
აი, ასეთი დღე დგება ერთხელაც,
აი, ასე ხდება, როცა რამდენჯერმე გაუშვებ შანსს ხელიდან,
ასე ხდება, 100 000 კაცი ხორუმს რომ იცეკვებს და კილომეტრიან სუფრებს გაშლის რუსთაველზე, ფოტოებს გადაიღებენ და შემდეგ კმაყოფილი დაიშლებიან.
ასე ხდება, როცა პარტიების და სალომეს იმედით დადგები, და 100 000 -იან მიტინგებს დააშლევინებ, და რამდენჯერმე,
ასე ხდება, როცა იცი, პარტიები რომ გიღალატებენ, და მაინც არ ეძებ სხვა ძალებს.
ასე ხდება, როცა ათობით მარში დადის წინ და უკან, მაგრამ ცალ-ცალკე.
ასე ხდება, როცა ვერ ხერხდება პროტესტის შიგნით სუფთა ძალების ერთმანეთთან შეკავშირება.
ასე ხდება, მხოლოდ უცხოეთის სანქციების იმედითაც რომ იქნები,
ასე ხდება, როცა არ იცი, ან არ გინდა იცოდე, რა დროს რა პოლიტიკური მოთხოვნები დააყენო, შენი თემა, ყველას თემა რომ გახდეს.
ასე ხდება, ხო,
რჩები, სულ რამდენიმე კაცი პრობლემასთან, მარტოდმარტო.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
