You are currently viewing ვინც არ არის დამალული

ვინც არ არის დამალული

აგე, ახლახან, ამ შობადღეს მოხდა ეს ამბავი, “კაფე კაფიაში”,

კაცმა, ადგა და დღესასწაული გალექსილად მიულოცა ჯგუფის წევრებს, და ვხედავ, მის პოსტზე შემოვარდა ერთი ქლიავი, და იმყრალებს პირს, “ტყ” -ს ფრიალით.

მაშინაც იქვე დავუწერე პასუხი, ქლიავი ხარ მეთქი, მაგრამ მერე ავიღე ჩემი კომენტარი, პოსტის ავტორთან მეუხერხულა, რადგან ვნახე, წუხდა კაცი, ნეტა სულ არ მეთქვაო, რაც ვთქვიო, და მეც ვიფიქრე, დამთავრდა თემა, გასაგებად ვთქვი მეთქი, სათქმელი,

ვერ გაიგეს აშკარად, და ამ “ვერგაგებას”, როგორც მეორე დღეს ვნახე, ჯგუფის ადმინმაც შეუწყო ხელი, ერთ-ერთის შენიშვნაზე, არ შეიძლება ასე კაფიობაო, პასუხად, – რაც გინდათ თქვითო, დაახეთქა.

გამოვარდა მერე, ის ქლიავიც, გახარებული, საღოლ, ადმინს, ესმისო კაფია.

რას ქვია, რაც გინდათ, ის თქვით,

გააჩნია როგორ ამბობ, და როდის.

11 წელია ამ ჯგუფში ვიყავი და ბევრი მართლაც ნიჭიერად მოკაფიავე მინახავს, და ისე მეტყველნიც, რომ არც კი დაესიზმრება ზოგს, აქ, ახლა მყოფს,

მაგრამ არასდროს, ვიმეორებ, არასდროს წმინდა და რელიგიურ დღესასწაულებზე არ ყოფილა უწმაწური თქმა და პასუხი,

იყო მოფერება, გაგება და პატივისცემა.

ამაშია საქმე, ამას გავუსვი ხაზი, რომ შობადღეს ვინც პირს იმყრალებს, ქლიავი და ნაგავია მეთქი, თორე სხვა დღეებში რამდენი ნეხვი ამოუვარდება პირიდან ვიღაცას უნიჭოდ, ასი წელი არც მივაქცევდი ყურადღებას,

ფშავხევსურებს იმერელი კაცი არ უნდა ვასწავლიდე, რომ წმინდა დღეებში არასოდეს იმყრალებდნენ პირს დიდი მოკაფიავები, და საერთოდ, კაცები, თუ მართლა კაცები არიან.

და არავინა თქვას, სალოცავები და დღესასწაულები რეალობაში სხვაა, და სოცქსელი სხვა არისო, და აქ ყველაფერი მოსული პონტიაო.

კაცი თუ ხარ, ზნეობა უნდა დაგყვებოდეს სადაც ხარ, თუნდაც სიზმრადაც რომ იყო, იქაც კი.

ვიმეორებ, – უზნეობა იყო, ქრისტეშობადღეს, აქ უწმაწურობების ფრიალი.

უზნეობა იყო და ნაგვობა,

და მით უმეტეს, იმის გამო, რომ ვიღაცას ნაცი ხარო უთხრეს?

თუ ასე უტყდებათ ნაცობა, ან ქოცობა, რაღას ნაცქოცობთ?

ან ეს პოლიტნაგვობაც რა მოსატანია კაფიაში, მაგრამ ამის გამო შობადღეს შარვალჩახდილმა იქაქანო, მართლაც უზნეობაა.

ქლიავია ამის გამკეთებელი, არაფერი ესმის არც ადათწესებისა, არც კაფიისა, და ამიტომაც, სადაც ვნახავ, და რამდენჯერაც ვნახავ, სადმე ქუჩაში, ან შენობაში, დღესასწაულებზე, თუ სხვა რამ ღონისძიებებზე, მთაში თუ ბარში, იქ ავახევ ყურებს სახალხოდ.

ვინც მიცნობს იცის, რასაც ვამბობ, ვაკეთებ,

და ახლა რაც ვთქვი იმაზე, რას იტყვიან ქლიავები საერთოდ არ მაინტერესებს,

რაც ვთქვი, იმათ გასაგონად ვთქვი, ვისაც მართლაც აქვს კაცობაც, ზნეობაც, და გაგებაც.

ეგაა,

ხო, ჩემო ბატონო,

აი, რაც ეხლა ზემოთ წაიკითხეთ, იმიტომ , რომ იქ, სადაც ამ წერილის ადგილი იყო, წამიშალა ჯგუფის ადმინისტრატორმა,

რომ ვკითხე, რატომ წაშალე მეთქი, და, მართალი ხარ ყველაფერშიო, მეუბნება, მაგრამ ეს რაც დაწერე, ლექსის სახით უნდა გეთქვაო,

ბიჯო, დათიაშვილო,

რაც ზემოთ დავწერე არც ამის გალექსვა არა არის ჩემთვის პრობლემა, ეგ კი არა სონეტთა განსაკუთრებული წყობა, სონეტთა გვირგვინს რო ეძახიან, იმ ფორმით მაქვს ლექსადწყობილი, 15 სონეტისგან რომ შედგება,

მაგრამ რისთვის ვხარჯო რითმა, ვიღაც ქლიავის გამო?

და რატომ არის ქლიავი?

აბა, აი, ამ ლექსის ავტორი არ არის გამოქლიავებული?

 

“მიშა, გიხმობენ ქართლის ველები,

გიხმობს ბათუმი, ფოთი, ასპინძა,

პუტინის ჯინზე აკიაფდები,

და ქართულ მიწებს ისევ აკრიფავ,

ძილი დაუფრთხა რუსის ოლიგარქს,

შიშით ზანზარებს კრემლიც,

ვიცი და მჯერა, არვის შერჩება,

სანდრას უმანკო ცრემლი.”

 

წაიკითხეთ,?

და ამის ავტორი სხვას ასწავლის რა არის კაფია? და ამის ავტორი ამტკიცებს, რომ პოეტია?

ქლიავია, აბა რა არის, თორე ისე მიხეილი მქვიაო, ამბობს, და ღანიშაშვილი ვარო.

ერთი მაგისიც , ამ ჯგუფის ადმინის პოზიციაა უფრო საყურადღებო, რადგან ამ დახურულ ჯგუფში თავი ხონთქრად მიაჩნია, და რაც მინდა იმას გავაკეთებო ამბობს, იმით, რომ ადგა და უპრაგონოდ და უკითხავად, წაშალა ჩემი წერილი.

ეკითხა მაინც , გუჯა, რა ხდებაო,

ქუთაისელი მაინც არ იყოს, არ მიცნობდეს მაინც,

ეგეც არაფერი, კაფია, პოლიტიკური ურთიერთობების კულტურული ფორმააო, მეუბნება.

არა, რა მისი ეს დებულება უნდა გამოვყო –

“კაფიაო, პოლიტიკური ურთიერთობების კულტურული ფორმააო,”

დააგემოვნეთ?

რა იყო სიმონ, კაფიის ჯგუფი გაქვს, თუ საკუთარი პარლამენტი?

აფსუს, ტრისტან მახაურო, რად არ გესმის ამ ახლადგამომცხვარი კაფიის თეორეტიკოსის ჰაზრები.

ეგეც არაფერი, მეო, აქაო, უცენზურობის გარკვეულ ნორმას ვიცავო.

ანუ, ჩემგან ქლიავის თქმა არის უცენზურობა, და იმ მართლა ქლიავი ღანიშაშვილისგან გადმოგდებული ტ და ყ, – მამაოჩვენოა?,

ანუ, რო ვიკადრო, და დედის სული ამოვუტრიალო მას, ვინც ღირსია ამისა, მაგრამ კაფიის სახით, ეგ მოსული პონტია?

აი, ხომაა, მართლაც ღირსი?,

კიდევ ერთხელ ვიტყვი, წმინდა და რელიგიურ დღესასწაულებზე უწმაწური სიტყვა და პასუხი უზნეობაა, და ვინც ამ უზნეობას ჩადის, ანდა, ვინც ამ უზნეობას აპრავებს, უზნეოა ისიც.

და არა აქვს მნიშვნელობა უნებლიეთ, სისულელით მოსდით ეს, თუ მიზანმიმართულად.

და კიდევ ერთიც,

ახლა სტალინმატრონაზე ატეხილ ბატალიებთან ეს ამბავი რა მოსატანია,

მაგრამ ესეც ერთი მაგალითია იმისა, რო ფარისევლობა სისხლში აქვს გამჯდარი ბევრს, და სიტყვით იქნებ ადიდებს სარწმუნოებას, საქმით თავზე ასვრის.

და ასეთებზე დგას სწორედ სისტემა.

რადგან ასეთების წყალობით, ვიღას ახსოვს ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტა, ან შოვის ტრაგედია ვიღას ახსოვს, ან მიწებს რომ ყიდიან უცხოელებზე ვიღას ახსოვს, ანდა კონსტიტუციის მიხედვით რო მონღოლეთში ცხოვრობენ ვიღას ახსოვს, ანდა მაცივარი რომ ცარიელია..

მაგრამ სწორედ იმიტომ აჩხავლებენ ფეისბუკზე კატებს, რომ სისტემური დანაშაული არ ახსოვდეს მშიერ ცხვარს.

ეგაა, ეგ.

.

სტატიიდან ” ვინც არ არის დამალული , ჩემი ბრალი არ არის”

გაზეთი ” საადგილმამულო” #7

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა