You are currently viewing ამიტომაც არის ის ანწუხელიძე!

ამიტომაც არის ის ანწუხელიძე!

გმირებად არ იბადებიან, – გმირები ხდებიან!
სულ რაღაც, წამში,
სულ რაღაც ერთი განსაკუთრებული წამის დროს ხდება ჩვეულებრივი ადამიანებიდან გამორჩეული.
და არც არასდროს არ ფიქრობს ამ წამზე წინდაწინ, –
არასოდეს არ ფიქრობს, ვინმე დამნაშავეა, თუ არა, რომ ეს წამი დადგა,
არასოდეს არ ფიქრობს, და არც ელოდება, რომ შეიძლება სხვამ მასზე უკეთესად გააკეთოს იგივე, რასაც ის ამ წამის დროს აპირებს,
არ ფიქრობს, რა დაემართება ამ წამის შემდეგ,
რადგან მისთვის სასწორზე განუზომლად უფრო დიდი რამ დევს, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე,
და ეს განუზომლად დიდი – სხვა ადამიანების სიცოცხლეა, და სხვა ადამიანების არსებობაა, ახლობელის, თუ საერთოდ უცნობის,
მისი სიცოცხლის მერეც რომ უნდა დარჩეს და გადარჩეს,
და მისი მაგალითით ძალამიცემულმა სხვა დროს სხვამაც იგივე რომ გააკეთოს,
და იმისათვის, რომ ქვეყანაც დარჩეს და გადარჩეს..
მაგრამ იმ წამს ის, არც ამაზე არ ფიქრობს,
ის დგამს ნაბიჯს, და უკანასკნელს.
ამიტომაც არის ის გმირი!
და ამიტომაც არის ის ანწუხელიძე!
მაგრამ ვერ გაიგებენ ამას, მართლაც უსამშობლოები.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა