
ისევ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, სტუდენტობა და საერთოდ ახალთაობა ძალაა, მაგრამ გამოცდილების აშკარა ნაკლებობას განიცდიან, და გამოცდილების გარეშე ვერასდროს დადგება სასურველი შედეგი.
ამასთანავე მუდამ არის საშიშროებაც, კიდევ ერთხელ განმეორდეს ის წესი, – ომებს რო გმირები იგებენ, და მერე ბოზებს რომ მიჰყავთ პარადი.
მით უმეტეს, როცა ამდენი პარტიული ნაგავი ეტენება პროცესებს.
ამიტომაც, პროტესტის ის გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ, რამაც შექმნა ევროპული დემოკრატია.
ის, რაც არის სწორედ ევროპაში, და არ არის და არც არასოდროს იქნება რუსეთში.
ნუ გვავიწყდება, რომ ევროპის და ამერიკის მოსახლეობის 90% პროფკავშირებშია გაერთიანებული.
დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა შექმნეს დღევანდელ თავისუფალ ქვეყნებში დემოკრატიაც, შრომის კულტურაც, მშრომელთა უფლებებიც, და შესაბამისად, კეთილდღეობაც.
და მიტომაც არიან ის ქვეყნები განვითარებულები, დამოუკიდებლები და არა ჩვენსავით ერთი კაცის ბოსტანი.
პროფკავშირების მხარდაჭერის გარეშეც ევროპაში და ამერიკაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ მიაღწევს წარმატებას.
სწორედ ამიტომ უსმენენ და ითვალისწინებენ პოლიტიკური წრეები იქ მშრომელთა მოთხოვნებს.
და სწორედ ამიტომ რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და აფრიკის ქვეყნებში არასდროს არ განვითარდება პროფკავშირული მოძრაობა.
ავტოკრატიულ რეჟიმებს არ ჭირდებათ პროფკავშირები.
დამოუკიდებელ პროფკავშირულ მოძრაობაზე მაქვს საუბარი, და არა პეტრიაშვილის კანტორაზე.
გვყავს ჩვენც დამოუკიდებელი პროფკავშირებიც,
რომლებსაც საპროტესტო მოძრაობის საკმაო გამოცდილებაც აქვთ , პროტესტის გამარჯვების უამრავი მაგალითიც, ადამიანური რესურსიც გააჩნიათ, ავტორიტეტიც, და ვფიქრობ, დროა, ისინი უფრო აქტიურად რომ ჩაერთონ პროცესებში.
და დროა ჩართონ პროცესებში ჭიათურელი მაღაროელებიც, და საერთოდ, ყველა რეგიონალურმა პროტესტმა ახლა რუსთაველზე უნდა გადაინაცვლოს.
რადგან ცალკეული პრობლემები ვერ გადაწყდება, თუ პრობლემების სათავეს არ მივადექით.
პროფკავშირებს შეუძლიათ პროტესტების გაერთიანება, და ეს თუ მოხერხდა ავტოკრატიული სისტემის მესაფლავეები სწორედ რომ დამოუკიდებელი პროფკავშირები გახდებიან!
პროფკავშირებს აქვთ ეს პოტენციალი.
ევროპული განვითარება, უფლებები და ევროპული კეთილდღეობა რომ გვინდა, პარტიული ურემი მაგ მიმართულებით ვერ გაგვიყვანს.
და საერთოდ, სანამ კიდევ ერთი ურემი გადაბრუნდება, ერთხელ მაინც გავხედოთ მანამდე გზას.
26 მაისი ბოლო შანსია, სისტემა დათმობებზე რომ წამოვიდეს, და ეს შანსი ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.