You are currently viewing “აი, რატომ”

“აი, რატომ”

ჩაბერდა თეატრი,
ზოგადად ქართული თეატრი ჩაბერდა, რადგან ბოლო 30 წელია ადამიანის ინსტიქტების ქექვაზეა გადასული, და ხმის ამოღებაც კი არ სურს იმ გარემოზე, ტუალეტურ თემებს რომ ახალისებს.
კი, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს თეატრი, მაგრამ რეალობას უნდა ურტყამდეს ეს გამოგონილი სამყარო,
ეს დარტყმები აცოცხლებს ხელოვნებას.
შემგუებელი, კონფორმისტული თეატრი გულისამრევია მართლაც,
თორე ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში იმდენი და ისეთი მასალა დაგროვდა თეატრისთვის, 100 წლის წინ როგორ უნდა იხედებოდე?
ვერაფერი ნახე ხელმოსაჭიდი?
ადამიანს რო ეომები , დასცინი, თავზე ასვრი, გარემოსთან საომარი ვერაფერი ნახე?
ხო, ყოველი მეორე თეატრი, რომ კლდიაშვილს დგამს ახლაც, ეს არაფერს გეუბნებათ?
ეს ერთი მხრივ, კი, ბატონო, ნიშნავს, თუ რა ძლიერი და რეალისტური იყო წინა საუკუნის მწერლობა, ლიტერატურა, დრამატურგია, და მეორე მხრივ, მიუთითებს რა საცოდავად გამოიყურება დღეს ზოგადად ქართული მწერლობაც, და კონკრეტულად დრამატურგიაც, დღემდე კლდიაშვილის კალამის იმედით რომ არის თეატრიც და კინოც.
და დადგმაც არის და დადგმაც,
რა მამხილებელი, – ეგღა აკლიათ პატრონს გაჰკრან კბილი და პატრონის სუფრიდან მოგდებული ძვალი დაკარგონ დღევანდელმა თეატრებმა,
რა სულიც ჰქონდათ, გამოჩნდა, კოვიდტერორს რომ გაუწვნენ და მაყურებელს რომ არ უშვებდნენ თეატრში.
რა მხილება, მხილების ჩრდილიც აღარ შეატოვეს კლდიაშვილს, იუმორით გადიან იოლად, და რითაც გადიან, არც ის ჰგავს კლდიაშვილს,
ნაწარმოებში რომ სულ რამდენიმე პერსონაჟია და შენ რომ სცენაზე 22 კაცი გამოგყავს, კლდიაშვილია, თუ კლდიაშვილის სახელობის ცირკი?
სხვა რა?
ან სხვა ვინ დარჩა ქართული დრამატურგიიდან,
ეს “ათვინიერებენ მიმინოც” ისე მოითვინიერეს ქათამს დაამსგავსეს.
და ” ჯინსების თაობაც ” გადაიხეხა უკვე, ჯინსიც აღარაა, შორტებისთვისაც კი არ ჰყოფნის ნაჭერი.
არ არის ეს აქტუალური, სხვა დროა, და დღეს სულ სხვა რელსებზეა ჯენზი თაობა, და რომ გვიკვირს და რომ გვწყინს, სულ სხვა რამისკენ იხედებიანო შვილები, სწორედ იმიტომაც, რომ დღეს ქართული დრამატურგია არც არსებობს, ანდა თუ არსებობს, არ უშვებენ სცენაზე.
და თქვენ გგონიათ, უცხოური დრამატურგიის მრავალფეროვნებაა ამის მიზეზი?
არა, აქაც ჩაბერდა თეატრი.
შექსპირი იმდენჯერ და ისე გააუპატიურა დღევანდელმა ქართულმა თეატრმა, გერმანელ პორნოვარსკვლავებს კოშმარულ სიზმრებშიც რომ არ დაესიზმრებათ.
და თან აუპატიურებენ გაცვეთილი მეტაფორებით, ნახმარ პრეზერვატივებს რომ დაამსგავსეს უკვე ქართველმა რეჟისორებმა.
დიახ, ნახმარს,
რატომ ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვა არავინ უყურებს ევროპის და ამერიკის წამყვანი თეატრების სპექტაკლებს?
რატომ ქურდობთ პატივცემულებო?
სცენური მეტაფორების მოპარვას რომ თავი დავანებოთ, რატომ გგონიათ სიახლე სცენაზე რომ მანქანას აიტანთ, ანდა კლდიაშვილის და შექსპირის პერსონაჟებს თანამედროვე ტანსაცმელს რომ ჩააცმევთ, და ტელეფონებს აჩეჩებთ ხელში?
პროჟექტორებით ჟანგლიორობაც სიახლეა?
არ არის ეს თეატრი,
ცირკია ეს!
და საერთოდ, წესით, მათრახივით უნდა იქნევდნენ დღევანდელი რეჟისორები ახმეტელის სიტყვებს, “ქართული თეატრი არ არისო, ქართული”
მაგრამ ახმეტელი რომ გაიხსენონ, ჰეროიკული თეატრის მნიშვნელობას უნდა გაუსვან ხაზი, და ეს კიდევ სისტემისთვის ომის გამოცხადებს ნიშნავს, და აწყობთ კი ეს კონფორმისტებს?
და მოთვინიერებული მიმინო რო ქათამია, კი ვთქვი უკვე..
მოთვინიერებული თეატრი კიდევ უფრო უარესი, – კვერცხი.
“აი, რატომ არ აქვს ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი, ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ დაუშრათ..”
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა