
11 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ, და ვთვლი, რაც ამ ხნის განმავლობაში აქ გავაკეთე და ახლაც ვაკეთებ, მე ამ ქალაქის ქუჩებში თავაწეული სიარულის უფლება მაქვს.
დიახ, თავმდაბლობის დედაც, მე ამის უფლება მაქვს, და არა მხოლოდ თბილისში.
მაგრამ ახლა, მართლაც ყველაფერს მე და ჩემნაირებს კი ნუ შეგვატოვებთ,
ჰა? ხოხბებო, თქვე ჩემა..
ეს რა არის?
აკაკი და ილია თუ არ არის თბილისობაზე გამოსაჩენი, და აბა, ვინა ხართ გამოსაჩენი?.
თქვით რამე,
თუმცა დემნა გვასალია საპატიო მოქალაქედ დაგისვეს და შეიწერეთ და მის მერე, რაღა უნდა გამიკვირდეს.
ნაღდ თბილისელებთან და ქალაქის გულწრფელად გულშემატკივრებთან, გინდ აქ დაბადებულთან, გინდ მერე დასახლებულთან, ბოდიში მომითხოვია,
ასეთებიც ბევრი ვიცი, მაგრამ შესატრუსი ხოხბები უფრო მეტნი არიან, ვხედავ.
ხოხბებს რო ვახსენებ, მე პირადად, ამ სასტავში იმათ შთამომავლებს ვგულისხმობ, არაბების ხელში გაჯეჯილებულებმა მერე ქართველის ხელი რო ვერ აიტანეს, და თბილისის აღების შემდეგ დავით აღმაშენებელს ორჯერ რომ აუჯანყდნენ, და კიდეც გასვა დავითმა ძელზე ყველანი.
ხო, ასე მგონია, ასეთები და ასეთების წესის მიმდევრები დღეს სამაგიეროს უხდიან ყველაფერ ქართულს.
რა ვიცი აბა, რა ვიფიქრო, დავით აღმაშენებლის ძეგლი საერთოდ ქალაქიდან რომ გაასახლეს, იმასაც გაუჩუმდით და..
სარაჯიშვილის საფლავთან რომ ავტოსადგომია და მაღაზია, არც მასზე ამოგიღიათ ხმა.
დავით სარაჯიშვილზე მეტი ვის რა გაგიკეთებიათ ამ ქალაქისთვის?
რუსთაველის 850-ე საიუბილეო წლისთავი ბოძებზე და გაჩერებებზე ნაკლეიკებით რომ გადაატარეთ, – მახსოვს.
რუსთაველის თეატრშიც ბანკირების მიერ გამართულ ხინკალფართსაც აარიდეთ თვალი, ესეც მახსოვს.
და გალაკტიონის ძეგლთან რაც დადგით, ვთქვა?
ჯანდაბას თქვენი თავი,
და მწერალთა კავშირი სად აგდია?
ან რუსთაველის საზოგადოება, ან ილია ჭავჭავაძის საზოგადოება?
ის ჩინოვნიკები სად განისვენებთ, ილიას ორმეტრიანი სურათები რომ გიკიდიათ კაბინეტებში,
ან ლიბერალები სადა ხართ, ილიას რომ ისაკუთრებთ, და ლიბერალიაო, რო გაიძახით, – აგე, დაიცავით,
ამ კონსერვატორები სადა ხართ, ილიას მზეს რომ იფიცებთ, “მამული, ენა, სარწმუნოება” რომ გაქვთ გულზე ამოჭრილი და ქათმებს კი დასდევთ ტყეში,
ილია და აკაკი რო ფიცრებით შეჭედეს, ეს არ არის ქათმური საქციელი?.
ან პირველ გიმნაზიაში ვინც სწავლობდით, ან ახლა სწავლობთ, და ილიას და აკაკის ყოველ დღე უყურებთ, ისინი მაინც სადა ხართ,
და რუსთაველზე რომ გაიტასავებთ დღეს, ის ხალხი მაინც თუ შეიმჩნევთ რაიმეს.
ხო, რავი, თბილისობააო და,
სადა ხარ, თბილისო?
არ გიტყდება, თბილისო?
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)