
ვისაც გახსოვთ, იყო ასეთი ტელევიზია “იბერია”,
დახურეს, და მისი დახურვა გავაპროტესტე მაშინ.
არა იმიტომ, რომ ვინმე ჩემიანი მუშაობდა იქ, ან მეწილეები მეძმაკაცებოდნენ- არა, სულ სხვა მიზეზით.
იგივე თემა იყო, რუსთავი2 რო აახია ივანიშვილმა მის მეპატრონეებს, და ცოტნე გამსახურდიამ რომ გააპროტესტა.
დაესივნენ ეგრევე მასტები, აუ, შენ, ვის წისქვილზე ასხამო წყალს.
და ამას ეუბნებოდნენ კაცს, სააკაშვილმა ციხეში რო გამოკეტა.
დღემდე ვერ ხვდება ბევრი,
რომ ადამიანების უფლებებია მთავარი.- უფლებები!
სიტყვის თავისუფლებისთვის ომი ვინმეს მხარეზე ყოფნა კი არა, დემოკრატიისთვის ომია.
და დემოკრატია კი აუცილებელია, ადამიანად რო იგრძნო თავი.
და რატომ გავიხსენე ეგ ტელევიზია?.
ყველა პროტესტს სჭირდება ადამიანური რესურსი, ეს რესურსი კი ინფორმაციის გავრცელების გარეშე შეუძლებელია.
და აქ იქმნება პარადოქსი, – მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ოპოზიციური ტელევიზიები, მაინც ვერ ხერხდება პროტესტისთვის ისეთი შინაარსის მიცემა საზოგადოების ყველა ფენისთვის რომ იყოს მისაღები.
რადგან ყველა ტელევიზია პარტიულია, და სწორედ პარტიებს არ აწყობთ ის, რაც ყველასთვის არის მისაღები.-
დემოკრატიის მექანიზმებს ვგულისხმობ.
რომლის გარეშე ცალკეული პრობლემის გაპროტესტებას აზრი რომ არა აქვს.
რადგან სისტემა არ იცვლება და ხვალ და ზეგ იგივე პრობლემის წინაშე დადგები, და ადამიანური რესურსი ისევ არ იქნება.
რადგან რაც არ უნდა გინდოდეს ვერ იქნები ერთდროულად რუსთაველზეც, და ტელევიზიასთან, რიონის ხეობაში, და ბალდაში, და სვანეთში, და ტყიბულის, თუ ჭიათურის მაღაროელებთან,
არც დრო გექნება ამისთვის, და არც ძალა.
ეს იგივეა, ირბინო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად, იმის მაგივრად ასანთი წაართვა იმას, ვინც ცეცხლს გიკიდებს.
აი, ეგ “ასანთია” კანონი.
ანუ, – როცა რეჟიმი კანონით გეომება შენც კანონით უნდა დაიცვა თავი,
არა გაქვს ასეთი კანონი, ? – უნდა დაიკანონო,
და სწორედ ” ყველასთვის საჭირო კანონის დაკანონება ” არის ყველასთვის მისაღები ის მოთხოვნა, ყველას რომ გააერთიანებს და ქუჩაში გამოიყვანს.
იმის თქმა მინდა, –
წესით ახლა ასიათასიანი აქციები უნდა იმართებოდეს იმ რეფერენდუმის უფლების დასაბრუნებლად, ჯერ კიდევ 1995 წელს რომ წაგვართვეს, და რომლის ძალითაც შენ შეგეძლო მიგეღო, ან გაგეუქმებინა კანონი.
და ვეღარ შემოგტენის ვერც ერთი რეჟიმი ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ კანონებს,
და ვერც იმ უაზრო კანონს მიიღებდა, ტროტუარზე დგომასაც რომ გიშლის.
ამისთვის უნდა იდგეს დღეს ყველა ქუჩაში, – დემოკრატიისთვის,- და შედეგის დადგომისთანავე ერთბაშად გაქრება ყველა პრობლემა.
მაგრამ არ აწყობთ ეს პოლიტიკოსებს, არც ერთი მხრიდან. რადგან არც ერთი პარტია არ მოიჭრის იმ სისტემურ ტოტს, რომელზეც ზის, და ამიტომ ამ თემებზე არ საუბრობენ.
და რადგანაც ტელევიზიები მათ ხელშია ობივატელი ვერ ხვდება რა არის მთავარი და რა მეათეხარისხოვანი.
ვერც ის ხალხი ვერ ხვდება ამას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს კონკრეტულ პრობლემას რუსთაველზე, ბალდაში, თუ ტყიბულში, თუ სვანეთში, ან სხვაგან,-
ჰგონიათ, თუ მათი კონკრეტული პრობლემა გადაიჭრება ამით დამთავრდება საქმე.
არ დამთავრდება.
რეჟიმიც რომ გამოიცვალოს, არ დამთავრდება.
ახალი ხელისუფლებაც გაყიდის მიწებს, შეუქმნის პრობლემებს მაღაროელებსაც, ბალდასაც, რიონის ხეობასაც, ემიგრაციაც ისევ იქნება, და მიგრანტების პრობლემაც.
რომ ვერ ვხდებით რა არის პირველხარისხოვანი თემა, მიტომაც ვწრიალებთ დოლურაში გამოკეტილი ციყვივით ეს 30 წელია.
ამიტომაც უნდა დაგვებრუნებინა ის პირველი არხი, – საზოგადოებრივი მაუწყებელი- რომელსაც ხალხი აფინანსებს.
და დაწყებული 2017 წლიდან იმ ტელევიზიის წინაც უამრავი აქცია მაქვს ჩატარებული, ტელევიზიის ხალხისთვის გადაცემის მოთხოვნით.
და არის გზა, რომლითაც შეიძლება ეს განხორციელდეს სრულიად მშვიდობიანად, და ამ გზაზეც ვსაუბრობ წლებია,
ისევ კანონის შეცვლით- საკმარისია პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესი შეიცვალოს,
და საბჭო პარტიების წარმომადგენლებით კი არა, უპარტიო ადამიანებით დაკომპლექტდეს, რომ დამთავრდება პრობლემაც.
და როცა რუსთაველზე პროტესტის რაღაც კერა ჩნდება, სულ ვცდილობ იმ პროტესტმა როგორმე ტელევიზიასთან გადაინაცვლოს და ამ მოთხოვნით –
” შეიცვალოს ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესი “.
დიახ, ეთერის დაბრუნებაზე კი არ უნდა ეხვეწო ვასიკო მაღლაფერიძეს, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესის შეცვლა უნდა მოითხოვო.
და ტელევიზიიდან რუსთაველზე კი არ უნდა მიდიოდე მარშით, პირიქით რუსთაველიდან ტელევიზიისკენ უნდა მოდიოდნენ მარშები.
ტელევიზია უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტის ცენტრი!
ეს აუცილებელია.
საზმაუ ხალხს უნდა დაუბრუნდეს, ნებისმიერ პროტესტს, სიმართლის თქმის და გავრცელების საშუალება რომ მიეცეს,
მაგრამ როცა იმ ხალხთან მივდივარ, ვისაც წესით ეს საკითხი უნდა აინტერესებდეს, ისეთ გაკვირვებულ სახეებს ვაწყდები, და ისეთ წინააღმდეგობას, რომ ვხვდები,
მეტი არაა ჩემი მტერი ვინმეს,- ან ვითომ მემარჯვენეებს, ან ვითომ მემარცხენეებს, ან ვითომ ცენტრისტებს, ან ვითომ ეროვნულებს, რაიმეს შეცვლა გინდოდეთ,
ანდა იცოდეთ საერთოდ, რა უნდა შეცვალოთ, და როგორ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)