You are currently viewing

ბედია, თუ უბედობა, მინდორი რომ ნეხვით ჰყვავის,
მი და მო მვლელს ბულბულის ხმა, რად ჰგონია, ხრინწი ყვავის.
ჟამსაც, ლოცვით შენიღბულსაც, სურნელი აქვს საწამლავის, –
ცოდვილთა ცოდვით ვინც ვაჭრობს, ვერ გამოზრდის სულში ყვავილს.
სთქვი, სთქვი!
მწყემსად ვინ დაგნიშნა, მინდვრის, უფლის მოსარწყავის,
ან გაჩენას ვინ გიმადლის, ვინც ავსულმა ჰკვებე ავით?
ჭირად დაბადებას სჯობდა, სულ არ გაჩენილიყავი,
ეშმას,, საფლავიდან ნაშობს, უკან არ გიღებს, საფლავიც, –
არ არს დაფარული რამე,
გაცხადდება ნამალავი.
.
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა