
ხშირად მითქვამს, რომ დიდად რელიგიური არა ვარ,
ჩემეული გაგება მაქვს სამყაროსი,
მაგრამ მიმაჩნია, რო დღეს, ადამიანებს, განსაკუთრებით გვჭირდება ღმერთი, განგება, უმაღლესი გონი, თუ რაც არის,
მაგრამ რომ არის ფაქტია, რადგან ყველაფერს კანონზომიერება მართავს და მიზეზ – შედეგობრიობა.
და ის ფაქტიც, რომ სწორედ ჩვენ, მე, შენ და ის, გავჩნდით ამ ქვეყანაზე, და არა სხვა, როცა მილიონიდან ერთი შანსიც არ იყო და მაინც გავჩნდით, ესე იგი რაღაც დანიშნულება დაგვეკისრა..
აი, ამის მჯერა, და ამის მწამს მე,
რომ დაგვეკისრა დანიშნულება, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჭამა, სმა, ხის დარგვა, სახლის აშენება, და თუნდაც შვილების გაზრდაა და საკუთარი თავის ასე მიცილება სასაფლაომდე.
დაგეკისრა, ანუ შენ ამოგარჩია რატომღაც სამყარომ, და არ უნდა გააწბილო.
და როცა ამას ხვდები სულ სხვა აზრი ეძლევა სიცოცხლეს, სულ სხვა ძალა გეძლევა შენც, და გრძნობ,
როგორ გეხმარება ისიც, რაც არის, თუ ვინც არის, თუ სადაც არის, – ღმერთი, განგება, თუ გონი.
და, გეტყვი, შენ,
ხომ ვიცი, რომ იცი, რაც მინდა, და მინდა არა ჩემი თავისთვის.
ხოდა, აბა შენ იცი.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
