აუჰ, ვერ მოისვენეს მაინც.
არ მიკვირს, პარტიები რომ დაეტაკნენ ამ პროტესტში გამოჩეკილ ახალ ძალებს,
ძალებს, რა, უფრო სწორედ, მარშებს, – ძალამდე კაი ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ რაღაც ფორმა აქვთ უკვე, და რაღაც გამოცდილებაც მიიღეს ამ წინდაუკან სიარულში.
რა თქმა უნდა, პარტიებს არ აწყობთ ახალი, დამოუკიდებელი მოთამაშეები პოლიტიკურ ველზე.
და კონკურენტები რომ არ ჰყავდეთ, ქოცსაც შეეკვრებიან და ეშმაკსაც,
მაგრამ პოლიტიკოსი რომ გგონია თავი, იმდენი მაინც ხომ უნდა გესმოდეს, რომ ეს ახალი მოძრაობები, შენს გასაკეთებელს აკეთებენ,
და ახალ არჩევნებამდე თუ გინდა მისვლა, ადექი და გამოიყენე, – ნუ უშლი ხელს, დროებით მაინც გაერიდე ამ პროცესებს, და რო დამთავრდება, და შედეგი დაიდება, მერე გამოძვერი, და დაიკავე დროშა ხელში.
ჯერ არ გაგიკეთებიათ ასე, თუ რა?
არაო..
ციხე ქურდებისაა, და პოლიტიკა ნაგვებისო, – ამის თქმა გამოუვიდათ,
და ვიტყოდი ახლა, ღმერთმა ორივე მშვიდობაში მოახმაროთ მეთქი,
მაგრამ ერთადერთი ბოლო შანსი გვაქვს ყველას ერთად დარჩენილი , – 26 მაისი.
მეტ მასობრივ და ხალხმრავალ აქციას ვეღარ ნახავთ რუსთაველზე,
თუ ქოცმა რაღაც სასწაულად არ მიქარა, მაგალითად, ეგრევე ხელშეკრულება თუ არ დადო რუსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ხალხი მასიურად 26 მაისის მერე ქუჩაში გამომსვლელი აღარაა- გამორიცხეთ.
ამიტო, პარტიების დედაც, მაგრამ სხვა დანარჩენების გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი, და მეტი ხმის ამომღები არა ვარ ამ თემაზე,
უკვე საკმარისად გითხარით, ვისზეც კი ხელი მიმიწვდა.
– დაჯექით, ამ სხვადასხვა მარშების ორგანიზატორები, და დაგეგმეთ ერთად 26 მაისი.
ერთი შეხვედრა, რა გახდა, ეს დედაარღნიანი!
ეგეც თუ ვერ მოახერხეთ, მერე გათხოვებთ ამ წიგნს, ვხედავ, გჭირდებათ, და ამ ანდაზით დაიწყეთ, –
“არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”
.