You are currently viewing ” Ленин жив?”

” Ленин жив?”

21 -ე საუკუნის ოციანი წლებია და დღემდე რიგებია აქ.
მოდი და გაუგე ახლა ამათ.
ანდა იმათ როგორ უნდა გაუგო, ვინც ამ ერში ეძებს ხსნას, ერში, რომელიც ჯერ კიდევ იმ მკვდარს სცემს თაყვანს, მილიონობით ადამიანი რომ გაწყვიტა სამოქალაქო ომებით, შიმშილობებით, გადასახლებებით, დახვრეტებით, და რუსიც და არარუსიც, და ჯერ კიდევ სტალინამდე, და დღემდე იგივეს აგრძელებს.
სხვა რომელ ქვეყანაში ნახავთ ასეთ მაზოხისტებს, და სატანისტებს.
პანდემიის დროსაც კი არ გამოლევია მნახველი ამ სულძაღლიანს.
ან როგორ შეიძლება ნორმალურმა კაცმა იფიქრო, რომ იმ სისტემასთან და იმ რეჟიმთან მოლაპარაკება შეიძლება, ვინც საკუთარი ხალხი ასეთ ბიდლოდ გადააქცია.
საკუთარს რას უშვრება, და სხვას რას უზამს?
ვისაც დღეს, ეს ელემენტარული რამ არ ესმის, იდიოტია დაბადებიდან, ან ფულს იღებს იდიოტობაში.
სხვა ვარიანტი აქ არ არის.
ეგაა, მაგრამ ჩვენთანაც რაც ხდება, თუ გაგრძელდა, და ასე კიდევ ათი წელი მაინც, და თუ კიდევ მომრავლდნენ იდიოტებიც, არ გამიკვირდება, ბევრი ნაცნობი სახე აი, ასეთ რიგში რომ ვნახო, და დანომრილი, და მოსკოვში კი არა, უკვე თბილისში, წითელ მოედანზე.
არ არისო თბილისში ასეთი მოედანიო?
იქნება, მუმია თუ იქნა, მოედანიც იქნება და მავზოლეუმიც.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა