
ვამბობდი, თავს სამშვიდობოს დაიგულებს ქოცი და რიონის ხეობას გაიხსენებს მეთქი,
ვამბობდი, კიდევ ერთხელ მიქარავს მეთქი, და აჰა..
ნამოხვანჰესი უნდა ავაშენოთო, – დაიწყეს ისევ.
და მოსალოდნელი იყო ესეც, თუ ჩვენც გავიხსენებთ, “რუსული კანონის” მიღების მიზეზად სწორედ რიონის ხეობის მოძრაობა რომ მოჰყავდათ, – ეს კანონი რომ გვქონოდაო, ნამოხვანჰესი ახლა აშენებული გვექნებოდაო.
ძვალივით აქვთ ყელში გაჩხერილი რიონის ხეობა, რადგან პირველი დიდი დამარცხება სწორედ იქ მიიღო სისტემამ.
სისტემას მხოლოდ სუფთა სახალხო წინააღმდეგობის ეშინია, თორემ ისეთ პროტესტს, სადაც პარტიების შეტენვა შეუძლია, რასაც უშვრება, ვხედავთ, ხო?
და არ გაიჩენდა ახალ თავსატეხს რიონის ხეობის სახით, მაგრამ აშკარად ფიქრობს, რომ პროტესტი რუსთაველზე განეიტრალებული ყავს,
და ესეც ფაქტია, რადგან ყველაფერი გააკეთეს ტროას ცხენივით შეგზავნილმა პარტიებმა, რომ რუსთაველზე პროტესტი თითქმის ნულზე დასულიყო.
და თუ მართლაც მიადგა ქოცი ხვამლს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება სისტემის მხრიდან,
რადგან რიონის ხეობას რო ვიცნობ, და მათ დიდ სახალხო ომებს, და მათი გამარჯვებებიც რომ მახსოვს, ვფიქრობ, რიონის ხეობა სწორედ ის კატა გახდება ქოცისთვის, თაგვმა რომ გამოთხარა, ის ნაპერწკალიც რუსთაველზე მიმქრალ ცეცხლს რომ მოასულიერებს, და ის ძალაც, რუსთაველზე პროტესტის სახალხოობის რელსებიდან აცდენილ მატარებელს, ისევ თავის რელსებზე რომ შედგამს.
რუსთაველზე პროტესტისთვის სახალხოობის დაბრუნება აუცილებელია,
თუ გვინდა მართლაც რაიმე შედეგი დადგეს სისტემასთან ომში, პარტიები საერთოდ უნდა ჩაიხსნან პროცესებიდან.
და სწორედ რიონის ხეობაა უპარტიო ომებით გამარჯვების მაგალითი.
მოკლედ,
დოჩანაშვილის ერთი პერსონაჟის თქმის არ იყოს, მინდა არ მინდა, გმირი გამოვდივარო,
ხვამლის კაცებსაც, გინდათ, არ გინდათ, ისევ გმირობას გაიძულებთ სისტემა.
დარწმუნებული ვარ, ამ ომსაც მოვიგებთ.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.