
კიდევ ერთი სიბინძურე ჩაიდინა 14 აპრილს სტურუამ.
და შედეგად, თამარ მეფის ფრესკებზე ერთ დროს რუსულად მიჩხაპნილ სიტყვებს დაემსგავსა ყველა იმის პოსტი, და კომენტარი, თუ ინტერვიუ, ვინც “ვეფხისტყაოსანის” სტურუასგან შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მოიწონა,
და ვერც მიხვდა ამ თავზე გადასვრას, ან, მიხვდა, და გაუჩუმდა.
დიახ, 14 აპრილს კიდევ ერთი ბინძური ნაბიჯი გადადგა სტურუამ,
სპექტაკლის დახურული ჩვენება მოაწყო,
და დარბაზი მუქთაზე, – უფასო მოსაწვევებით- მიწვეული მაყურებელით აავსო,-
და ისინიც კმაყოფილები, რომ მოკვდავთაგან გამოარჩიეს, და ნაღებ საზოგადოებად ჩათვალეს, მეორე დღესვე მოედვნენ სოცქსელებს, პრესას და ტელევიზიას, და ” ბრავოს”, და ” გენიოსია” შეძახილების ახალი ტალღით გადაავსეს ყველაფერი.
ძალიან მეცოდებით.
რომ ვერ მიხვდით, ამ უფასო მოსაწვევებით სტურუამ თქვენი სულები როგორ იყიდა, და მლოკველებად გადაგაქციათ.
თქვენ ამას ვერ ხვდებით, და შემდეგ კი თქვენს ფეხს აყოლილი უბრალო რიგითი ობივატელიც ვეღარ ხვდება, თუ რატომ ეუბნება სტურუა თამარ მეფე ბოზი გყავდაო, და მთელი მისი სამეფო კარი კი ხეპრეებით და იდიოტებით ავსებულიო,
და გამოდის, რომ მთელი ერიც, ხო?,
იმიტომ სურს რობიკო რუსს დაგარწმუნოთ ამაში,
რომ შენც უღირსების შთამომავლად და შესაბამისად, უღირსად რომ იგრძნო თავი.
და ღირსეულად ცხოვრება რომ არ მოითხოვო.
და შეეგუო იმას, რომ გძარცვავენ, და თავზე გასვრიან, რომ გშია, რომ გწყურია, პურის და წამლის ფული რომ არ გაქვს, ემიგრაციაში რომ გაგდებენ, მიწებს რომ გიყიდიან.
აი, ამას რომ ვერ ხვდები, – მიტომ მეცოდები,
და თამარ მეფე სად იყოო სპექტაკლში , არ მკითხოს ახლა ვინმემ.
სულ მთლად ნუ გამოიქლიავებს თავს.
ტექსტში ხო არის და არის, და სცენურ დეკორაციებზეც თამარის ხატებაა გამოსახული.
და მის წინ, და თქვენს თვალწინ დაგახნეს თავზე თამარიც, რუსთაველიც, და მთელი ” ვეფხისტყაოსანი”.
და წმინდანად რომ არის ეკლესიისგან შერაცხული თამარ მეფე, ეს მაინც არ გახსოვთ?
და “ვეფხისტყაოსანი” რომ მეორე ბიბლია არისო, რომ გითხრათ იმ პატრიარქმა, მთელი ერი რომ გლოვობდით ახლახან, – არც ეს არ გახსოვთ?
და რომ ასეთი სიწმინდეების წაბილწვა არც პირდაპირ, და არც ირიბად რომ არ შეიძლება?
და თუ ეს იცით, მაინც უკრავთ ტაშს წამბილწველებს?
მაინც და მაინც ვარძიის ტაძრის თამარის ფრესკასთან მივიდეს სტურუა, და იქ წაგიწეროთ, –
“ბოზი თამარაო “- , რომ მიხვდეთ, რაიმეს ?
აბა, სხვა კი არაფერი იყო ის, რაც სცენაზე ხდებოდა.
მართლა გულწრფელად არ მსურს, რასაც ახლა აკეთებთ, ამის შესახებ თქვენმა შვილიშვილებმა რომ გაიგონ,-
წლების მერე, ხო, როცა წამოიზრდებიან.
რადგან, დარწმუნებული ვარ, ისინი მაინც მიხვდებიან,
რომ ერთნი ამას, უბრალოდ გონებაჩლუნგობით აკეთებდით, მეორენი კი დავალებით, და ნასუფრალიდან გადმოგდებული გამოხრული ძვლის გამო.
თუმცა ეს მიხვედრა მანამდეც შეიძლება დადგეს, როცა სტურუას გარდაცვალების შემდეგ მისი მემუარები გამოქვეყნდება, სადაც ბებერი მარაზმატიკის მიერ დაწვრილებით იქნება აღწერილი, თუ როგორ იძია შური რუსთაველზე.
მართლა ძალიან მეცოდებით.
.