You are currently viewing სერგია, თქვი რამე

სერგია, თქვი რამე

ეს, ჩვენი ყველაფერჩიკა ექსპერტებისთვის არის ახალი, ჩინეთის თემა, მაგრამ არა ამ კაცისთვის.
ჯერ კიდევ 2017 წელს ვწერდი მასზეც და კიტაიელებზეც.
სერგია გემახსოვრებათ , და არამარტო ქუთაისელებს. იუტუბიზე მაგის ვიდეოები ტოპათეულში იყო სულ.
სერგია რა შუაშია და..
ვინც ამ ჩინელებს ქუთაისის გზა ასწავლა, იმის დედა გავხანიო, ჯერ კიდევ როდის თქვა.
გიჟი უძახე შენ.
ხო, ასწავლეს გზა და მის მერე ქუთაისში ჩინელებს თავიანთი სახელმწიფო აქვთ.
ქალაქი -სახელმწიფო თავისი გალავნით, ჩინური პაგოდებით, დრაკონებით, სასტუმროებით, კაფე -მაღაზიებით, იეროგლიფებიანი ტრაფარეტებით, ქუჩებით, სადაც შავი ჯიპებით დასრიალებენ მომღიმარი ჩინელები.
და ამ ყველაფრის შესასვლელში შლაგბაუმი დგას.
და შლაგბაუმთან კი ქართველი.
დიახ, ამ ჩინურ ქალაქს ქართველი იცავს სხვა დანარჩენი ქართველებისგან.
საკუთარს ვერ იცავს ქართველი, თორე სხვისი საკუთრების დაცვას შესანიშნავად ახერხებს.
ხო, ეს ყველაფერი წინა გოთვერნების დროს დაიწყო, მაგრამ ახალმა გოთვერნებმა უფრო გაუფართოეს ჩინელებს თვალები.
ფულმა ნაცი და ქოცი არ იცის.
ამიტომაც, შლაგბაუმის იქეთ ბევრი საინტერესო რამ ხდება, და რაც ხდება ვერაფრით ვერ მოხდება ქართული “კრიშის ” გარეშე, და შლაგბაუმთან მდგარი პუსტა -პუსტა ქართველის დონეზე კი არა, უკვე სხვა დონეზე, უფრო მაღალზე, აი, ძალიან მაღალზე.
არ ვისაუბრებ ახლა რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ და რატომ სარგებლობენ აქ გახსნილი საწარმოები, და რა პროდუქციას უშვებენ.
მხოლოდ ერთ მიმართულებაზე დავკონკრეტდები და დასკვნები თავად გააკეთეთ.
ორი ხის გადამამუშავებელი საწარმო მოქმედებს აქ.
საქართველოს ყველა კუთხიდან ტრაილერებით შემოაქვთ ხის მორები, იხერხება და უკვე დახერხილი ფიცრები ასევე ტრაილერებით გადის და სად გადის გგონიათ?
დიახ, საზღვარგარეთ, თურქეთში და ირანში.
და ასე უკვე რამდენიმე წელიწადია, ასე ყოველ თვე, და თვეში ასე საშუალოდ 3000 კუბამეტრი..
და თუ ერთი საღი ხისგან 2 კუბამეტრამდე მასალა გამოდის,
გადაიყვანეთ ახლა ის 3000 კუბამეტრი ხეებში, მერე თვეებზე გაამრავლეთ და მერე წელიწადებზე და ქართველი ჩათლახების ჩათლახობის მასშტაბსაც წარმოიდგენთ.
ყოველ თვე 1500 ხე იჭრება, და ეს მხოლოდ ამ ჩინური საწარმოსთვის.
გესმით, თქვენ?
როგორაა ის სიმღერა , “ტყე შევუნახოთ შვილებსაო”?
რა ტყე, რის ტყე?
თუ რამე იშრიალებს ამ ქვეყანაში, ალბათ ხისთავიანების ტყე.
რა უხარიათ,
ან რიგითებს რა უხარია, ან ქართულ ბიზნეს რა უხარია, ჩინეთში გავიჭრებითო,
ვის რა შაშიკოლად უნდიხართ იქ,
ანდა, აქ ყველა მომგებიან ბიზნეს რო ჩინელი აგახევთ, ვერ ხვდებით?
მხოლოდ მიწის ზემოთ სიმდიდრეები არ არის ჩინელის ინტერესი, მიწის ქვემოთაც აინტერესებთ, და სწორედ ჩინური კომპანიები სწავლობენ ჩვენს წიაღისეულს და არც ეს დაწყებულა წელს.
არ იცით ბევრმა, ჯერ კიდევ 2018 წელს ჩინეთის ერთ -ერთი უმსხვილესი კომპანიის CEFC-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად რომ მუშაობდა ყოფილი პრემიერი,.
დიაღ, ღარიბაანთ ბიჭი.
და ხო ხვდებით, რა რჩევებს მისცემდა და რატომ,?
დიახ, ბიძინამ ჯერ კიდევ როდის მოსინჯა დიდი საბალახო ჩინელებთან,
მაშინდელი ” აბრეშუმის გზის ფორუმები” და ჩინური მატარებელი მაინც გაიხსენეთ.
და მის მერე მოდიან და მოჰყვებიან ჩინელები “ჩინურ გზას”, ჩუმად, წყნარად, წესრიგით, საბუთებით.
ეს ვინც თავის ხოდით მოდის, და ისე კი 30 -მდე ჩინური კომპანია ოპერირებს ახლა საქართველოში და რამდენ ჩინელს ჩამოიყვანს და დაასახლებს აქ ახალი ჩინური ტალღა, ის ცალკე იანგარიშეთ.
ტალღაზე გამახსენდა ,
ანაკლიას ჩინელები აგვიშენებენო, ხო?,
და მხოლოდ ანაკლიას კი არა, მთელ შავიზღვისპირეთს ტარაკანასავით რომ შეესევა ჩინელი, ეჭვიც არ შეგეპაროთ.
ყველაფერს მოედება, ყველა უძრავმოძრავ ქონებას, და
პლიაჟზეც ფეხის ჩასადგმელი ადგილიც კი აღარ დარჩება.
რა გიხარიათ, ხო,
უკვე დაწყებულ მესამე მსოფლიო ომშიც რომ ჩინეთია გამარჯვებული ვერ ხედავთ?
და გამარჯვებული რო თავის წესრიგს შემოიტანს ყველგან ვერ ხვდებით?
იმ წესრიგს, რომელიც სწორედ ჩინეთში დატესტეს კოვიდთემებით.
ჩინეთის მოსახლეობა ტოტალური კონტროლის ქვეშ მყოფ და სოციალურ ქულებზე დამოკიდებულ უემოციო, უინტელექტო ერთ დიდ ბიდლოდ არის გადაქცეული.
ყოველდღიური თავის გატანის გარდა არაფერი რომ არ აინტერესებს.
რუსის ჩექმა მართლა მოგენატრებათ, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ ჩინელი, და ქვეყნიდან გაქცევა მერე ნახეთ.
თორე პოლიტნაგვებს რა,
თუ ადრე შახის, სულთნის, და რუსი მეფის კარზე დადიოდნენ ტრაკის სალოკად, ახლა ჩინეთის იმპერატორის კარზე იწანწალებენ.
კიდევ გიხარიათ?
ჰა, ამოიღეთ, ხმა!
სერგია, თუ სადმე ხარ, შენ მაინც თქვი, რამე, შე კაცო.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა