You are currently viewing არ უნდა მეკითხა, ხო?

არ უნდა მეკითხა, ხო?

რა დროს ეგ არისო, ხო?
იმათგან მესმის, პოლიტროჟებისგან, და მათი გამპრავებლებისგან, კაი ჭირისუფლებივით რომ გამოდიან აქ.
ბოდიში თქვენთან, დანარჩენი საქართველოც რომ არ წაგვიღო მეწყერმა და შეკითხვებს რომ ვსვამთ.
როდის არის აბა, დრო,?
რამდენი დრო გავიდა ვერარეჩკიდან, გუდაურიდან, ბორჯომის და მთაწმინდის ხანძრებიდან.
სტიქია რა, უბედურებების მომტანი სტიქია არა ხართ ყველა ხელისუფლება ეს 30 წელია?
მაგრამ, წინა პოლიტნაგვებს რო გვიფრიალებთ მეხამრიდივით, ახლა სხვები ხართ ხელისუფლებაში და შეკითხვებზე პასუხის გაცემა თქვენ გევალებათ!
გამწარებული ხალხის კითხვების გეშინიათ სწორედ, თორე ის კი იცით, გავა დრო და ყოველდღიურობა ხალხს ამასაც დაავიწყებს.
რამდენი დრო გავიდა სარალიძის ბავშვი რო მოკლეს იმ დღიდან, და რამდენი გავიდა 15 წლის ბიჭი რომ აიძულეს სახლის სახურავიდან გადმომხტარიყო, და ბათუმში რო სახლი ჩამოიშალა იმ დღეებიდან, და მარიტას გარდაცვალებიდან რამდენი დღე გავიდა, და კოვიდის იმ მსხვერპლიდანაც, საავადმყოფოებმა და კოვიდფაშისტებმა რომ შეიწირეს გავიდა დრო, და კიდევ რამდენია ასეთი.
და რომელ კითხვაზე გაეცით აბა, პასუხი?
და არც დღეს რომ არ გსიამოვნებთ კითხვები, მე არ მიკვირს,
ეს იმ თემებზე, უბედურ შემთხვევებს რომ მიაწერთ, თორე პოლიტიკური მავნებლობები სხვაა,
მე არც ის ცინიზმი მიკვირს, ეს 30 წელია გლოვის დღეებს რომ გვიწესებენ ის ხელისუფლებები, რომელთა მიზეზითაც მრავლდება სწორედ ასეთი დღეები.
მე ხალხის უთავმოყვარეობის მიკვირს,
როგორ არ უტყდებათ, რომ 30 წელი ერთი და იგივე ერთი მუჭა პოლიტნაგვები და ფულის ტომრები რომ აზით თავზე, და კიდევ ამათ მიერ მოწყობილ არჩევნებზე რომ დადიან.
ის მიკვირს, რომ ვერ მიხვდნენ, მათ ხმებს რომ რაიმე მნიშვნელობა ქონდეთ, არჩევნებზე არც არავინ მიუშვებდათ.
ვერ მიხვდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით არჩევნების გაყალბებას აპრავებენ.
ვერ მიხვდნენ, რომ ხელისუფლებების შეცვლა კი არ არის გამოსავალი, რომ უბედურებები დამთავრდეს, არამედ მთელი სისტემაა თავიდან ასაწყობი, მაგრამ პოლიტნაგვებს, და პარტიებს ეს არ შეუძლიათ, არც იციან, და არც სურთ.
მაინც მიდიან, მაინც ირჩევენ და ისე, რომ პასუხის მოთხოვნის საშუალებაც კი არა აქვთ.
არა აქვთ არც რეფერენდუმი, არც საქმის გამფუჭებელის ვადამდე ადრე დაპანღურების მექანიზმი,
მაინც მიდიან და ირჩევენ, და მერე ამათ უკვირთ, რომ იკიდებენ, ძარცვავენ, დევნიან, და კლავენ.
სადაც სამართალია უბედურების დღეებად ის თარიღები უნდა გამოგეცხადებინათ, როცა ნაგვებს ირჩევთ ხელისუფლებაში, და ყოველგვარი გარანტიის გარეშე.
ირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ დაპირებების გამო.
და ხართ მერე ასე, რაც ერი, ის ბერი – ისინი 30 წელია გლოვის დღეებს გიმრავლებენ, თქვენ კიდე ეს 30 წელია გადაბრუნებულ ურმებს ითვლით.
და საქამდე?
არ უნდა მეკითხა, ხო?
არ არის ხო, დღეს, ამის დრო?
.
გაზეთი ” საადგილმამულო ” #7
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა