You are currently viewing “არ აკეთებ, და..”

“არ აკეთებ, და..”

თუ ვინმეს ნაღდი პოეტი ჰგონიხარ, კარგი მწერალი, რეჟისორი, ან მსახიობი, ან მართლაც მხატვარი, ან მუსიკოსი, მომღერალი, თუნდაც კარგი თამადა, თანამეინახე, კარგი მთქმელი, და მოსაუბრე, ანუ, რაღაცით ნიჭიერი, ხო..

უნდა ეცადო, ყველა ის, ვინც გისმენს, ჩართო შენს ომში იმ დიდი ძალადობის წინააღმდეგ, ავტორიტარული სისტემა რომ ქვია, და ცხოვრებას გიძაღლებს შენც და ყველას, ვინც გიყვარს და აფასებ.

ხო, უნდა ეცადო, ვინც შენ გისმენს, გაიაზრონ, გააზიარონ და გაავრცელონ ის სიმართლე, რომელიც შენ გწამს, რომელზეც ხმამაღლა საუბრობ, და რომელსაც ემსახურები,

უნდა დადგნენ იმ ბარიკადებზე, სადაც შენ დგახარ,

უნდა დადგნენ!

ნიჭს შეუძლია ეს,

ნიჭს შეუძლია პრობლემაზე ისე ისაუბროს, რომ ის პრობლემა ყველამ გაითავისოს, და ყველას პრობლემა გახდეს.

და თუ თვითკმაყოფილი ბაიყუში არა ხარ, და თუ მხოლოდ ტაშის გამო არ ცხოვრობ, და თუ სხვისი ჭირი და ქვეყნის ჭირიც გაწუხებს, ასეც უნდა გააკეთო.

არ აკეთებ ამას, და მაშინ –

ნიჭი და უმაქნისი,

შენიც გავხან და სხვისიც !

.

წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”

გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა