You are currently viewing “ამ გზას ხედავ?”

“ამ გზას ხედავ?”

არც მეგულება ჩემი თაობიდან ვინმე, ვისაც ფილმი ” საბუდარელი ჭაბუკი” არა აქვს ნანახი.
და ახლებიდან თუა ასეთი და მართლა მშურს მისი, წინ რომ აქვს პირველადნახვის კაიფი.
და ის ხო გახსოვთ, აკაკი კვანტალიანი რომ ასწავლის გზას სესილია თაყაიშვილს,
ე, იმ მილს ხო ხედავ, კვამლი რომ ამოდისო?
ვხედავო,
და მეორეს, ხედავო?
და იქ რო კვამლი არ ამოდისო,?- სესილიამ,
ახლა არ ამოდის, ამოვაო, მერე..
რამ გამახსენა ეს ყველაფერი, ჩემო იმანო, და მოიხედე აქეთ, და ამ გზას ხო ხედავ?
და გზაზე ხალხს ხედავ,?
ამ ორზე არ გეუბნები, სხვებს ხედავ?
გზაზე მომავალ კაცებს, ქალებს, ბავშვებს, მსუბუქ მანქანებს?
და ცოტა შორს, გზის ბოლოს, სატვირთოს?
გზა რო აამტვერა, კრაზია, თუ კამაზი, მეც ვერ ვარჩევ, მგონი მასალითაა დატვირთული,
ვერ ხედავ?
დაინახავ, მერე,
დაინახავ, თუ როგორ შემოდიან სოფელში ამ გზით ახალმოსახლეები, და იმათაც დაინახავ, უკვე ჩასახლებულებს, ვინც მათ ეგებება.
ხო, აბა?
კაცის შეძახილსაც გაიგონებ, ქალის გაპასუხებასაც, მოხუცის ჩახველებასაც, ბავშვის სიცილსაც, ძაღლის ყეფასაც, მამლის ყივილსაც, თონეში გამომცხვარი პურის სუნიც აგიწვავს ცხვირს, და თუ თვალებშიც სიკეთეც შეგამჩნიეს აქაურებმა ჩაციებულ ღვინოსაც მოგაწვდიან ჩათლილი სტაქნით, და იქვე ბაღჩაში მოყვანილ შუშა კიტრსაც, ჩასაყოლებლად და ისე ლაზათიანად, რომ კიდევ მოგინდება აქ ამოსვლა.
მოგინდება და სხვასაც მოანდომებ,
და თუ იმ სხვამ, დილაადრიან, არგათენებულზე, ქალაქიდან გამოგასწრო კალიასკიანი მოტოციკლეტით და არ დაგელოდა,
ადგები და..
ფეხით, ფეხით ჩახვალ, საბუდარაში.
საბუდარა ვთქვი?,
მარტყოფის ველი უნდა მეთქვა,
ველი, საიდანაც ბევრი რამ უნდა დაიწყოს, ჩემთვისაც, შენთვისაც, ქვეყნისთვისაც, და აი, იმისთვისაც, ვინც თვალს გვარიდებს, ვითომ საერთოდ არ აინტერესებს რა დაიწყება და სად.
არ აინტერესებს კი არა, მალე მე გადამასწრებს სიტყვაშიც და საქმეშიც, რადგან მოუნდება მასაც ის, რასაც ამ ველზე ვაკეთებთ.
რადგან სწორედ ასე იწყება ურთიერთობაც, სოფელიც, ქალაქიც, და ქვეყანაც.
რას ეწევი ამნაირსო, რომელმა იკითხეთ ახლა?
აბა, ბიჯო, იმიტო გავთელე წინ და უკან, უკვე მერამდენედ, ეს გზა დიდოელი ლეკის ნაბადივით, რომ სიტყვა მხოლოდ სიტყვად დარჩეს.
ასე იქნება მეთქი, ხომ ვთქვი, იმ მაისს, 23 -ში,?
მაისი კიდე ჩემია,
წმინდა გიორგიც გვისმენდა, და რაც ვთქვი, ასე იქნება ზუსტად.
და დაე, იყოს, ასე!
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა