
პასუხი ლექსზე ” ჩემო გენერალო” უკვე დაწერილი მქონდა, სადღაც რომ ამოვიკითხე, – მაღრაძე კი არ არისო ავტორი, არამედ ბაადურ ბალარჯიშვილი.
იმ პიროვნებას არ ვიცნობდი, მერე გავიგე რო აფხაზეთში უომია, პოეტი, და სცენარისტი იყოო, გარდაცვლილია ახლა და ღმერთმა ნათელში ამყოფოს, და არც მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო მის გულწრფელ ემოციებში.
ჯაბა იოსელიანიც, რაც არ უნდა მასზე უარყოფითი აზრი გამაჩნდეს, უნდა ითქვას, – როგორც მეომარი იმსახურებდა მეორე მეომრისგან პატივისცემას და დაუწერა კაცმაც..
ბალარჯიშვილის ეს ლექსი, აშკარად უოლტ უიტმანის ლექსის ” ჩემო კაპიტანო” გავლენას განიცდის,
რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ დაიწერა, მაგრამ უიტმანის ლექსთან მსგავსება სრულებითაც არ აკნინებს ბალარჯიშვილის გარითმულ სიტყვას,
ვიმეორებ, – ერთი მეომარი იმსახურებს მეორე მეომრისგან პატივისცემას.
მაგრამ ეს გამოთქმა მართებულია, როცა ომში მყოფ მეომრებზე ვსაუბრობთ, და არა “მშვიდობის” დროს ავტოკრატიული სისტემის მსახურებზე..
და მაღრაძის და იოსელიანის ურთიერთამოკიდებულებაზე პარალელი იმიტომაც გააჩინა საზოგადოებაში ბალარჯიშვილის ლექსმა, რომ მაღრაძე აშკარად მსახურებდა იმ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლად განვითარება რუსეთის ხელისშეწყობით და სამხედრო პუტჩის გზით შეაჩერა, სამოქალაქო დაპირისპირების გზით, ძმათაკვლის გზით შეაჩერა,
და რადგან იოსელიანიც და მაშინდელი სამხედრო საბჭოს წევრებიც რუსული რეჟიმის სახე იყვნენ , მაღრაძეც და მასთან ერთად ყველა ხელოვანი, ვინც კი პუტჩისტების მხარეზე დადგნენ, საზოგადოებისთვის ავტომატურად ჩაითვალნენ მაშინდელი “გენერალიტეტის” (იოსელიანი, შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი) “ჯარისკაცებად.”
მე ხელოვანებზე და ელიტაზე, და მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველებზე ვსაუბრობ ახლა, და არა მართლა ჯარისკაცებზე, მოწოდებით ჯარისკაცებზე, სისხლი რომ დააქციეს ჩვენს საუკუნოვან მტერთან, რუსეთთან ომში.
როცა მაღრაძეზე ვლაპარაკობ წითელ ელიტაზე ვსაუბრობ,
რადგან “ელიტის” ნამოქმედარი უფრო ჩანდა, ვიდრე რიგითი მეომრების,
და იდეოლოგია რომ უფრო დამანგრეველი იარაღია ვიდრე ტანკი, ჯაბა იოსელიანმა ყველაზე კარგად იცოდა.
და პრინციპში, ასეც რომ იყო, თვითონაც ადასტურებს თავის წიგნში ” სამი განზომილება”, როცა ამბობს, რომ მაღრაძე სხვა ხელოვანებთან ერთად წევრი იყო გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის, და მას ხელოვანებიდან ფულის აკრებაც კი დაევალაო ამ მიზნისთვის,
მართალი გითხრათ, მისი უდაო ნიჭიერების გამო არ მემეტებოდა რაღაცნაირად, და შემდეგშიც ძალიანაც ვცდილობდი მაღრაძის მაშინდელი საქმიანობა, მის ასაკობრივ შეცდომად გამომეყვანა, მაგრამ დღეს უკვე “მაღრაძე” ჩემთვის ისეთივე ზოგადი სახე გახდა რუსეთუმე ინტელიგენტისა, როგორც რობერტ სტურუა, ხაინდრავა, შენგელაია, და ბევრი სხვაც, ვისაც ახსენებს ჯაბა იოსელიანი თავის წიგნშიც.
და მით უფრო , რომ მაღრაძეს არასოდეს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია სისტემური დანაშაულებებთან დაკავშირებით არც წინა და არც მის შემდგომ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს არ გაუპროტესტებია არც ახლანდელი მართველი ძალის აშკარა გადახრა რუსეთისკენ, და მაშინ ლოგიკურია ჩავთვალოთ, რომ მაღრაძის მაშინდელი არჩევანიც, – პუტჩისტების სამსახურში ყოფნა – შეგნებული ნაბიჯი იყო, და შეგნებული ნაბიჯი გამოდის ახლაც, როცა იმ დღევანდელი “გენერლების” მხარდამჭერას აფიქსირებს, ისევ რუსეთისკენ რომ მიათრევენ ქვეყანას..
ხო, ჯანდაბას, ბაადურ ბალარჯიშვილივით ერთგული რომ დარჩენილიყო თავისი “გენერალის”,
მაგრამ გადის დრო და იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ეს “ჯარისკაცი” 180 გრადუსით ბრუნდება და მხედრიონს გადაუვლის , – მართალი იყოო შევარდნაძე მისი დაშლადაჭერები რო დაიწყოო,
კიდევ ბევრ ისეთ რამეზე დადო ამ გადაცემაში ჩვენება, გინდა არ გინდა გრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მასტი, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ნიჭიერება სულაც არ არის აუცილებელი და საკმარის პირობა პატიოსნებისთვის.
და რომ ნიჭიერიც შეიძლება იყოს ვიგოდნიკი, და კონფორმისტი ადამიანიც.
მართალი გითხრათ, იაგო ხვიჩიას გადაცემის მერე მის ნიჭიერებაშიც შემეპარა ეჭვი, რადგან ჰიმნზე საუბრისას პლაგიატობის აღიარება გამოუვიდა, – მე ლექსის ავტორი კი არა, ჰიმნის ტექსტის ავტორი ვარო, და აკაკის, ვაჟას და გალაკტიონის ემოციებს დავესესხეო.
რავი, აბა, – “სესხება” ქვია ახლა პლაგიატს?
მართლაც, რა უნდა თქვა აქ?
და არც უნდა იყოს გასაკვირი, ლექსი ” ჩემო გენერალო” მაღრაძის ვაზელინობას უფრო რომ გავს, ვიდრე ჩემთვის უცნობი მეომრის ბალარჯიშვილის ჰალალ ემოციებს,
და მხოლოდ მე რომ არ მიმაჩნდა ასე, და ჩემსავით რომ უამრავი ფიქრობდა, და ფიქრობს დღესაც, თვითონ მაღრაძეც ადასტურებს, – მე მაწერდაო ხალხი, ამ ლექსის ავტორობასაცო,
და რატომ? ტყუილადაც არაფერი ხდება, ხო?
ჰქონდა, ხალხსაც მიზეზი, ასე რომ ეფიქრათ?
ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვუხდი ბალარჯიშვილის სულს ბოდიშს, რამეთუ ინსპირაცია მისი ლექსიდან წამოვიდა, მაგრამ ჩავთვალოთ ჩემი პასუხი პასუხად ზოგადად ” მაღრაძეობაზე,” – როგორც ბატონის სუფრიდან გადმოყრილი ძვლებით მუდამ მაძღრად ყოფნის სურვილზე, – რეაქციად,
და ამიტომაც გამომაქვს დღეს საჯაროდ ეს გაპასუხება, რათა მიეზღოს კეისარს კეისრისა, და მაღრაძეს მაძღრაძეობისთვის.
..
“..იყო ტრაგედია, იყო კომედია, მტერთა საქილიკო, მოყვრის სავალალო,
მაგრამ გულში მაინც შენი იმედია და შენც ჩემი გქონდეს ჩემო გენერალო.
უფლის სანაპირო სისხლით განიბანა, რეგვენ სირაქლემას როგორ დავემსგავსო,
ჩემი მოლოდინი შენი ბრძანებაა და მეც ველოდები ჩემო გენერალო..”
.
“მაღრაძე “
.
ბევრი დრო გავიდა, ბევრთან მიქარულმა, ლექსი კიდევ მეტჯერ, აღარ გააწვალო.
ვინმემ გენერლობა, შენც ჯარისკაცობა, სკამის მოლოდინში, აღარ დაიბრალოთ,
რეგვენ სირაქლემას უკვე დაემსგავსე, თავი მიწაში გაქვს, ზემოთ უკანალი,
იმ “გენერლის”, დედაც, ვისაც დღეს სჭირდები , მრავალჯერ ნახმარი, და გამონაცვალი.
.
გუჯა ბიძია.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
2023 წელი.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
