ეს ფოტო 10 წლისაა,
აი, მაშინდელი, ქოცმა სახე რო გამოაჩინა უკვე,- დაპირებები რო დაივიწყა, ბიზნეს რო განუცხადა, რომ ახლა მან უნდა წველოს, ტელევიზიების ახევა რო დაიწყო, კოჰაბიტაცია რო შემოაგდო და ნაცი რო მოასულიერა, საყდრისი რო ააფეთქა, ავღანეთში ჩვენი ბიჭები რომ ჩატოვა, უცხოელების მიერ მიწების შესყიდვაზე მორატორიუმი რომ გააუქმა, ქვეყნის გარეთ ჩვენი ემიგრაცია რომ მოამრავლა, და აქ კი , უცხოტომელები რომ შემოგვისია, გეიპროპაგანდა რომ დაუშვა, სასამართლოში მურუსიძე რო დაგვისვა, და კანაფის პლანტაციებით თაობების გადაგვარება რო დააპირა.
ვინმემ თუ დაივიწყა, მე ეს ყველაფერი მახსოვს.
ორი დღე ვიდექით მაშინ რუსთაველზე,
და რომ ვყოფილიყავით მაშინ ათასობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდებოდა და , სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსით,
ახალი საარჩევნო კოდექსით, ანუ, არჩეული და არა დანიშნული ცესკოთი, და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით, დეპუტატის გამოწვევის მექანიზმით, და პარტიებისთვის სახელმწიფოსგან დაფინანსების შეწყვეტით,
და ეს კი ნიშნავს, რომ ნელნელა პარტიები გაქრებოდა პოლიტიკური სივრცედან , და დღეს უკვე აღარც ქოცი იქნებოდა, და აღარც ნაცი, და აღარც დასავლეთსა და რუსეთს შორის გვექნებოდა არჩევანი,
თუკი გამსახურდიასეულ კავკასიური სახლის იდეას წამოვწევდით წინ,
და არა მხოლოდ კავკასიურ სახლს, არამედ მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის ინიაციატორიც გავხდებოდით.
მცირე ერების სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირი, თავისი 200 მილიონი მოსახლეობით და ცენტრით საქართველოში სულ მთლიანად შეცვლიდა მსოფლიო გეოპოლიტიკას.
შენც გიყვარს ნაცრის ქექვაო, ? არ მითხრათ ახლა,
ჯერ ერთი,
წერია ეს ყველაფერი ილიასთან, წაკითხვა და გაგება უნდა მხოლოდ, და როცა იცი, რა და როგორ გააკეთო, არაფერია შეუძლებელი, მით უმეტეს, რომ რაღაც თემები დაწყებული გვაქვს.
მერე მეორე,
აბა, რატომ დადგა დღეს იგივე მოთხოვნების აუცილებლობა, რაც 10 წლის წინ ჩვენ გვქონდა?,
ხომ მოვიდა მიხვედრა, რომ არჩევნები მუდამ ყალბდება?
ხომ დადგა მიხვედრა, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლის გარეშე, და ცესკოს არჩევითობის გარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს?
ამ მიხვედრამდე თუ მივიდა დღეს საზოგადოება, დანარჩენის მიხვედრაც მოვა.
10 წელი დავკარგეთ.
წელსაც თუ გავუშვებთ ამ ყველაფრის დაწყების შანსს, კიდევ ერთ ათწლიან წრეზე წავალთ, და ისევ ნაცქოცებთან ერთად.
დაიმახსოვრეთ ეს წერილიც.
.