You are currently viewing ისევ?

ისევ?

ბალდის კანიონის მცველების ომს დიდი ხანია ვადევნებ თვალს,
რა თქმა უნდა სოლიდარობის გრძნობა მაქვს,
მაგრამ ვხედავ, ერთი და იმავე წრეზე ტრიალებს ყველა, ვინც სისტემურ დანაშაულს აპროტესტებს.
ისევ მთავარ პრობლემაზე ვამბობ, დიახ,
რომ იომო, ამის საშუალება ხომ უნდა გქონდეს?
არ მესმის, რა დრო სჭირდება მიხვედრას, რომ სტრუქტურა აუცილებელია, სტრუქტურა, რომ არ ეხვეწო ხალხს საჭირო მომენტში გარეთ რომ გამოვიდეს.
ბალდის კანიონის ხალხიც ერთი წელი ომობს, და ისევ, კარავში ყოფნით.
საკმარისზე მეტი დრო ქონდათ ორგანიზაციული საქმეები მოეგვარებინათ.
მხოლოდ ბალდის ხალხი არა მყავს მხედველობაში.
ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ორი-სამი მხარდამჭერი მაინც უნდა ყავდეს ასეთი სახის პროტესტებს, რეალური მხარდამჭერი, ვინც ჩამოვა ადგილზე , ნებისმიერ კრიტიკულ დროს, როცა ამის საჭიროება არის.
ასეთი მხარდამჭერები უნდა ენახათ აქამდე ბალდის კანიონის მცველებსაც.
და ვერ დაიჭერდნენ მაშინ იმ ბჟალავას.
რომ არ იყო სტრუქტურა ჭიათურის მაღაროელები მიტომაც დამარცხდნენ,
დიახ, დამარცხებაა, როცა მესაკუთრე მაღაროების გადმოცემას გთავაზობს, და შენ უარს ეუბნები, და შემდეგ კი იმაზე ნაკლებ ხელფას სჯერდები, თავიდან რომ ითხოვდი.
დამარცხებაა, როცა ათასობით კაცი გამოგყავს ქუჩაში, და შემდეგ ამოდენა რესურს გაფანტავ.
გაფანტვაა, აბა, რაა, როცა საჭირო ხდება, სხვას, შენსავით პროტესტანტ ძალას გვერდით რომ დაუდგე, მის აქციაზე სულ ხუთი კაცით რო მიდიხარ.
დიახ, დამარცხებაა და ეს დამარცხება იმით იწყება, რომ არ ქმნი სტრუქტურას., არ ქმნი ორგანიზაციას.
არ ქმნი დამოუკიდებელ პროფკავშირს.
ახლა მაღაროელები მოვიყვანე მაგალითად, თორემ იგივე შემიძლია ვთქვა ძალიან ბევრ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც კი ყოფილა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
თუნდაც აგერ, რუსულ კანონთან დაკავშირებით პროტესტზე, როცა 100 000 ადამიანი იდგა ქუჩაში, და მთელი თვე.
სასწაულია მართლაც, ამდენი ხალხი მთელი თვე იდგეს ქუჩაში და ვერაფერი გააკეთოს.
და იმიტომ რომ არ იყო კავშირი პროტესტის წამმართველებს შორის.
და დარწმუნებული ვარ, არც ახლა არის,
რატომ?
რას ელოდებიან, ოქტომბერი როდის მოვა?
დრო ხომ იკარგება?
დიახ, თუნდაც, არ დამთავრდეს პროტესტი მარცხით, და რაღაც გარკვეულ შედეგი დადგეს, ხომ უნდა ვხვდებოდეთ იმასაც, რომ სისტემა არასოდეს დაიხევს ბოლომდე უკან, და რა გარანტია გაქვს რომ იგივეს არ გააკეთებს ხვალ, ან ზეგ, ერთი წლის შემდეგ.
შენ ხომ უნდა იყო მზად?
მეორე მომენტიც,
სტრუქტურის შექმნა მიტომაც არის აუცილებელი, რომ ცალკეულ პრობლემებთან მეომარი სტრუქტურების გაერთიანება მოხდეს, რათა შემდეგ ყველა პრობლემის საერთო სათავემდე მივიდეთ.
ეს უნდა გაკეთდეს,
თუ არ გვინდა სხვადასხვა კუთხეში დანთებული ხანძრის ჩასაქრობად აქეთ იქეთ სირბილი, შენს კოცონთან კი არ უნდა დარჩე, უნდა გაერთიანდე სხვასთან, ასანთის კოლოფი რომ წაართვა იმას, ვინც ცეცხლს გიკიდებს ყველგან.
ელემენტარულ თემებზე ვსაუბრობ.
ვიღაც იტყვის, ამდენ ქაქანს, ადექი, და თუნდაც 2 კაცი მონახე და მარტვილში ჩამოდიო.
რაც არ უნდა გული შეგტკიოდეს რაიმე თემაზე, ვერ ვირბენთ მთელი საქართველო ხან ბალდაში, ხან ჭიათურაში, ხან ნამოხვანში, ხან სვანეთში, ხან თბილისში, ხან ბათუმში, და რა ვიცი კიდევ.
არ გამოდის ასე რაც უნდა გულით გვინდოდეს.
30 წელია დავრბივართ, კიდევ მეორე 30 წელიც ვირბინოთ?
ასანთის პატრონს მივხედოთ,
გაუჭირდება ბალდის კანიონის პროტესტს.
ხო, სულაც არ მინდა გამართლდეს ჩემი სიტყვები, მაგრამ სხვისმა გამოცდილებამ მაინც, რაღაც ხომ უნდა გვასწავლოს არა?
მოკლედ, ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ რომ არ ვარ გულგრილი მიტომ ვსაუბრობ ამდენს,
თორე, ფეხებზე რომ მეკიდოს ორ სიტყვას ვიტყოდი მხოლოდ.
29 ივნის, 4 საათზე, ისევ აქციაა.
გავიდეთ, ვისაც შეგვიძლია,
და გავაკეთოთ დასკვნებიც.
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა