
ეს ორი თვე იშვიათად შემოვდიოდი ამ სივრცეში,
თორე შევამჩნევდი, რომ პროტესტი არა მხოლოდ ქუჩაში, აქაც კი ჩაქრა, და კუტოკებად ჩამსხდარი პოლიტსასტავები ჭორაობით რომ არიან გართულნი.
თუ ვინ რა თქვა, და როდის, ამაზე ქაქანს ვეძახი, ხო, პოლიტჭორაობას.
გამოსავალზე საუბრის მაგივრად, ვიღაცეების წერტილმძიმეს რომ არჩევენ.
აგე, კიდევ ერთი მჩხავანა კატა გამოკიდა სისტემამ, ცხვარმა რო რეალობა ვერ შეამჩნიოს.
გუშინ ღარიბაშვილმაც აუწყა საქართველოს, – ხვალიდან სიმართლის თქმას ვიწყებო.
და წავიდაა,
ეგრევე დაავიწყდა ყველას, საწვავის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთში.
სახელმწიფო ინტერესების ამხელა ღალატი, უცებ გადაფარა ღარიბაშვილის ხუთიოდე სტრიქონმა.
მთავარი თემები რომ გადაიფაროს, ეგ უნდა სწორედ მეცხვარეს, – ანუ სისტემას, ანუ სახელმწიფო მანქანას, რომელიც 1921 წლიდან არსებობს ამ ქვეყანაში, და ბოლო 30 წელი კი კრიმინალურ ბიზნესს შეერწყა, და რომლისთვისაც სულერთია ვინ არის ხელისუფლებაში, ოღონდ თვითონ იყოს უკვდავი, ანუ უცვლელი.
დიახ, სისტემა ცოცხალი ორგანიზმია.
და მის მიზნებს ემთხვევა ყველა იმ პოლიტაფერისტის მიზანიც, ვინც ამ სისტემის წესებით თამაშობს.
მე არ მიკვირს,
რადგან ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ის ჰგონიათ, როგორ გააშავებს ერთი მხარე მეორეს.
და ამ გზით ცდილობენ იმ ობივატელის გამოთაყვანებასაც და გადაბირებასაც, თავის ყოველდღიურობაში რომ არის ჩაფლული, და ამ სივრცეში მხოლოდ დროის მოსაკლავად შემოდის.
უბრალო ენით რო ვთქვა, ობივატელმა ორთქლი უნდა გამოუშვას,
და სულ ერთია სად, – ოღონდ უშედეგოდ უნდა ამოიორთქლოს.
ერთ მხარეს ევალება ეგ ქუჩაში გააკეთებინოს ობივატელს,
მეორე მხარეს ევალება, – პირიქით სახლში დააბას,
ემანდ ძალიან ბევრიც რომ არ გავიდეს ქუჩაში და უმართავი პროცესები რომ არ დაიწყოს.
შემეძლო ახლა “ერთი მხარის”, და “მეორე მხარის” მაგივრად სიტყვები “ოპოზიცია” და “პოზიცია” გამომეყენებინა, მაგრამ შინაარსი ერთი აქვთ, რადგან ნებისმიერ ოპოზიციას იმიტომ სურს ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ახლა იმან ძარცვოს ხალხი.
და ასე იქნება მუდამ, სანამ უმრავლესობა არ მიხვდება, რომ ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლა არ არის.
სისტემის შეცვლა სულ სხვა რამეა, და ისეთი ხანგრძლივი პროცესი, რომ ერთი თაობა არ ეყოფა,
ნუ, კარგი, ამ თემას შევეშვათ, და ის ვთქვათ, თუ რა მიზეზმა შეიძლება ააგდოს ქაქში მყოფი ობივატელი, და ქუჩაში გამოიყვანოს, და ისე შემართებით, რომ რაღაც ცვლილებების მსგავსი დაიწყოს.
როცა უკვე ყველაფერი იყო,
როცა უკვე იმდენჯერ და ისე გადაასვარეს ხალხს თავზე, მეტის წარმოდგენა მართლაც შეუძლებელია, მაგრამ ობივატელი, – რომელიც უმრავლესობაშია- არ გარყეულა.
დავიჯერო, ისწავლა ჭკუა?
დავიჯერო, მიხვდა, რომ დიდი ცვლილებების დროს, სწორედ იდეურები რო ითელებიან, და მერე ბოზებს მიყავთ მაინც პარადი?
არა, რა თქმა უნდა,
ობივატელი იმიტომ არის ობივატელი, რომ ყველა დროში ყველაფერს რო ეგუება, და ერგება პრობკასავით.
ამიტომაც ზის ახლა ფეისზე, და ითვლის მჩხავანა კატებს, ჭორაობს, ან ერთობა ტიკტოკით და ამითაც კმაყოფილია, – დრო ხო გადის, და დანარჩენს მოუკვდა პატრონი.
და ჩვენ, რა ვქნათ, ჩვენ?
ჩვენც ვერაფერს ვიზამთ, რაც არ უნდა იდეურები ვიყოთ, და რაც არ უნდა დავდოთ თეორიები, თუ რა უნდა გაკეთდეს, და როგორ,
და აღარც დროა ფინანსური და ადამიანური რესურსი რომ შევქმნათ სისტემური ცვლილებებისთვის.
ვერაფერს ვიზამთ, სანამ ისევ ის გოგობიჭები არ გამოჩნდებიან, ვინც საჭირო დროს და მომენტში იციან, უცებ, და არსაიდან გამოჩენა.
რომ აკეთებენ საქმეს და რომ ქრებიან უკვალოდ ისევ.
და როდის გამოჩნდებიან?
როდის და,
როცა თბილისში რუსეთის საელჩოს გახსნიან, და სამოკავშირეო ხელშეკრულებასაც დადებენ რუსთან,
ქართველი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად რომ გარეკონ უკრაინის ფრონტზე.
ეგ როდის მოხდება, ? – ეგეც მალე,
და ამ ფაქტზეც თუ არავინ გაირყა ჩათვალეთ, რომ კიდევ 30 წელი ქოცნაცურ ბოსტანში ვართ.
თუ მანამდე ფაშიზმისნაირი არ დამყარდა ამ ქვეყანაში.
ფსევდოკონსერვატიული ფაშიზმი, ანდა თეოკრატია.
სისტემა ასეთ უკიდურესობას – ფაშიზმს- მაშინ მიმართავს, როცა მისი სხვა ინსტრუმენტი ვეღარ მუშაობს.
თუმცა კიდევ ერთი მაშველი რგოლი აქვს, – ომი,
დიახ, ომი,
ვინმე პატარა მეზობელთან, – სომხეთთან, ან აზერბაიჯანთან, ან აფხაზეთში, ან სამაჩაბლოში.
ობივატელი ვიღაც გარეშეზე და მგლისნაირზე რომ გადაერთოს, და რომ დაავიწყდეს, რომ მგელზე მეტ ცხვარს მეცხვარე და მისი ქოფაკები რომ ჭამენ.
დიახ, ამ წრეზეც შეიძლება გვატარონ, მერე ისევ თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვერ მიხვდე, რა არის შესაცვლელი და როგორ.
რავი, სხვა რა გითხრათ,
დაუპატიჟებელი სტუმარი რო მივიდა გურულთან, ვთქვა?
მალე გავისტუმრებო, იფიქრა მასპინძელმა და არაყი და დასაყოლებლად მხოლოდ პრასი გამოუტანა,.
არც ქონდა ალბათ, მეტი არაფერი.
დაისხა ერთი სტუმარმა, დაილოცა დინჯად, დალია.
მეორე დაისხა, დაილოცა და მხოლოდ მესამეს მერე აიღო დასაყოლებლად პრასი და კეცავს , და კეცავს, და კეცავს და კეცავს,
და ჩააწო ბოლოს მარილში.
უყურებს , უყურებს მასპინძელიც, და ეუბნება –
მაგ პრას, პირში რო ჩეიდებ, მალე გაღეჭე , თვარა მაგი თუ გეიშალა თავის ქალას აგხდისო.
იმ გურულის არ იყოს,
ერთი ამ ასჯერ მოკეცილი და გადაღეჭილი ქვეყნის წელში გაშლა მანახა, და რა უნდა ღმერთს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
