
რა თქმა უნდა ბოროტმოქმედი იყო შევარდნაძე, მაგრამ სერიოზული და მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო, ინტრიგების და კომბინაციების ოსტატი და მეცინებოდა, როცა სააკაშვილის კომიკურ როჟას ვხედავდი, ედიკას რო ეშპილკავებოდა, და რაიმეს თუ მიაღწევდა, მაშინაც კი არ მჯეროდა, როცა ჩაის დალევა დაიწყო.
მაგრამ ამ ქვეყნის ბედი ხო საქართველოში არ წყდება და დავინახეთ, რაც მოხდა,- კლოუნი ხელისუფლებაში მოვიდა, და სისტემამ მისგან ახალი მანიაკი გამოზარდა.
შემდეგ 2012 წელს ხიხო მოიყვანა სისტემამ ხელისუფლებაში, – ეს უკვე გამზადებული და უკვე ჩამოყალიბებული ბოროტება, ქველმოქმედის ნიღაბით.
და დღეს, 2024 წლის ნოემბერში უფრო კომიკური სიტუაცია დადგა, როცა მეჯღანუაშვილის და მისი ქოცი პრეზერვატივების საპირწონედ, ქათამი გვარამია, სპეკულიანტი ხაზარაძე, აფერისტი გახარია, და სხვა მელაჩოვკები გამოდიან.
და მე არც ახლა მჯერა, რომ დღევანდელ კლოუნებს დღეს კი არა, საერთოდ რაიმე თუ გამოუვათ,
და მართლაც ძალიან გამიკვირდება, რომელიმე მათგანმა ოდესმე ვინმეს ჩაი თუ დალია.
ეს კი გამიკვირდება, თორე მერე რო ახალი, მრავალთავიანი ბოროტება გაჩნდება, ამაში დარწმუნებული ვარ..
და სანამდე?
არის ამ კითხვაზეც პასუხი,
მაგრამ პასუხი რომ არავის აინტერესებდეს, ამიტომაც გვაყურებინებენ მთელი 30 წელია ტრაგიკომედიებს..
და მაინც მინდა ვიფიქრო, რო ხალხს ერთხელაც ყელში ამოუვა ეს ყველაფერი და ერთხელაც ამ 30 -წლიან სერიალს გათიშავს.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)