როგორ ვიფიქრებდი, რომ ვასიკო მაღლაფერიძეს დავეთანხმებოდი, რაც მე მაგასთან ომები მქონდა, მაგრამ გუშინ ერთი რაღაც კი თქვა ასიანი.
ჩემთან რა გინდათო, დაწერეთ საკანონმდებლო წინადადება, სამეურვეო საბჭოს არჩევის ახალ წესზე იქნება, თუ საზმაუს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებო, და შეიტანეთო პარლამენტში, და შეცვალონო კანონები, და ტელევიზიაც შეიცვლებაო.
დიახ, ჩათლახია ვასიკო, პროტესტის მოშორება რომ უნდა, მაგრამ წესი იცის, – კანონია მთავარი, არ იქნება კანონი, იქნება დომხალი, რადგან, რამდენ ჯგუფს მოუნდება, ასე მიადგება საზმაუს და თავის პირობებს წაუყენებს,
მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ,
პარლამენტი არალეგიტიმურია, ანუ, მას არ ვთვლით საკანონმდებლო ორგანოდ, და ჩვენთვის საჭირო კანონებს საზმაუს შესახებ არ მიიღებს, – გამოდის, რომ ისევ ახალი არჩევნები გვინდა,
კი გვინდა, მაგრამ არავინ გვისმენს,
ამიტომ რომ მოგვისმინონ, და არა მხოლოდ საზმაუ დავიბრუნოთ, არამედ მთელი ქვეყანა,
ამისთვის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყებაა საჭირო.
ჩვენ ხომ საზმაუს ეთერი იმისთვის გვინდა, რომ სამართლიანი პროტესტით ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს?
და გამოსულია უკვე, და ჩვენ რას ვაკეთებთ?
ისევ რუსთაველზე და ისევ წინ და უკან დავდივართ?
უნდა გააჩერდეს მსხვილი წარმოებები, და ერთი საათით კი არა, რამდენიმე დღით.
მრავალჯერადმა გაფიცვებმა შექმნეს ევროპული დემოკრატია, და იგივე გზა უნდა გავიაროთ ჩვენც.
უნდა გაჩერდეს მსხვილი საწარმოები და სისტემა ყველა დათმობაზე წამოვა,
ეს უნდა გაკეთდეს, და რომ გაკეთდეს, ამას პროტესტის მაორგანიზებელი საკოორდინაციო ორგანოს შექმნა ჭირდება.
უნდა შეიქმნას რაღაც სამუშაო კომიტეტი, მაგრამ არა პარტიებისგან, და არა გაცვეთილი პოლიტსახეებისგან.
არამედ, იმათგან ვინც უკვე წამოწია წინ ამ ორთვიანმა პროტესტმა.
კომიტეტი უნდა შეიქმნას ყველა მარშის ორგანიზატორების მონაწილეობით, პლიუს დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელები, და მათ თავყრილობაზე, საერთო გეგმა უნდა დაიდოს.
ეს აქამდე უნდა გაკეთებულიყო, 2 თვე დაიკარგა.
ეს ახლა მაინც უნდა გაკეთდეს,
მომავალი ტექნიკური მთავრობის ჩანასახი უნდა შეიქმნას რაღაც ორგანოს სახით, რომელიც პროტესტს წარმართავს.
ეს უნდა გაკეთდეს, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთმა დაინახოს, რომ მხოლოდ ხორუმი კი არ შეგვიძლია, სახელმწიფოს მართვის თავიც გვაქვს.
დიახ, ეს დასავლეთმაც უნდა დაინახოს, და რაც მთავარია საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ პროცესებს ახალი სუფთა ძალა წარმართავს და კონკრეტული გვარსახელებით.
ახალი სუფთა ძალა იმისთვისაც არის აუცილებელი, რომ მერე გამარჯვებით ისევ პოლიტნაგვებმა არ ისარგებლონ.
აი, ისე, “ომებს გმირები რომ იგებენ, და მერე ბოზებს რომ მიჰყავთ პარადი”
ეს წესიც უნდა შეიცვალოს.
არ გაკეთდება ასე და არც არასდროს არ იქნება შედეგი.
და ეს ხალხი, მუდამ იქნება იმ სიძის როლში, ხის ამოთხრა რომ შეუძლია, მაგრამ რომ არ იცის, მერე სად ჯანდაბაში წაიღოს,
ამიტომაც დგას,
დგას და ვერაფერს აკეთებს.
.