SAADGILMAMULO. GE

საქართველოს საადგილმამულო ფონდში შემავალი სტრუქტურის „ შპს „საადგილმამულო საიტის“ ინტერნეტპლატფორმა,
შპს „საადგილმამულო საიტის“ საქმიანობის საგანია:
1. საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული პუბლიკაციების მეშვეობით გააშუქოს ააიპ „საქართველოს საადგილმამულო ფონდის“ და ფონდში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობა, გაზეთ „საადგილმამულოს“ ფურცლებზე განთავსებული ინფორმაცია და ფონდის პროექტები.
2. ხელი შეუწყოს საქართველოს სადგილმამულო ფონდის მიზნების და ამოცანების განხორციელებას.
3. ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს საინფორმაციო სამსახური საქართველოს საადგილმამულო ფონდის მიერ დაარსებულ და აგრეთვე სხვა, დამოუკიდებლებლად დაარსებულ და მოქმედ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კავშირებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ხელი შეუწყოს მათ პრაქტიკულ საქმიანობაში.
4. გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები.
5. ხელი შეუწყოს ქვეყნის მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.
ინტერნეტპორტალი „SAADGILMAMULO. GE საზოგადოებას აძლევს საშუალებას ჰქონდეს უშუალო წვდომა საადგილმამულო ფონდის პროექტებზე:
გაზეთი, იურიდიული ბიურო, რადიო, ტვბლოგი, საგანმანათლებლო ცენტრი, ემიგრანტის დაბრუნების პროგრამა, სარეფერენდუმო საკითხები, საარჩევნო კოდექსი, დამოუკიდებელი პროფკავშირები, “ფერმერი”, “ოქროს საწმისი”, “ექიმი გისმენთ”, ლიტერატურული კონკურსები, დასაქმება, საქველმოქმედო აუქციონი..
ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელზეც მუშაობს საქართველოს საადგილმამულო ფონდი.
ფონდის საბოლოო მიზანია ეროვნული პროექტების განხორციელებით შექმნილი ადამიანური და ფულადი რესურსის საშუალებით ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების -სრულუფლებიანი რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის წესის- დაკანონებაა და სისტემის ცვლილების დაწყება.
სისტემის შეცვლა ხელისუფლებაში მოსვლის გარეშეც არის შესაძლებელი. სისტემურ ცვლილებას აქვს დასაწყისი და დასასრული,
საქართველოს საადგილმამულო ფონდის ეროვნულ პროექტებს მხოლოდ დასაწყისი შეიძლება ჰქონდეთ,
დასასრული კი – არასოდეს!