You are currently viewing “ისევ, უკაცრავად”

“ისევ, უკაცრავად”

 

კლასიკაა, რა..
შულავერის კომიტეტი,
ყველანი აქ არიან, იცანით, ხო?
და არ მითხრათ ახლა, სალომეს რა უნდაო აქ,
უნდა,- რადგან სულელი და გოთვერანი, ერთნაირად მავნებლობს.
დიახ, სალომეს განცხადება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, სარეფერენდუმო კითხვით, – ევროპა, თუ რუსეთი- არის სულელური, ან გოთვერნული.
რადგან ამ კითხვაზე პასუხი, უკვე კონსტიტუციაში გვაქვს ნათლად გაწერილი,
მაგრაამ,
ეს მისი წამოროშვა, შეიძლება ქოცმა გამოიყენოს, და თქვას კი ბატონოო, და ადგეს და მართლაც ჩაატაროს რეფერენდუმი, და არა აქვს მნიშვნელობა როდის მოესწრება ეს პროცედურულად.
და ჩაატარებს კიდეც, რადგან იმ სიტუაციაში, როცა “ცესკო”-ს მთელ შემადგებლობას მართველი ძალა აკონტროლებს, ქოცს რეფერენდუმის შედეგის გაყალბების საშუალება აქვს,
და რადგანაც რეფერენდუმის შედეგი კანონის ტოლფასია, ქოცს სულ თავისუფლად შეუძლია, გაყალბებული რეფერენდუმის შედეგზე დაყრდნობით ადგეს და კონსტიტუციის ის 78 -ე მუხლი გააქროს, რომელშიც ევროინტეგრაციაზეა საუბარი.
და მერე, მთელ მსოფლიოს განუცხადებს, ასეთი იყოო, ნება ერისა.
ახლა იქნებ, ვინმემ ისიც თქვას, არჩევნებში ქოცს უნდა მოვუგოთ, და იგივე რეფერენდუმიაო,
ამაზე პასუხად, ახედეთ ისევ იმ აბზაცს, სადაც “ცესკოს” კონტროლზე ვსაუბრობ.
დიახ,
არჩევნებში რომ თქვენს ხმას რაიმე მნიშვნელობა ქონდეს არჩევნების ყუთებამდე არც მიგიშვებდნენ,
ეს მე არ მითქვამს, ეგ, ასი წლის წინათ თქვა მარკ ტვენმა, და იმან კი იცოდა, რასაც ამბობდა,
იცოდა, დიახ, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის.
და აი, ეს თუ არ იცის, და ვერ ხვდება ამ ყველაფერს, სწორედ რომ ბატი ტასიკოა, ქალბატონი სალომე,
და თუ ხვდება, და მაინც შემოაგდო თემა, მაშინ, ბატი კი არა, ახალი შულავერის კომიტეტის 85-ე წევრი, და სრულფასოვანი კომისარია, ეს მადამი,..
თუ რაიმეს მოთხოვნა უნდოდა, იმ უფლების აღდგენა მოეთხოვა, კანონის რეფერენდუმით მიღების და შეცვლის უფლება რომ წაგვართვეს 1995 წელს შევარდნაძის კონსტიტუციით,
დეპუტატის ვადამდე უკან გამოწვევის მექანიზმის დაკანონებაც მოეთხოვა,
საარჩევნო კოდექსის სრული რეფორმაც, “ცესკო”-ს სახალხოდ არჩევაც,
აქამდეც უნდა მოეთხოვა ეს ყველაფერი, რას აკეთებდა ამ 6 წლის განმავლობაში,?
გამომივიდა ესეც, ახლა, ჟანა დარკი,
ეს მექანიზმები, რაც აქვს ევროპას, და არა გვაქვს ჩვენ, ამის დაკანონება უნდა მოეთხოვა, ამისთვის უნდა ეომა, ამისთვის ევლო ევროპებში და ამერიკებში, ამისთვის გამოეყვანა ხალხიც ქუჩაში, და მაშინ ვერანაირი ძალა ვერ შემოგვტენიდა არასასურველ კანონებს..
და უფრო მეტიც,
ქოცნაცობა საერთოდ გაქრებოდა პოლიტიკური სივრცედან,
და მისი სახელიც ისტორიაში შევიდოდა დიიდი ასოებით.
მაგრამ არ იყო, ამის გამკეთებელი ის, ვინც 1992 წელს კიტოვანს მადლობას უხდიდა კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო.
ხო, რა..
თუთაშხიასი არ იყოს,
უკაცრავად, მაგრამ, მე მაინც მოგზავნილი მგონიხართ, ქალბატონო.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა