
ამ ქეთოს მართლა თინათინი ხომ არ ჰგონია თავი?
ვეღარ გამოდის როლიდან?
ვინ მისცა უფლება მთელი დასის დატერორების?
ნუ, გასაგებია, სტურუას მითითებით მოქმედებს, მაგრამ ვერც რობინზონა ინაგლებდა ასე, თავის დროზე თეატრის შიგნითვე რომ ყოფილიყო პროტესტი იმ კანონების წინააღმდეგ, რომლებიც თეატრის ადმინისტრაციას განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს, და მსახიობებს მართლაც ბურატინოების როლში ამყოფებს.
არანაირი საშუალება არა აქვს არც მსახიობს, და არც რიგით რეჟისორს თავი რომ დაიცვას დირექციისგან.
და რომ არა აქვთ, ამიტომაც უნდა ამოეღო ხმა ყველას, როცა ბათუმის თეატრის რეჟისორის , გაგნიძეს სპექტაკლი მოხსნეს პრემიერიდან ვითომდა პოლიტიკური მოტივის გამო.
ხმა უნდა ამოეღოთ უფრო ადრეც,
როცა მუსკომედიის მსახიობებიც აიძულეს თეატრი დაეტოვებინათ.- დიახ, აიძულეს.
და მანამდეც ძალიან ბევრი მიზეზი იყო, როცა ზოგადად თეატრს შეეძლო ხმა ამოეღო იმაზე, რაც სახელმწიფო თეატრების შიგნით ხდება.
მაგრამ დუმდა თეატრი.
ამიტომ გაჯეჯილდნენ კარაბას- ბარაბასები.
ხმის ამოღებაში არ ვგულისხმობ სოცქსელებში პოსტებს და კომენტარებს.
არავის არ ეშინია აქ ამოშვებული ორთქლის.
პროტესტი ნიშნავს სცენიდან პროტესტს, ქუჩის აქციებს, და გაფიცვებს.
და ამაში უნდა ჩაერთნონ კერძო თეატრებიც, თუ მართლაც სოლიდარულები არიან.
ეს მინიმუმია, რაც შეიძლება გაკეთდეს ახლა.
და ზოგადად, სხვა დროს რომ არ განმეორდეს მსგავსი რამ, არსებობს სხვა საშუალებაც.
ისევ და ისევ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირია დასაფუძნებელი, და ყველა პროფესიულ თეატრში.
ქართული თეატრის ისტორია მაინც გაიხსენონ,
წინა საუკუნის ოციანი წლები,
ვინ შექმნა და რისთვის შეიქმნა რუსთაველის თეატრში კორპორაცია “დურუჯი”, – გაიხსენონ.
ცოდნა არ ვნებს, – ვნებს არცოდნა.
.
