
კიდევ კარგი, თბილისის თეატრალურში რო არ ჩავაბარე.
ხო, რაღა დროის 45 წლის კაცის სტუდენტობა იყო, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა,
მთავარი ისაა, აქ რო არ შევიტანე საბუთები, და არ მკითხოთ, როგორ, მაგრამ ჯერ, დონეცკის ხელოვნების ინსტიტუტში მოვხვდი, და თან ვალენტინა მიხაილოვნა ეფიმოვასთან, და მალევე მის თეატრში.
კიდევ კარგი, ხო, – თორე, აქ , მეც იმ დაშტამპულ ქართველ თეატრალებს დავემსგავსებოდი, ვედრო მანეთი რო ღირს.
და ცოტა დროც არაა, უკვე, 2014 წლიდან ვადევნებ თვალს, რაც ქართულ თეატრებში ხდება, – ვეცნობი აქაური რეჟისორების ნამუშევრებს,
და ჩემი მიხაილოვნას თქმისა არ იყოს,
” არ არის აქ, არც ჰეროიკა, არც სულიერება, და არც რელიგია,
და რადგან არ არის, მაშინ თეატრალურ სასწავლებელში მიღებული ცოდნა სცენაზეც და ბოსტანშიც, საფრთხობელად თუ ივარგებს მხოლოდ, წარწერით ,- მოერიდეთ, აქ არ არის თეატრი”
ოქრო სიტყვებია,
დიახ, მე გამიმართლა მართლაც მასწავლებელში.
არა, რა თქმა უნდა ჩვენი მსახიობების ოსტატობაზე არანაირი პრეტენზია არა მაქვს, ყოველი ქართველი დაბადებიდან არტისტულია, და ალბათ ძალიან უნდა ეცადოს ვინმე, ეს ნიჭი გააქროს მასში,
და ვერც თეატრალური სასწავლებელი მოახერხებს ამას.
როცა “საფრთხობელა ცოდნაზე” ვსაუბრობ, ჩვენი რეჟისორების და დრამატურგების ცოდნა მაქვს მხედველობაში,
და თუმცა გაცნობით ბევრი გავიცანი, უკრაინიდან მობრუნებულს არც არასოდეს მიცდია რომელიმე სახელმწიფო თეატრში დამეწყო მუშაობა.
რადგან მართლაც არ არის ჩვენს თეატრებში, არც ჰეროიკა, არც სულიერება, და არც რწმენა, რომ დიდ საქმეს ემსახურებიან.
და სულაც არ იცოდა მიხაილოვნამ, როგორ ეხმიანებოდა მისი სიტყვები საუკუნის წინ ახმეტელის ნათქვამ სიტყვებს –
რომ ” ქართული თეატრი, არ არის ქართული”
დღესაც რო აკვდება ქართულ თეატრს.
თორე ახმეტელმა კი შეძლო და შეცვალა თეატრი და წინა საუკუნის 20 -იანი წლებიდან თითქმის 60 წლის განმავლობაში ქართულ პროფესიულ თეატრს სწორედ რომ ჰყავდა სამი დიდი ნიშანსვეტი.
ახმეტელი, – თეატრი, როგორც ჰეროიკა,
მარჯანიშვილი , – თეატრი, როგორც სულიერება,
და თუმანიშვილი,- თეატრი, როგორც რელიგია.
თუმანიშვილის რუსთაველის თეატრიდან გაგდების შემდეგ “ქართული თეატრის ქართულობას” ომი გამოუცხადეს თეატრალურ უნივერსიტეტშიც, და იქამდე, რო შალუტაშვილის და მარგველაშვილის ხელში ამ სასწავლებელმა ეროვნული თეატრალური სკოლა საბოლოოდ დაასამარა,
რადგან უნივერსიტეტიც და შესაბამისად თეატრიც მაყურებლის სამსახურში კი არა, სისტემის სამსახურშია.
და გამოდის, რომ არ არის პედაგოგიკა, რომელიც ოდნავ მაინც მიუახლოვდება ზემოთ ხსენებულ სამ ნიშანსვეტს, – თორე როგორ ვერ გამოზარდა ერთი ისეთი რეჟისორი მაინც, რომელიც სცენაზე აიტანდა იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება?
და არ მოგვიწყობდა ადამიანის ტუალეტური ინსტიქტების გამოფენას სცენაზე,
და იმ გმირს დაგვანახებდა საქვეყნო პრობლემებს რო ეომება სულიერებით, და რწმენით.
რომ მაყურებელსაც მოანდომოს იგივე,
არ გვჭირდება დღეს გმირები?
დიახ, გმირი უნდა მაყურებელს, თანამედროვე, ხელშესახები.
მერე, გვყავს რეჟისორები, ვინც ჩასვრილ ობივატელებზე კი არა, თანამედროვე გმირებზე რომ გვესაუბრებიან?
არ არიან გმირები? – უნდა გამოიგონო.
დაიდგა სადმე ასეთი სპექტაკლი ამ 30 წლის განმავლობაში და მე გამომრჩა?
სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფ თეატრებზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ რომ ” ქართული თეატრი არ არის ქართული”.
თორე კერძო თეატრებში რაც ხდება, ის არც გადის მათ კედლებს გარეთ, და არ არის განხილვის საგანი, – შესაბამისად ვერ მოქმედებს ფართო საზოგადოებაზე.
არ არის არანაირი ობიექტური თეატრალური კრიტიკაც,
თეატრალურ ამქარში ერთმანეთის მოფერება არის “ცვეტში”, და მლიქვნელობა თეატრის მაოძედუნების მიმართ.
ერთი ასეთი კრიტიკოსი ვიცი, კაი ხანი ეშპილკავებოდა სტურუას, მერე დაალაგა პალაჟენია მასთანაც და სამინისტროსთანაც, და ახლა ქერის ორმოშია, მოგზაურობს ქვეყნიდან ქვეყანაში სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებზე.
ხო, რეცენზიის წერაც კი არ იცის ბევრმა,
და ვინც იცის, ისიც იძულებულია გადმოგდებული ძვალი გამოხრას, და გაჩუმდეს.
რომ აღარ ვისაუბრო სხვა მომენტებზე, – ამ 30 წლის განმავლობაში თუ როგორ ჩაისვარა სრულიად თეატრალურმა სივრცემ, – სულ ახალი ფაქტიც კმარა,
4 კვირა გავიდა სტურუას თახსირობიდან და თეატრალების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ჯერ არ დაუფიქსირებია ობიექტური პოზიცია იმ სპექტაკლის შესახებ.
ეს თემა კულტურის სამინისტროს ზონდერებმა ჭუმბურიძემ და მაღლაფერიძემ აიღეს კონტროლქვეშ, და მიდის გაქანებული ლოკვა.
თეატრალებიც ჩუმად არიან – დაწყებული თეატრთმცოდნეებიდან, რეჟისორებიდან, დრამატურგებიდან, დამთავრებული მსახიობებამდე.
განა მოსწონთ ? – არ მოსწონთ, მაგრამ ჩუმად არიან.
და კიდევ კარგი, ამ ამქარიდან ერთიორი, მარტოდმარტო, მაგრამ მაინც რომ იბრძვის,
ჩემი პატივისცემა ისევ და ისევ ანას, Ana Amilakhvari, ამ უნიჭიერეს, და პრინციპულ მსახიობ გოგონას,
გამძლეობას ვუსურვებ ამ დიდ ომში.
ჩემი პატივისცემა ისევ და ისევ გოგი ალექსი- მესხიშვილს, ამ მართლაც პატრიარქს თეატრალური სამყაროსი,
რომ არ ერიდება სიმართლის თქმა.
და კიდევ იმათაც, – თითოოროლა პროფესიონალს.
ვინც ჯერ-ჯერობით, ფარსმან სპარსივით ირიბად, მაგრამ მაინც რომ ისვრის კედლისკენ კენჭს, ქართული თეატრის სიყალბით და კონფორმიზმით გადავსებულ კოკას რო მოარტყას,
და იმედია, ერთხელაც დაილეწება ეს არაქართული თიხით ნაკეთები ჭურჭელი.
ხო, რა,
ერთ მერცხალსაც შეუძლია მოიყვანოს გაზაფხული, თუ ეს ძალიან უნდა.
.
05. 05. 2026.
.
