გაზეთი „საადგილმამულო“

პირველი პროექტი, რომელიც განახორციელა საადგილმამულო ფონდმა.
გაზეთი „საადგილმამულო“ ანალიტიკურ – ლიტერატურული გაზეთია.
სადაც ფონდის საქმიანობაზე და ფონდის პროექტებზე საუბრების გარდა ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური პროცესების განხილვაა.
საუბარია განათლებაზე , კულტურაზე, ლიტერატურაზე.
ეს არ არის უბრალოდ ინფორმაცია, თუ სად რა ხდება, არამედ ანალიზია, თუ რატომ ხდება, რაც ხდება, და როგორ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, რომ ქართულ საზოგადოებას წაადგეს.
საუბარია პრობლემებზე, და აუცილებლად გამოსავალზე.
საუბარია იმის შესახებ, თუ რამ შექმნა ეს პრობლემები.
საუბარია ყველაფერზე, რადგან საუბარი საქმეზე და იმის შესახებ, თუ როგორ კეთდება საქმე, არის სწორედ რეალური პოლიტიკა.
გაზეთი გამოშვება აუცილებელი იყო, რათა ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცემოდა.
პროექტების განხორციელება კი აუცილებელია, რომ სტრუქტურის გარშემო შეიკრას სხვადასხვა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალთა გუნდი.
ეს ყველაფერი ერთი გაზეთიდან იწყება. გაზეთი აუცილებელი იყო, რომ დამყარებულიყო უშუალო კავშირი ფონდსა და საზოგადოებას შორის.
გაზეთი აუცილებელია, რომ საზოგადოებამ მოიგოს ინფორმაციული ომი სისტემის მსახურ ტელევიზიებთან.
გაზეთი აუცილებელია, რომ მიეცეს ბიძგი საზოგადოების თვითორგანიზაციას.
გაზეთი ფონდის წარმომადგენლების მეშვეობით მიდის საქართველოს ყველა მოქალაქესთან, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, და თითოეული მათგანი გაზეთის მეშვეობით იგებს მთავარს, – სიმართლეს, რომ გამოსავალი პრობლემებიდან არსებობს!
მხოლოდ ამ სიმართლის მცოდნე, და რაც მთავარია, მხოლოდ ამ სიმართლის ცხოვრებაში გამტარებელი საზოგადოება შეძლებს დაიბრუნოს და უპატრონოს ქვეყანას.
და ეს არის სწორედ საქართველოს საადგილმამულო ფონდის მიზანიც.