ელექტრონული არჩევნებიო, ჯერ კიდევ შარშან რო დაანონსეს, ძალიან გამიკვირდა, და ერთი წამით ვიფიქრე, მეთქი, გვეშველა,
ხო, მეგონა ინტერნეტპროგრამის საშუალებით არჩევნებზე იყო საუბარი, დისტანციურად რო აძლევ ხმას,,
კი ბატონო, ჩატარდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დისტანციური არჩევნებიც, და მეთქი ჩვენც გვეღირსა, მაგრამ თურმე სადა ბანაობ.
მაშინ, კრწანისის საარჩევნო უბანში საექსპერიმენტოდ დადგეს ელექტრონული დამთვლელი მანქანა.
არანაირი კავშირი ინტერნეტთან არა აქვს,
ხმებს ითვლის მხოლოდ,
ხოდა, დაათვლევინეს, და….
და მერე ისევ ხელით გადათვალეს.
დიახ, დიახ, ისევ ხელით გადათვალეს.
თუ მაინც ხელით დათვლაა საჭირო, იმხელა მახინაში ფული როგორ გადაყარეს?
ანდა, რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში ამ ტრაქტორის შემოტანა,
რაც ეგ ჯდება ყველა უბნისთვის ქვეყნის მასშტაბით, იმ ფასად ერთი კარგი უსაფრთხო და ხაკერებისგან საიმედოდ დაცული ინტერნეტპროგრამაც გაკეთდებოდა და ტელეფონის კარგი პრილოჟენიაც, მართლაც ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად.
მაგრამ რაში აწყობთ, რო..
ინტერნეტარჩევნები ნიშნავს გამჭირვალობას, კონტროლს, და ნიშნავს, რომ ემიგრანტებსაც შეეძლებათ ხმის მიღება, ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.
ამიტომაც დადიან 21-ე საუკუნეში კალოშებით და დაათრევენ ხალხსაც.
კიდე კარგა ხანს ივლით, წინდაწინ გაყალბებულ არჩევნებზე, და ამ უინტერნეტო გაუგებრობასთან.
და ცარიელ აუზში ცურვას რო ისწავლით, ე, მერე ჩაგისხამენ ალბათ წყალს.
ასე, 30 წლის მერე, ხო..
.