
“სანდრო , მომისმინე , მე ბევრი ვიფიქრე,”
.
გახსოვთ, ხომ ეს მონოლოგი ფილმიდან ” მონანიება”?
საერთოდ, საგაზეთო წერილის დასათაურება ცუდი მომენტია, რადგან, შენი დამოკიდებულება თემასთან წინსწრებით გამოგაქვს,
მაგრამ სტატიას ჭირდება სათაურით ხაზგასმა, ბევრი მიზეზის გამო, და მათზე ახლა არ შევჩერდები.
ახლა სხვა რამის თქმა მინდა.
ვიღაც პარტიული ფილოსოფოსის ნააზრევმა გამიხსნა მეც “კლაპანი”.
რაც მეტ ადამიანს დაგვიჭერენ, მით მეტ ადამიანს გამოვიყვანთო გარეთ –
ხო, ასეთი აზრი დადო ერთმა, გრიგოლიას გადაცემიდან.
მეც კაი მოცლილი ვარ, ხო? ასეთ გადაცემებს რომ ვუყურებ, მაგრამ ხანდახან, ისეთ მზა დიალოგებს გადააწყდები ტელეარხებზე, არაფრის ჩასწორება რო არ გინდა, – აიღე, პირდაპირ გადაიტანე ფურცელზე და პოლიკარპე ხარ, კაკაბაძე,
ნუ, კაი, თემას გავყვეთ ისევ.
300 კაცი გვინდაო, ვინც ნებაყოფლობით ჩაჯდებაო ციხეში, და მორჩა, დამთავრდებაო სისტემა, – ხო, ასე თქვა ზუსტად.
ა, ბატონო, არ არის ტალეირანი?
ანდა, მე არ შევიტანო ეს ფრაზა ჩემს პიესაში?
300 რა არის, ბარემ 1000 იყოს, ჰა?- ან 5000
დაბერდნენ პოლიტიკაში, 300-ზე მეტი პარტიაა, და 300 თავგანწირული კაცი რით ვერ მონახეს აქამდე?
არა ყავთ? – აბა, რისი პოლიტიკოსები არიან?
ამაშია საქმე, რომ არა ყავთ და ამიტომ ურიკინებენ, კახი კავსაძის პერსონაჟივით, რომ ამბობს, – რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დაიჭირონო, ასიათასებიო, და მერე მაღლა ვიღაც დაფიქრდებაო, ეს რა ხდებაო, და დამნაშავეს რკინის ხელით მიწვდება და გაანადგურებსო.
გაიხსენეთ?
მერე?
რატომ არაფერს გვასწავლის არც კინო, არც თეატრი, არც ლიტერატურა, და არც რეალური ისტორია?
დაიჭერენ 300 გოგობიჭს და ატირდება მამამარჩენალი, ეს რა ჩავიდინეო, ხო,?
გააგდებს პანღურით პრემიერობიდან იმ პოლისჯოხს, და მის მაგივრად ამ ჩემისა ფილოსოფოსს დანიშნავს , მერე თავის 7 მილიარდს ყველა გაჭირვებულს დაუნაწილებს, და თვითონ მონასტერში აღიკვეცება ბერად?
არ მიკვირს ასეთი მოლოდინი თუ აქვს ვინმეს, და საერთოდ 4 ოქტომბრის მოლოდინების მერე, აღარაფერი მიკვირს.
არა, რა თქმა უნდა, ამაღელვებელია, როცა ხედავ პატრულის მანქანაზე როგორც ცეკვავს გოგო, ანდა ავტობუსის წინ, როგორ ზის მეფე ლირივით, მარტოდმარტო, მწერალი.
და ასეთი მომენტების დაფიქსირება, და მათზე საუბარი იდეოლოგიური ომის საწარმოებლად აუცილებელია.
მაგრამ მთავარ სტრატეგიად არ უნდა გავიხადოთ ადამიანების შეწირვა.
ეს იგივეა, მელას სათითაოდ გადაუგდო ბარტყი, იმის იმედით, რომ ან მელას მოწყინდება ბარტყების ჭამა, ანდა ნაჯახიანი ტყისმცველი გამოჩნდება, ოდესმე.
ტყისმცველი არ გამოჩნდება, და ბარტყიც დამთავრდება.
ანუ, პროტესტის ყველაზე მოტივირებული ნაწილი განეიტრალებული დარჩება.
ჯერ 15 დღით, და გზის მეორეჯერ გადაკეტვის გამო კი კიდევ ერთი წლით, – მთელი ერთი წელიწადით.
და ეს ძალიან დიდი დროა, ძალიან.
300 , თუნდაც 100 აქტიური კაცის, ერთი წლით განეიტრალება ძალიან დიდი დანაკლისია, და ეს აწყობს სწორედ რეჟიმს.
და ამაში რომ სისტემას ეხმარები, არა ხარ ან სულელი, ან პროვოკატორი?.
როცა ასეთი აქტიური ნაწილით შეიძლება უფრო დიდი შედეგი დაიდოს, ვიდრე გზის გადაკეტვაა.
დიახ, რუსთაველის მხოლოდ გადაკეტვა არ არის თვითმიზანი, და თუნდაც 100 000 კაცი გამოვიდეს ქუჩაში, შედეგი რომ ამით არ დგება, უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, ხო?
და აბა, რა უნდა გაკეთდეს?
ძალიან მიკვირს, – ელემენტარულ რამეებზე მე არ უნდა მიწევდეს საუბარი, როცა პროტესტი დაძეძგილია მართლაც ინტელექტუალებით, და აქამდე უნდა მოსულიყო მიხვედრა, რომ პროტესტის სამართავად, და აქტიური ადამიანებისთვის მიმართულების მისაცემად, სრულიად ახალი პოლიტიკური ცენტრი რომ უნდა შეიქმნას.
1-უპარტიო მარშების ორგანიზატორების,
2- დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელების,
3- პოლიტპატიმრების ოჯახების წევრების,
4- და იმ სამღვდელოების წარმომადგენლების მონაწილეობით, ვინც სიმართლის მხარეზე დგას.
ძნელია ამ ხალხის თავმოყრა?
და მერე ერთიანი სამოქმედო გეგმის დადება?
ვინც ახლა ჩამოვთვალე, ამათ მინიმუმ, 2000 კაცის გამოყვანა შეეძლებათ ყოველდღე.
და მეტი არ უნდა რუსთაველის გადაკეტვასაც.
და აღარ დაჭირდება ირაკლი ლომოურს, თამარ ლორთქიფანიძეს, ბექა ქურხულს, და კიდევ ბევრს, თავის გაწირვა, მხოლოდ გზის გადაკეტვის გამო.
რადგან ამ ხალხს ერთად უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, გაცილებით მეტის, და ასეთი ადამიანების განეიტრალება მხოლოდ გზის გამო დაუშვებელია.
ძნელი გასაგებია, რასაც ვამბობ?
დრო გადის, დრო რომელიც არა გვაქვს.
დიახ, სხვა რამეა საკეთებელი, ვიდრე ბეტონის კედლის შიშველი თავით განგრევის მცდელობაა.
სხვა რამეა საკეთებელი,
და ეს “სხვა რამ” უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს გაცვეთილი პოლიტროჟები, პარტიები და მათი ეზოთერიკულად მძრეველები ჩამოვაშოროთ პროცესებს, თორემ ხომ ხედავთ უკვე ვის დაემსგავსნენ?
გაუტანეთ და ჩააცვით ბარემ თეთრი ხალათი, და ეგაა..,
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)