იურიდიული კომპანია – „საადგილმამულო ბიურო“

ფონდის რიგით მესამე პროექტი, საადგილმამულო გაზეთის და საადგილმამულო საიტის შემდეგ.
ბიუროს ამოცანებში შედის ფონდის და ფონდის პროექტებში მონაწილე კერძო პირების, და ფონდის მოკავშირე ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
ფონდის წევრებისთვის და არაწევრებისთვის კონტრაქტების მომზადება, გაფორმება, კონსალტინგი, სასამართლო საქმეთა განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა, სხვადასხვა სახის იურიდიული დახმარება.
საქართველოს „საადგილმამულო ფონდის“ მიერ დაარსებული და ფონდისგან დამოუკიდებლად მოქმედი საზოგადოებრივ ორგანიზაციების, პროფკავშირების, ფიზიკური და იურიდიულ პირების იურიდიული მომსახურება ხელშეკრულების საფუძველზე.
„საადგილმამულო ბიურო „ ჩართულია სოფლის მეურნის დახმარების და ემიგრანტის დაბრუნების ხელშეწყობის პროგრამაში.
„საადგილმამულო ფონდთან“ არსებული იურიდიული კომპანიის „საადგილმამულო ბიუროს“ იურისტები იმუშავებენ ქვეყნისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან კანონპროექტებზეც.
“საადგილმამულო ბიურო” საზოგადოების მონაწილეობით შეიმუშავებს და საზოგადოების წინაშე განხილვისთვის გამოიტანს ახალი საარჩევნო კოდექსის მუხლებს, საკონსტიტუციო შესწორებებს, და სარეფერენდუმო საკითხებს.
ორგანიზებას გაუკეთებს და მონაწილეობას მიიღებს სარეფერენდუმო საკითხებზე ხელმოწერების შეგროვებაში.
გაიგეთ მეტი – დაუკავშირდით ჩვენს იურისტებს.