You are currently viewing არა შეჯდა მწყერი ხესა

არა შეჯდა მწყერი ხესა

სულ მიკვირდა, როგორ მუშაობდა, ასეთი, რბილად რო ვთქვა, “უნარების” მქონე ადამიანი დაზვერვის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ჯერ კიდევ საფრანგეთში ყოფნის დროს.
ან როგორ ჩააბარა კაშიამ, თავის დროზე მისი ჟურნალის ერთ-ერთი მიმართულება.
პრინციპში, მაშინდელი ეროვნული მოძრაობის გაშავებას კი გაართვა თავი, და სამხედრო პუტჩიც დემოკრატიის გამოვლინებად გამოიყვანა.
დაუფასეს და შეტენეს მერე კიდეც შევარდნაძეს ელჩად.
მერე და მერე კიდევ რამდენმა შეიტენა, – სააკაშვილმაც, ივანიშვილმაც.
და ახლა ცდილობენ კონსტიტუციის მცველად შეატენონ ხალხს?
მაგრამ “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”.
თუ პირიქით?
“გვარი რო იყო მისი”, მიტომაც გააკეთა , რაც გააკეთა?
აბა, რა გამოდის?
200 000 ადამიანი 2 საათი რო გელოდება, რომ რაღაცას აზრიანს ეტყვი, და შენ , ერთი წუთის მერე რომ ამბობ, წავედი ახლა მეო, თქვენც დაიშალეთ, და ხვალ ორბელიანების სასახლეში ტექსტს გამოვაცხობ და გამოგიგზავნითო, – ეს არ ნიშნავს, რომ გრეჩიხასავით გადააგდე ხალხი?
რისთვის შეკრიბე,? – სამ წუთში რომ დაგეშალა?
რას ერჩოდი? კი იყვნენ თავისთვის, და ცეკვავდნენ და მღეროდნენ, როგორც ყოველთვის.
ანუ, რაც გვეხერხება ყველაზე კარგად, იმას ვაკეთებდით.
და ახლა კიდევ რა უნდა, 29 დეკემბერს ეს ხალხი ორბელიანების სასახლესთან მის დასაცავად რომ დადგეს?
და ვინ იქნება პასუხისმგებელი, რომ დაარბიონ, რომ ცემონ და დაასახიჩრონ ისე, როგორც ყოველთვის?
და რის გამო?
მართლაც რომ მოხდეს სასწაული, და ახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, ისევ ქოცმა და ნაცმა რომ გაინაწილონ სიამტკბილობაში მანდატები, და მინიმუმ 4 წელი კიდევ მაგათ როჟებს რომ ვუყუროთ?
აბა, სხვა რა პერსპექტივაა ჯერ?
მოკლედ, თუ დღეს საღამოს ქუჩები ჩვეულებრივად, ისევ მარშებით არ გაივსო, გამოდის, რომ სალომემ თავისი ამოცანა შეასრულა.- საპროტესტო მუხტი ჩაკლა.
მაგრამ თუ გუშინდელის მერე მუხტი მაინც არ გაქრა, და დღეს საღამოს მაინც გამოვიდა ხალხი ქუჩებში, ჩავთვლი რომ სისტემისგან შემოგდებული ეს სატყუარაც მოინელა ხალხმა, და მიხვდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს.
და ისღა დარჩა, საკუთარ წიაღში მოიძიოს წინამძღოლები.
აბა, ცირკია ?..
25 დღეა გვაკვირდება ამერიკა და ევროპა ამ ტაშფანდურა ხალხს, და საგონებელში არიან ჩავარდნილი, – ვერ გაიგეს ვინ უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა