
რამდენიმე ათეული რუსი პოეტის ლექსი მაქვს ნათარგმნი.
უამრავი წერილი მაქვს გამოქვეყნებული რუს განმანათლებლებზე, ხელოვანებზე, თეატრალებზე, ლიტერატორებზე,
და იმიტომ, რომ ყოველთვის ვანსხვავებდი რუსულ კულტურას რუსული ობივატელობისგან.
ვცხოვრობდი კიდეც მრავალი წელი ამ ქვეყანაში და საკმაოდ ბევრ კარგ ადამიანსაც ვიცნობდი, ყველაზე მეტად რო გვიჭირდა მაშინ რომ გვედგნენ გვერდით, და არასდროს შეშინებიათ ხმამაღლა პოზიციის დაფიქსირება, არც 90-იანებში და არც 2008 წელს.
ომების დროს, ხო.
ეს ვისაც მე ვიცნობდი, და ვისაც არ ვიცნობ, ხომ ასი ათასობით უნდა იყოს ასეთი?
უნდა იყოს!
უნდა ყოფილიყო!
პიტერში მაინც, ამ მართლაც ტრადიციულად და ძალიან დახვეწილი კულტურის ქალაქში.
ამიტომაც არც აფხაზეთის ომის შემდეგ, არც სამაჩაბლოს ომის შემდეგაც, არ დამიკარგავს იმედი, რომ რუსული კულტურის თანამედროვე წარმომადგენლები შეძლებდნენ და მოერეოდნენ მუჟიკურ შოვინიზმს.
და ვფიქრობდი, რომ მას შემდეგ მაინც, რაც დაინახეს, რაც გააკეთა რუსმა ჯერ საქართველოში და მერე უკრაინაში, ვფიქრობდი, გამოვიდოდნენ ქუჩაში, მოახერხებდნენ საზოგადოების აყოლიებას და თუ მანიაკალურ რეჟიმს ვერ დაამთავრებდნენ, დაანახებდნენ მსოფლიოს, რომ არის სხვანაირი რუსეთიც.
მაგრამ სამი წელია უკრაინაში ომია, და არც არაფერი..
და ჩვენც რომ დიდი ხანია ისევ რუსულ ჭაობში მიგვათრევენ, ამას, ამ ჭაობის არც ერთი მობინადრე არ იმჩნევს.
რა უნდა თქვა აქ.
ასე სამარცხვინოდ, უკადრისად, და უღირსად, როგორც დღეს დაჩმორებული რუსი ინტელიგენცია იქცევა, მე არასდროს მინახავს, და რუსეთიდან გაქცეული , ერთიორი გამონაკლისი და ქვეყნის გარეთ ხმამაღლა მოლაპარაკე, ამ 150 მილიონიან ერში არაფერს ნიშნავს.
ამ სირცხვილს რუსი ვერასოდეს ჩამოირეცხავს.
დღეიდან და მომავალი ასი წლის განმავლობაში რუსი ბოროტების სინონიმი იქნება კაცობრიობისთვის,
რუსით ბავშვებს დაუწყებენ დაშინებას, და რუსს ყველგან, მთელი დედამიწის ზურგზე როგორც კეთროვანს ისე მოერიდებიან.
რუს ხალხს, რუსს კი არა ამ მართლაც მონღოლოიდურ რასას, მართლა აღარაფერი ეშველება, და მაშინ რაღად ჭირდება ამ ერს ხელოვნება და ხელოვანები, თუ საუკუნეების განმავლობაში ამ ერში მხოლოდ მონები და მკვლელები იბადებიან?.
ან ამათ რად უნდათ, ან სხვა ერს რად უნდა მათი ლიტერატურა, მწერლობა, პოეზია, მუსიკა, კინო, ან თეატრი?
ხო, ასე მიმაჩნია უკვე მე , კაცს, ესენინის უამრავი ლექსი რომ მაქვს ნათარგმნი, ცვეტაევასი, ბროდსკის, ახმატოვას, პასტერნაკის, ვისოცკის, პუშკინის,
და მათი ლექსები კი არა, უკვე რუსულად ლაპარაკის მოსმენაც რომ არ მინდა, კითხვაც კი არ მინდა ამ ენაზე.
და ალბათ, რაც ვთარგმნე, ისევ უკან რომ გადავთარგმნო, ლექსი კი არა, სამსიტყვიანი გინება გამომივა მათი.
прощай ебанутая Россия!
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.