You are currently viewing ვინ არის ობივატელი?

ვინ არის ობივატელი?

დიახ, ჩვენს ახალ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მოსაფერებელი, და ხელიხელსაგოგმანებელი ფიგურა, სწორედ რომ ობივატელია.
დიახ, მოსაფერებელი, თორემ გურამ დოჩანაშვილიც არ გადაყვებოდა ასე თავის გერასიმეს.
გახსოვთ ხო, დოჩანას ” ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” .
და სულაც არ ვამბობ სიტყვა ” ობივატელს” უარყოფით კონტექსტით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა რუსული კალკია, და ნიშნავს საკუთარ ყოფიერებაში ჩაძირულ ადამიანს, საკუთარი ყოველდღიურობის გარდა არც არაფერი რომ არ აინტერესებს, –
ეს საბჭოეთმა შეძინა ამ სიტყვას ნეგატიური დატვირთვა,
თორემ ევროპაში ობივატელმა ძალიანაც კარგად იცის საკუთარი თავის ფასიც, და საკუთარი უფლებებიც.
და აბა, გაბედოს იქ ვინმემ, და იქაურ ობივატელს თავზე გადააბიჯოს.
ევროპაში მოსახლეობის 90 პროცენტი პროფკავშირებშია გაერთიანებული.
და როცა საჭიროა, როგორც ერთი ისე გამოდის ქუჩაში.
შეგახსენოთ რა ხდებოდა ხუთი თვის განმავლობაში საფრანგეთში, საწვავი რომ ერთი ცენტით გააძვირეს?
თითქმის ყველა დიდი ქალაქის ცენტრი ცეცხლის ალში იყო გახვეული.
გითხრათ, როგორ გაიფიცნენ პოლიციელებიც კი, ხელფასის მომატების მოთხოვნით?
პოლიციელები, დიახ.
ხოლო ისეთი ობივატელი, რომელსაც თვითორგანიზაციის უნარი აქვს, და საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლია, უკვე საბჭოთა გაგების ობივატელი და სისტემის უსიტყვო მსახური კი აღარაა, არამედ შეგნებული მოქალაქე.
თორემ, სანამ მის უფლებას არ ეხებიან, მოქალაქე უნდა იყოს კიდეც ობივატელი,
დიახ, გერასიმე უნდა იყოს კიდეც ობივატელი.
მას არ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა.
და ისე, რომ არც უნდა იცოდეს ვინ არის პარლამენტში, და ვინ არის მისი პრემიერი, და პრეზიდენტი.
საქართველოში მოსახლეობის 90 პროცენტმა კი ყველა პარლამენტარის სახელი და გვარი კი არა, ვის ვისთან ძინავს ისიც კი იცის,
მაგრამ არ იცის არც საკუთარი უფლებები, და არც ის იცის როგორ დაიცვას სისტემისგან თავი, და ამიტომაც ელოდება სულ მესიას, რომ მოვა ვიღაც და უშველის.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ობივატელი ვერაფერს ხედავს, და ვერ აანალიზებს.
ობივატელი შეიძლება რაღაც მომენტში არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ყველაფერს კითხულობს, ყველაფერს იმახსოვრებს, რაზეც საუბრობენ ქუჩაში, ეზოში, სამსახურში, სოცქსელებში, და თვითონაც გადასცემს ინფორმაციას სხვას.
და ეს ყველაფერი ასე ილექება კოლექტიურ მახსოვრობაში- იქნება ეს უსამართლობის განცდა, თუ დაგუბებული პროტესტი,
და ობივატელი უკვე შემზადებულია ცვლილებისთვის, მას უნდა ცვლილებები, ის ელოდება ცვლილებებს, შინაგანად უკვე შერიგებულია სიახლეებთან.
ამით სარგებლობენ პოლიტაფერისტებიც, – მოდიან, იყენებენ ობივატელებს, და შემდეგ იკიდებენ.
მაგრამ ვერც ვერავინ დაიკიდებდა თვითორგანიზაციის უნარი რომ ქონდეს ობივატელს.
ეროვნული პროექტის დანიშნულება სწორედ ესაა, – თვითორგანიზაციის უნარი გამოუმუშავოს საზოგადოებას.
დიახ,
რაც არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, ჩვენი ახალი პროექტის მთავარი მოქმედი პერსონაჟი, დიახაც, რომ ობივატელია.
მისით, და მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი.
და არა მხოლოდ ჩვენს პროექტში.
ობივატელი იყო, და არის და იქნება ყოველთვის იმ ” მშვენიერი ელენეს ” როლში, რომლის გადაბირების გამო ომობს პოლიტიკოსიც, სამღვდელოებაც, და ბიზნესიც.
და რა თქმა უნდა, ობივატელის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვერც ერთი ეროვნული პროექტი ვერ განხორციელდება.
დიახ, ობივატელმა რომ იცოდეს საკუთარი თავის ფასი, და ძალა, – გამარჯობასაც დაგვიძვირებდა.
მაგრამ
ეროვნული პროექტი სწორედ მიტომ არის ეროვნული, რომ ობივატელს საკუთარი ფასს, და შესაძლებლობას აგებინებს.
ამით განსხვავდება ეროვნული პროექტი სხვა ნებისმიერი პროექტისგან,
და ამით განსხვავდება ეროვნული პროექტი პოლიტიკისგანაც, და ბიზნესისგანაც, – სადაც ობივატელის მხოლოდ გამოყენება, და შემდეგ გადაგდება სურთ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი,
თუ ეროვნული პროექტი არ უმაღლებს ობივატელს თვითშეგნებას, და თვითშეფასებს, და არ აძლევს მას საკუთარი ძალის და მნიშვნელობის რწმენას, – მაშინ პროექტი არ არის ეროვნული.
შესაბამისად არ შეიძლება პროექტი ჩაითვალოს ეროვნულად მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ სადღაც ახალი ავტომაგისტრალი გაიყვანა, ანდა ახალი აეროპორტი ააშენა, ანდა საზღვაო პორტი ანაკლიაში.
ეს პირადად ობივატელს არაფერს არ აძლევს, არც ეკონომიკურად, არც იდეურად, რადგან ასეთი ტიპის პროექტებიდან ვერ ღებულობს პროპორციულ სარგებელს.
რადგან როგორც საჭიროა არ აისახება არც მის ხელფასზე, არც პენსიაზე, და არც სოციალურ დახმარებაზე.
სამაგიეროდ ასეთი პროექტებიდან უხვად მიდის ფინანსები პარლამენტარების, მინისტრების და ძალოვანების ხელფასებზე, და გრანტებზე ბანკებისთვის და ბიზნესსექტორისთვის.
სწორედ ამიტომ უნდა ქონდეს ობივატელს თვითორგანიზაციის უნარი, რომ საჭირო დროს, და საჭირო მომენტში საკუთარი უფლებები დაიცვას.
და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის.
და ამიტომაც უნდა მონაწილეობდეს ისეთ პროექტში სადაც თვითორგანიზაციას ისწავლის.
და ამიტომაც უნდა იყოს ეროვნულ პროექტში გაერთიანებული იდეური და მატერიალური შემადგენელიც, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება რომ გაუჩინოს ობივატელს.
დიახ, პროექტში ობივატელმა მეფედ უნდა იგრძნოს თავი.
იმის აღქმით, რომ მის სიტყვაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება პროცესები და რა მიმართულებით.
ანუ, ობივატელს ხელში ძალაუფლება უნდა ქონდეს.
და ამ ძალაუფლების გემოს, სწორედ რომ ასეთ ეროვნულ პროექტში გაიგებს პირველად.
ასეთ სიტუაციაში, ნებისმიერი კარჩაკეტილი ობივატელიც კი იცილებს ხავსს.
და ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და წვეთ- წვეთად.
და ერთხელაც მისთვის დადგება ეს მიხვედრაც – თუ მას შეუძლია მართოს პროექტი, მაშინ რატომ არ შეუძლია მართოს მთელი სახელმწიფო?
აი, როცა გერასიმე ამას მიხვდება, ის უკვე აღარაა საბჭოთა გაგების ობივატელი.
აი, ამიტომ უნდა იყოს სხვადასხვა ეროვნულ პროექტში, რომ ამას მიხვდეს თანდათანობით, –
აი, ისე, როგორც მიმინოს წვრთნიან.
და იმიტომ, რომ მიხვდეს, რომ მიმინოა.
მიმინო, რომელმაც იცის უკვე, რა უნდა, და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რაც უნდა.
მიმინოს ვამბობ, თორემ ქათამს რაც არ უნდა ჩასძახო ყურში, ვერასოდეს გაინადირებს.
.
გუჯა ბიძია.
16.09.2026
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა