You are currently viewing ჩემმან, მზემან..

ჩემმან, მზემან..

ბევრი ვიცი ისეთი..
დავუშვათ რაღაც ხდება და იმის მიხედვით, ამბავი კარგია თუ ცუდი, ლაპარაკს რომ იწყებენ ფრაზებით.
“აი , ხო ვამბობდი”,
” ამას ჯერ კიდევ როდის ვამბობდი”,
“ამას რომ ვამბობდი, არ გჯეროდათ”,
“ახლა გეტყვით, რა მოხდება”.
ეს ჩემის კაკულიები კი არიან ბეწვზე გადარჩენილნი შუა საუკუნეებში რომ არ დაიბადნენ, და ცოცხლად რომ არ დაწვეს ნათელხილვების გამო, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?
იქნებ და გვაწყობს, ამ ცხოვრებაში რაღაც შეუცნობელი და გაურკვეველი რომ დაგვრჩეს?
ნუ, ახლა მამენტ, მეც კი ვცოდავ ასე ხანდახან,
ხო, ჩემმან მზემან მეც, მზესაც კი მაქვს ლაქები, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი სამაგიეროდ,
თუ მაინცდამაინც გინდა ზუსტად იცოდე, რა მოხდება ხვალ, უნდა დაიწყო საქმის კეთება დღეს.
ეგ არის და ეგ..
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა