You are currently viewing აი, ვინ არის  მართლაც და რუსი.

აი, ვინ არის მართლაც და რუსი.

გასაუბრება მუხრან მაჭავარიანთან.
.
” ეს ვინ ყოფილა, ბატონო, რუსი!
ეს რა ყოფილა, ბატონო რუსი! –
არ მოგვანატრა ლახტი და გურზი
თემურ ლენგისა და მურვან ყრუსი?! “
.
მუხრან მაჭავარიანი.
.
თქვენ რაც გეგონათ, ბატონო მუხრან,
რუსი,- ყოფილა რუსზე ახვარიც,
რაც დარჩა ჭკუა, სულ გამოუხრა
ქართველს, – ქართველით ურტყა ლახვარი.
სულით რუსს, გვარით ქართველს რომ მოჰგავს,
ჩვენი წარსულის გინებით მოჰყავს
რუსული ჩექმა,- ბრმისთვის და ყრუსთვის,
სურს მოანდომოს, სიმართლე ცრუსი,
სულ ბოდიშებით შემოჰყავს რუსი!
აი, ვინ არის, თუ არის რუსი,
მართლაც და რუსი, და რუსზე რუსი !
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა