You are currently viewing ისე , როგორ ვთქვა და..

ისე , როგორ ვთქვა და..

მაჩუქეს,
დიახ, ჩემი ერთი ლექსის მიხედვით შექმნილი ნახატი მაჩუქეს.
აი, იმ ლექსის, – დროს შესახებ- რომ ვამბობდი, “არ მიყვარს მეთქი დრო,”
უძალიანკარგესია, – ლექსი კი არა, ნახატი, ნახატი.
კომპოზიცია, ძალიან კარგად შეკრული, თემატურად გაშინაარსებული.
ბოთლი- წამალი,
დრო, – წამალიც, მომწამვლელიც.
და ქვიშის საათი, და ბოთლში და ქვიშის საათში გამომწყვდეული დრო- ტაკიმასხარა.
და კიდევ ბევრი რამ, სულ სხვა რამ, და სხვა რამეებიდან, მაგრამ ისევ ჩემეული, და ჩემი ნაამბობიდან – არის აქ,
სცენა, ფარდა, თეატრალური ნიღაბი,
და მეც იქვე, დროსგან ზურგშექცევით, რადგან მისთვის არა მცალია,
და სცენაზე რო ვარ, თან ცაში, ღრუბლებში,
და საჰარეო ბუშტები, ჩემამდე ფურცლები რო მოაქვთ, ლექსებით,
და საჰაერო ბუშტად ქცეული კომპასიც,
გახსოვთ კომპასი? – გიამბეთ მასზე,
ხო, ისაა, რასაც ვერასდროს ვერ ნახავთ ჩემს ჯიბეში, რადგან არც არის საჭირო.
რადგან აღზრდა, ღირსება, მორალი, დაბადებიდან მოგყვება და სწორედ ის გაძლევს მიმართულებას.
ხო, აი, დავდებ კიდევ ერთხელ აქ ლექსს, თქვენც რომ შეამჩნიოთ, თუ რა და როგორ.
და რა თქმა უნდა, მადლობა, მხატვარს, ხელოვანს, Teona Glonti
ვინც ეს ყველაფერი ასე და ამ ფერებში დაინახა.
დიდი მადლობა, ამ შედევრალური კომპოზიციისთვის.
ისე, როგორ თქვა, და,
თეონა, კიდევ 300 ლექსი მაქვს, და ასე თუ გავაგრძელეთ ჩემი ლექსების გასურათება, შეგვიძლია გამოფენაც მოვაწყოთ,
ჰა? – რას იტყვით?
კაი, ხო, ლექსების კიდევ გასურათებაზე ვხუმრობ,
ან იქნებ არ ვხუმრობ, – რია ვიცი,
ის კი ზუსტად ვიცი, დადგება დრო, და თეონასთან და სხვა მხატვრებთან ერთად მართლაც გავაკეთებთ ერთ დიდ გამოფენას,
და თვალიც დაუდგეს ევროპის და ამერიკის საგამოფენო დარბაზებს.
ხო, ასე იქნება, და იქნება ძალიან მალე, რადგან..
———
მე დრო არ მიყვარს,
და ისიც ჩემთან აღარ ძმაკაცობს.
ჰოოდა, ჰქონდეს სხვას,
თუ მე წლებს მპარავს და ქურდბაცაცობს.
დრო იყო, – იყო, – თავზე მეყარა,
და არ მყოფნიდა, – არც ახლა მკმარა,
მეთამაშება, მართლა, ე, ჩემის ტაკიმასხარა.
ალბათ, არც მე ვარ შესანიშნავი და საქებარი,
ქვებით რომ დავდევ – თავისუფალი ჩემთან არ არი.
მე დრო არ მიყვარს,
და ისიც ჩემსას ვერაფერს იგებს,
ხელიდან სხლტება, დნება და იკლებს.
და სულ ოქროზე მევაჭრება წლებს,
არ ვყიდულობ და ყვირილით მიკლებს.
მე დრო არ მიყვარს!
და ისიც ჩემთან ვეღარ ძმაკაცობს,
გადავცლი ბოთლში, დავუცობ საცობს,
სულაც გაჩუქებთ, უცნობს, თუ ნაცნობს.
წამალიაო?,
მკურნალიაო?,
თავს უმკურნალოს, თუ მკურნალია,
მე ამისთვისაც აღარ მცალია.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა