი მიჰქონდა ორთაჭალის კინტოს ყვარლის მთებთან.
.
ზოგი იტყვის, ამაზე მეტი პრობლემა არა გვაქვსო?
სულიერებას ურტყამენ მეთქი მამაძაღლები, სულიერებას. სულიერებაზე დგას ყველაფერი.
უსულო ვერც მიწას დაიცავს, ვერც თავის უფლებებს, ვერც სხვა შინა, თუ გარე პრობლემებს მიხედავს, ამიტომაც არ უნდა შეარჩინო „სულთამპარავებს“, თორე ვინ ოხერი ამოიღებდა ხმას, მაგრამ ხმის ამოღებაცაა და ამოღებაც, ის რომ ჭკვიანურად გილაწუნებს, და შენ დგახარ ბატივით, და რა უპასუხო არ იცი, ყოველთვის შენ გამტყუნდები.
არადა, ქურდს რო კარგად მოუსმინო დღეში ასჯერ გატყდება, და მერე?
ვუსმენთ?
არ ვუსმენთ, უმრავლესობა პირდაპირ აგინებს სულიერების ქურდებს, არგუმენტების გარეშე, და ამიტომაც სეირის მაყურებელი ობივატელი ფიქრობს, რომ ის, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი გამოხატავს ასეთი „მომპარავების“ მიმართ, ეს კონკრეტული პიროვნების დევნაა, და არა ეროვნული იდენტობის და სულიერების განმსაზღვრელი ფასეულობების დაცვა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, „ლევან ბერძენიშვილი“ პიროვნება არაა, -სისტემური იდეოლოგიის, და იმ ფსევდოელიტის ზოგადი სახეა, რომელიც ემსახურება 100-წლიან სისტემას, საქართველოს გასაბჭოების დღიდან დღემდე რომ არსებობს ამ ქვეყანაში, და რომელსაც ყველა ხელისუფლება იყენებს.
და არავის დაგაინტერესათ რა ბაგაჟით ჩადიოდა ლევანა ყვარელში?
რომ დაიხვია ხელზე ილიას ქვეყანაში ილიაზე საუბარს მიშლიანო?
დევს ინტერნეტში 5 წლის წინ ჩაწერილი მისი საათნახევრიანი ლაყაფი, სადაც ბევრ ნახევრადსიმართლეში ტექნიკურად ურევს მთავარ შხამს, რომლითაც უნდა მოწამლოს გოგო-ბიჭები.
ხო, ბევრ ნახევრადსიმართლეს ამბობს, მეტიც, სწორად მიუთითებს ილიას მკვლელებისკენ, პირდაპირ ადებს ხელს სოციალ -დემოკრატებს, ჟორდანიას, და საერთოდ მენშევიკურ მთავრობას მართლაც მართებულად მიიჩნევს მოღალატედ, საქართველო კრიტიკულ მომენტში რომ მიატოვა,
კი, ბევრგან სიმართლეს ამბობს, ბევრი ეპითეტი და მაღალფარდოვანი სიტყვაც ისმის ილიას მიმართულებით.
მაგრამ თაფლში ერთი წვეთი შხამიც რომ გაურიო, მთელს კასრს გაათახსირებ,ხო?
და ეს შხამის წვეთია სწორედ ის მთავარი, რის სათქმელადაც იყო ჩასული ლევანა.
და საიდან ვიგებთ, რომ სწორედ შხამის ეს წვეთია ლევანასთვის მთავარი?
თვითონ ლევანასგან, რადგან იმ ახალ ვიდეოჩანაწერში რომელიც, 1 საათი და 40 წუთის მაგივრად, ახლა 20 წუთი გრძელდება და რომელიც ლევანამ ყვარლის ვოიაჟის შემდეგ დადო, ამოღებულია სხვა დანარჩენი შხამები,
ახალ ვიდეოაშლილობაში გამოტოვა ის გესლი, რაც წინა აშლილობის დროს გაუშვა ილიასკენ, თუნდაც ის, როცა ილია სომეხად გამოიყვანა,
და ამას იმ კაცზე ამბობს, რომელმაც თავისი წერილში „ქვათა ღაღადი“ გადაუარა სომხთა შოვინიზმს,
ხო, ამბობს ლევანა „ თუ ილიას გენეტიკაში სხვა ერისა რამ ურევია, ძალიანაც კარგიო არისო ეს, რადგან როდის ყოფილაო ქართველს ბოლომდე მიეყვანაო საქმე,“ ამბობს, მაგრამ ესეც ამოღებული აქვს ახალი ქადაგებიდან.
კარტოჟნიკად რომ დაასახელა ილია, და მფლანგველად, ამის კვლავ გამეორებასაც მოერიდა ლევანა, იმისიც, რა წმინდანი ეგ იყოო, ეკლესიამ რომ წმინდანად შერაცხაო, არც ეს უხსენებია ახალთქმაში, არც ის, როგორ გაკრა კბილი ზვიად გამსახურდიასაც და მამამისაც, როგორ გადაუჭირა სახრე მიხეილ ჯავახიშვილს, როგორ აგინა აკაკი წერეთელსაც, და ის სიტყვები საერთოდ გააქრო, ილია რომ დღეს ცოცხალი იყოსო, ლგბტ თემს მაგაზე დიდი ქომაგი არ ეყოლებოდაო.
ხო, ეს იყო, იყო, ეს ყველაფერი მისი 5 წლის წინანდელ ვიდეოლაყბობაში, და რომელსაც „ილია -მამა“, ჰქვია, ამით ჩადიოდა კახეთში.
და აბა, რაღა დაიტოვა ყვარლიდან გამოპანღურების შემდეგ?
აი, ის მთავარი, რითიც ურტყამს ლევანა იმ ერთ-ერთ მოცემულობას , ილიასეულ სამეულში , „მამული, ენა, სარწმუნობა“ რომ არის წარმოდგენილი.
1878 წელს, რუსეთ -თურქეთის ომის შემდეგ, აჭარა რუსეთის იმპერიამ შეიერთა.
რუსეთი რა თქმა უნდა სრულიადაც არ აპირებდა საქართველოსთვის აჭარის გადაცემას, იმ დროისთვის საქართველო, როგორც ასეთი ტერიტორიული ერთეული, არც არსებობდა, იყო ტიფლისის და ქუთაისის გუბერნიები, იყო სოხუმის სამხედრო ოლქი, და აჭარის შეერთების შემდეგ შემატებულ ტერიტორიას რუსმა “ბატუმსკი გუბერნია” დაარქვა და მისი გარუსების პოლიტიკა დაიწყო.
მაგრამ ილია სწორედ იმიტომ იყო ილია, რომ ეცადა ეს ფაქტი იმ თავითვე საზოგადოებისთვისაც და აჭარის მოსახლეობისთვისაც დედასამშობლოსთან უფრო მეტ დაკავშირებად აღქმულიყო, და სამართლიანადაც, რადგან რუსმა იმ ომში ძირითადად ქართველები შეახოცა თურქეთს.
ილიას ამ მცდელობას ლევანაც ეხება, მაგრამ ისევ მამაძაღლურად, – ჩადისო ილია აჭარაშიო, ამბობს, მაჰმადიან მოსახლეობას ხვდებაო, და იქ მის თეზას „მამული, ენა სარწმუნოება“, მაჰმადიანური საქართველოთი ცვლისო.
პირდაპირ ასე ამბობს ბერძენიშვილი,! – „მამული ენა სარწმუნობას“ გადაუსვაო ხაზი ილიამ და „მაჰმადიანური საქართველოთი“ ჩაანაცვლაო.
დიახ, სხვა ყველაფერი ამოიღო წინა ვიდეოპანოსიდან და აი, ეს შხამი ჩატოვა ახალში ბერძენიშვილმა, რომელიც მისი ყვარელიდან გამოგდების შემდეგ ჩაწერა.
ამ შხამით მიდიოდა კახეთში ლევანა, რომ ეთქვა, აი, როგორი ილია გვყავდაო, და ამას ეტყოდა იმ კახეთს, მთელი ისტორიის განმავლობაში თავის სარწმუნოებას რომ იცავდა,
ტყუის ლევანა, ტყუის!
და არ შეიძლება არ იცოდეს რა თქვა სინამდვილეში ილიამ, და რაც თქვა ილიამ სინამდვილეში ეს იყო გენიალური მიგნება, რადგან სხვადასხვა რელიგიის მქონე ქართველების თანაარსებობის საერთო ისტორიას გაუსვა ხაზი, და მამულის წინაშე ერთნაირი პასუხისმგებლობით დააყენა ქართულ მიწაზე მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ქართველები,- ქრისტიანებიც, მუსულმანებიც, კათოლიკეებიც, იუდეველებიც და მრავალი სხვაც, -მაგრამ ქართველები.
დიახ, ყველა, ეროვნებით ქართველი ვინც კი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწაზე, თუ დღეს ცხოვრობს, თუ მომავალში იცხოვრებს აქ, ილიამ ახალი სამეულით- „მამული, ენა, ისტორია“ გააერთიანა და ამით დააყენა პასუხისმგებლობის წინაშე, და ამით სცა ქართველის ყველა აღმსარებლობას პატივი.
დიახ, – „მამული, ენა, ისტორია.“!
ეს იყო ის სამეული, რომელიც ილიამ 1878 წელს გააჟღერა.
განა ეს არ იცის ლევანამ,
იცის რა თქმა უნდა, მაგრამ მას ხომ სხვა მიზანი აქვს.
ახალთაობა უნდა მოწამლოს.
რატომ და ერი თუ გინდა გაათახსირო , ერისკაცები უნდა გაუთახსირო,
ხოლო არაკაცები კი გმირებად და გენიოსებად უნდა წარმოაჩინო, არაკაცები უნდა დაუყენო მაგალითად, თახსირები რომ გამრავლდნენ.
თახსირებს კი ადვილად მართავ, რადგან თახსირები იყიდებიან.
სწორედ ისე, როგორც „ლევანა ბერძენიშვილი“- ავტოკრატიული სისტემის იდეოლოგია,- იყიდება და ამ იდეოლოგიის მქადაგებლისთვის სულერთია ვინ გადაუხდის ფულს.
ეს უნდა გვეთქვა, ეს უნდა იცოდეს ობივატელმა,
უნდა იცოდეს, თუკი რუსთველის სიტყვები აღარ ახსოვს,
დიახ,
„კაცსა გასვრის ავი ენა, როგორც ბოზ ქალს ტრაკის ქნევა“
ახ, უკაცრავად, ამ მართლა ორთაჭალის კინტოს, ლევანას და მის მიერ დაბოლილი ობივატელების გასაგებ ენაზე ვთქვი ახლა მე,
თორე რუსთაველს იგივე უფრო მაღალი სტილით აქვს ნათქვამი .
„კაცსა დასვრის უგულობა, ვით დიაცსა ბოზი ნაცი“
ხო, ისევ ეგაა, და ისევ ზედაა..
.
გაზეთი ” საადგილმამულო ” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა