
რადგანაც ეს საქმეც მივიდა ბოლომდე, აწი ყველა სხვა დარდის დედაც..
ვიცი, სხვა პრობლემებსაც მოევლება.
სანამ ვიტყოდე, თუ რაზეა ბაასი, ერთი რაღაც მაინტერესებს.
დაუსვით კითხვა თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს, თანამშრომლებს, მეზობლებს,
თუნდაც თქვენთვის იმ ავტორიტეტებს ამ სივრცეში ათასობით გამომწერი რომ ჰყავთ, და ექსპერტობენ, და ფილოსოფოსობენ.
ჰკითხეთ, ხო, – რა არის “ილიას გზა”.
არ გაინტერესებთ, რას გიპასუხებენ?
დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას არ ექნება პასუხი.
ალბათ, ზოგი ილიასეულ სამეულს , – მამული, ენა, სარწმუნოება, – გაიხსენებს.
მაგრამ ეს არ არის გზა,
ეს არის სურვილი, საბოლოო მიზანი, რომ ასეთი მოცემულობა იყოს მუდამ,
ანუ, რომ გვქონდეს მუდამ, მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც,- ეგ არის მიზანი,
მაგრამ “გზა” სულ სხვა რამეა,
გზა არის ის, რითიც მივდივართ იმ საშუალებამდე, რომლითაც უნდა იყოს დაცული ეს მოცემულობა, – მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც.
კითხეთ, რა არის ეს საშუალება,
და ყველაზე მთავარი, – რა გზით მივიდეთ ამ საშუალებამდეც?
ანუ, რა არის “ილიას გზა” იციან ამ ექსპერტებმა, და ფილოსოფოსებმა, და პოლიტიკოსებმა?
არ ყოფილა ხო, ასე მარტივად საქმე,?-
მხოლოდ ილიას სახელის ხსენებით რომ უნდა ბევრს ეროვნულად შემოგვასაღოს თავი.
შენ თუ იცი, რაში გამოგადგაო, ან ჩვენ რატომ უნდა ვიცოდეთო , გაიფიქრებს ახლა ვიღაც.
გეტყვით, რატომაც –
და მანამდე ის ინფორმაციაც, რის გამოც დავიწყე ტექსტი.
ცენტრალურ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაიდო ხელშეკრულება და საადგილმამულო ალმანახის სამივე ნომერი, – სადაც ყველაფერია ილიას წერილების ანალიზის მეშვეობით გამოკვეთილი “ილიას გზის” შესახებ,
და სადაც არის ინფორმაციაც, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, თანმიმდევრობით, ამ გზით სიარულის დროს.
და კიდევ, თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ კანონის მიღების და გაუქმების უფლება, რომელიც შევარდნაძის 1995 წლის კონსტიტუციით ჩამოგვართვეს,
და კიდევ, როგორ ვაკონტროლოთ გამოწვევის მექანიზმით ხელისუფლებები, და როგორ გავხდეთ პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, რომელსაც სისტემური ძალადობისგან თავის დაცვა შეუძლია.
და როგორ დავიცვათ მიწაც, უცხოტომელისგან, და როგორ ავაშენოთ ამ მიწაზე სოფელიც, და ქალაქიც.
და კიდევ, როგორ ჩავატაროთ პირველად საქართველოში ელექტრონული, ინტერნეტარჩევნები, პარტიების გარეშე, და საერთოდ, როგორ მივიდეთ უპარტიო საქართველომდე.
და კიდევ, რა ახალი ფუნქცია უნდა ავიღოთ თავისთავზე, რომ მსოფლიო, არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიის სტრატეგიული მდებარეობით, არამედ ჩვენი, როგორც ერის, არსებობით, იყოს დაინტერესებული.
და კიდევ სხვაც ბევრი რამ, იმ ძირითადი მოვლენების შესახებ, რაც ხდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ –
და კიდევ პუბლიკაციები, თუ რა არის ხელოვნება, ლიტერატურა, და თეატრი, და რას უნდა ემსახურებოდეს ის.
დიახ, აი, ეს ინფორმაციები, ყველაფერი, უკვე ცენტრალურ ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც იქნება დაცული,
და რამდენიმე დღეში პრესის სპეციალურ მუზეუმშიც განთავსდება, და ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტპორტალზეც,
და ნებისმიერს, ახლაც და წლების მერეც, ექნება საშუალება სრულიად უფასოდ გაეცნოს.
და სწორედ იმისთვის, რომ გამოიყენოს.
დიახ, გამოიყენოს!
და რატომ?
რატომ და ერთხელ და საბოლოოდ რომ დამთავრდეს ის ავტოკრატიული, პარტიული სისტემა, საქართველოს გასაბჭოების დღიდან, და დღემდეც რომ არსებობს, და ქვეყანამაც ამოისუნთქოს.
რატომ და მთელი საქართველო ილიას მზეს რომ ვიფიცებთ, მის სიტყვაზე ერთხელ მაინც რომ გავიაროთ.
აი, ამიტომ..
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
