
აქა, ჰამბავი შავი და თეთრი ყვავებისა.
.
ასეთი გამყინვარება ობივატელის, ამ ბოლო დროს რომ არის, არასოდეს მინახავს.
არც შევარდნაძის დროს, არც ნაცების დროს, და აგერ, ქოცთეპოქაშიც კი, ამ ბოლო დრომდე,
პოლიტპარტიებზე, პოლიტაფერისტებზე, და მაგათ აქტივზე არ ვსაუბრობ, მაგათ არც ვთვლი საზოგადოებად,
ეს ცალკე კასტაა, ხორცმეტების, მაგათ გამყინვარება არც ეხებათ.
ქვეყანა რო დაიქცეს, ისინი მაინც იწრიალებენ სპერმატოზოიდებივით, მაგათი საქმე წრიალია, ამით აკეთებენ მაყუთს.
გამყინვარებაზე როცა ვსაუბრობ, ობივატელს ვგულისხმობ, რიგით იმანო იმანოს ძეს.
არა, არც მანამდე იჭრიდნენ ძალიანაც ვენებს საერთო საქმეებზე, მაგრამ ლაპარაკში მაინც გყვებოდნენ, და უცებ, ბაც, და პანდემია გამოუცხადეს.
კოვიდტერორმა სულ მთლად დაუჩლუნგა ყოველგვარი აქტიურობის უნარი ისედაც საკუთარ თავზე გადაყოლილ ობივატელს.
გარდაცვლილების სტატისტიკამ, ჩაკეტვებმა, შეზღუდვებმა, ისეთი ინსტიქტები წამოუწია წინ მასტებს, თვითონაც არ ელოდნენ ალბათ.
სახეები გაქრა, ნიღაბზე მიხატული შეშინებული თვალები დარჩა მხოლოდ.
ტიპები ვიცი, დღეს, ბედნიერები არიან,
რა დრო გამოვიარეო, ცოცხალი ხო გადავრჩიო, და დედაც ვატირეო ყველასი და ყველაფრის.
მერე ომი, და “აბა ომი გინდა?” თემებით ცალკე დაზაფრეს ხალხი.
ორი დიდი ტალღა ზედიზედ დაარტყეს ობივატელს სულ რაღაც ორ წელიწადში.
და რა გინდა, ახლა ჩასვრილმა რო გააკეთოს.
რა “აღსდექ საქართველო”, რა “მამული, ენა სარწმუნოება”, – დაივიწყეთ, აღარ მუშაობს ეროვნული თემები,
ცარიელი მაცივარიც კი არ მუშაობს,
მოსწრებაზე არიან.
და სალაზღანდარო თემების ძებნაში, ჩასვრა რო დაივიწყონ.
ალალად ვამბობ, უკვე დანახვა მიხარია ისეთის, უბრალოდ რო ლაპარაკობს, თუგინდ რიჟად ლაპარაკობს, ცალი ყბით, მაგრამ ქაქანებს მაინც, თუგინდ სისულელეს ბაზრობდეს, მაგრამ რაღაც საქვეყნოზე,
საქმის გაკეთებაზე საერთოდ აღარაა საუბარი.
დედა მოუხნეს ერს.
დედისხნაა ხო, გულგრილ ბაიყუშებად რო გადააქციეს უმეტესობა.
თუ ასე არაა და მიმოიხედეთ, აბა, იცანით ვინმე?,
და იმათაც გიცნეს?
არჩევნებზე წავალო და დედას ვუტირებო ხო, ვიღაცას?,
მართლა, შე ბედნიერო,
30 წლის გამოცდილებამაც რო ვერაფერი გასწავლა და არჩევნების თუ გჯერა კიდევ..
ნუ, ახლა დღეს და ხვალ, თუნდაც ერთ წელიწადში, ჯიღას ვერც ჩვენ დავადგამთ თავზე მარტყოფით და ბაშისველით იმ სასტავებს, ვისაც დღესვე უნდათ ყველაფერი, და თან სხვისი ხელით.
ხო, მარტყოფიც, და ბაშისველიც, ის თემებია, ხეჭეჭურივით ნაყოფს წლების მერე რო მოისხამს, და იქნებ საერთოდ ვერც მოვესწროთ ჩემი თაობა, მაგრამ მოსწრებაზე ხო არაა ცხოვრება, მართლა, ეს დედაარღნიანი.
აბა, მანამდე?
მანამდე იმ გოგობიჭების იმედი მაქვს, რაღაც მომენტებში არსაიდან რო გამოძვრებიან, და ავსებენ რუსთაველს..
თორე, ჩვენ, ბებერი თეთრი ყვავები ვინცა ვართ, ამ ჩვენი ყრანტალით შეიძლება მართლა ასი წელი ვერ გავაღვიძოთ ის, ბაზალეთის ტბის ფსკერზე ვისაც სძინავს.
მაგრამ იქნებ იმ წერილად მაინც გამოვდგეთ, აი, ბოთლში რომ ჩადებენ, დალუქავენ, და მოისვრიან ზღვაში, რომ ერთხელაც იმასთან გარიყოს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს გზას.
ამის იმედიც, მაქვს, ხო..
.
გაზეთი ” საადგილმამულო ” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
