You are currently viewing “მე შაირი არ მინდოდა”

“მე შაირი არ მინდოდა”

„თუ საჭირო გახდა, რუსთაველის თეატრში კაზინოს გავხსნი.“
დიახ, ეს სიტყვები რუსთაველის თეატრის დირექტორმა გია თევზაძემ 2019 წლის 16 თებერვალს გვითხრა, როცა მასთან რუსთაველის თეატრში მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად მივედით.
და რადგან მთელი შეხვედრის განმავლობაში ამხანაგი რობერტი, რუსთაველის თეატრის, და არა მხოლოდ რუსთაველის, მთელი წეატრალური სამყაროს მეთვალყურედ დანიშნული ამხანაგი რობერტ სტურუა, თითქმის ყოველ 10 წუთში რეკავდა ამბის გასაგებად, ვფიქრობ ისიც ეთანხმება ამხანაგ თევზაძეს და თუ ეთანხმება, მაშინ სრული უფლება გვაქვს, ვთქვათ,
მითხარი ვინ არის შენი დაწესებულების დირექტორი და გეტყვი ვინა ხარ შენ.
შეგახსენებთ, ამ პროტესტამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ბანკმა კორპორაციული წვეულება გამართა რუსთაველის თეატრში.
არა სადმე რესტორანში, ან საბანკეტო დარბაზში, ასე რომ მრავლადაა თბილისში, არამედ სწორედ თეატრში მოუნდათ წვეულება ბანკირებს ორსართულიანი სუფრის და დანა-ჩანგლის დეკორით.
ცხელი ხინკლის და მწვადის ჩამოტარებით და ეს ყველაფერი იმ თეატრში მოუნდათ 21-ე საუკუნის მეჯღანუაშვილებს, სადაც, იყო დრო, სუნთქვაშეკრული დადიოდა მაყურებელი, ისეთი ბუმბერაზი მსახიობები იდგნენ სცენაზე.
და პატივსაცემმა თეატრის დირექტორმა დარბაზიდან მაყურებელთა სავარძლების გატანა, ოფიციანტთა სირბილი, გამოხრული ძვლების და ხინკლის კუჭების იმ სცენაზე მიყრა იმით გაამართლა, რომ თეატრს უჭირს და მის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი…
ამხანაგ თევზაძეს დოკუმენტების წარდგენით იქვე შევახსენეთ, რომ მას, როგორც დირექტორს ისეთი საკულტო დაწესებულებისა, როგორიც რუსთაველის თეატრია საზოგადოებისთვის და ისეთი დაწესებულებისა, რომელიც სახელმწიფოსგან 4 მილიონზე მეტ დაფინანსებას იღებს, აგრეთვე სხვადასხვა გრანტებს, აგრეთვე დამატებითი შემოსავლებს სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით, წესით ისეთი წინადადება, რაც მას საქართველოს ბანკმა შეჰკადრა, არ უნდა მიეღო, მაგრამ სადა ვბანაობთ თურმე.
თუ საჭირო გახდა, თეატრში კაზინოსაც გავხსნიო, ამბობს და ჰე…
და თქვენ, ალბათ, ბორდელსაც გახსნით, თუ ყველაფერზე წამსვლელი ხართ-მეთქი, ვკითხე ქართული თეატრის ამ მოამაგეს და….
წამით შეყოვნების შემდეგ, – არ დამრთავენო მაგის ნებასო,- გვიპასუხა.
ასე თქვა, ხო…
აშკარად სინანული ეტყობოდა სახეზე.
ამას აქ, ეტყობოდა კაბინეტში სახეზე და ამხანაგ სტურუას , იქ, ტელეფონში, ხმაზე.
აი, ასეთი წითელი მოლოქები რომ ჰყავთ ქართულ თეატრებს, ისეთი გრანდჰალეები, რომლებიც ყველა ხელისუფლების ამხანაგები არიან, ანუ, რუსული და საბჭოური მენტალობის, მიტომაც არ არის თეატრი ქართული, ანუ, არ იცავს ეროვნულ ინტერესებს, არც საქმით, არც სიტყვით,
მიტომაც დუმდა თეატრი საყდრისის აფეთქებაზე, მიტომაც არ იღებდა ხმას სვანეთს და რაჭას წყალში რომ გვიძირავდნენ, და უცხოელებზე რომ ჰყიდიან მიწებს, მიტომაც არიდებენ თვალს მიგრანტების შემოსევას, მიტომაც ატარებენ სცენებზე ლგბტ პროპაგანდას, მიტომაც გაუწვნენ კოვიდტერორს და არ უშვებდნენ მაყურებელს თეატრში.
უფრო მეტიც, მიტომაც აგინებენ დღეს ილიას და ახმეტელს სცენიდან,
და მაყურებელი დუმს,
ის მაყურებელი, რუსთაველის თეატრსაც და სხვა თეატრებსაც რომ არჩენს და მათ დირექტორებსაც რომ უხდის ხელფასს.
ის ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, ვიდეოჩანაწერითაა დაფიქსირებული, და თუ სურთ, დავუდებ ცხვირწინ.
ეს ფოტოკადრიც, რასაც აქ ხედავთ, იმ ვიდეოდან არის.
და რა თქმა უნდა, იმ ამბებს მაშინ გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა,
მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოეხადა თეატრს, მაგრამ არ მოუხდიათ ბოდიშიც კი, და რატომ – გითხრათ?
რატომ და იმ ათასი ადამიანიდან, ვინც მაშინ საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი მხოლოდ 8 კაცი მოვიდა თეატრთან,
მხოლოდ 8 ადამიანი აღმოჩნდა თავისი სიტყვის პატრონიც და თეატრის გულშემატკივარიც.
ჩემი პატივისცემა მათ და განსაკუთრებით პატარა მათეს, მეგობარმა რომ მოიყვანა და იმ დღეს რუსთაველის თეატრს რომ იცავდა.
მაგრამ მიტომაც ვართ ეს 30 წელი ასე, უმრავლესობა სიტყვით ცას რომ წვდება და საქმე რომ მუდამ სხვამ უნდა გააკეთოს.
და გინდება ხანდახან თქმა ლაყაფისტებისთვის, ახია თქვენზე რაც ხდება-მეთქი.
და ერთი წამით ისიც გინდება, უდარდელად ფეხი ფეხზე რომ გადაიდო შენც სხვებივით, მაგრამ ის პატარა მათე გახსენდება და კიდევ სხვა ბევრი პატარა და ჩუმდები, და აკეთებ ისევ საქმეს.
ეგაა, ეგ,
და ახლა ვიღაც იტყვის, ახლა რაღას იხსენებო 5 წლის წინანდელ ამბებსო,
მის მერე ხომ არ გამეორებულაო, ასეთი რამ,
ასეთი არა, ამაზე უარესი გააკეთეს,
და რომ არ აემყრალებინათ კიდევ ერთხელ რუსთაველის თეატრის სცენა დიდი ქართველების დამცირებით, გინებით და აშკარად მიზანმიმართული ჭორაობით, არ ამოვიღებდი არც მეც ხმას,
არ ისვენებენ და კიდევ ერთხელ მიიღონ მისაღები,
ხო,
“ვინც არ არის დამალული, ჩემი ბრალი არ არის.”
.
გაზეთი ” საადგილმამულო ” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა