You are currently viewing არ შეიძლება

არ შეიძლება

როცა ამ რამდენიმე დღის წინ ვიკითხე,
სად არიან მეთქი გოგობიჭები..
აი, ამ შეგნების ახალგაზრდების გამოჩენა ვიგულისხმე, და არა ისეთი ლექტორის გაზრდილების, გუშინ სტუდენტურ აქციაზე, მაკდონალდსა და ვკუსნაია ტოჩკას შორის არჩევანამდე რო დაიყვანა თავისუფლება.
ასეთი მასწავლებელის ხელში გამოვლილ სტუდენტს ხან ერთი მხარე გამოიყენებს, ხან მეორე, და თუკი ახალგაზრდობა მხოლოდ ასეთ კონვეირზე შეაგდეს, კიდევ 30 წელი ვიტრიალებთ ერთიდაიმავე წრეზე, და ისე, რომ არაფერი შეიცვლება, და ქუჩაში უკვე ახლანდელი სტუდენტების შვილიშვილები დადგებიან.
და საქამდე?
მოთხოვნები მართებულია, მაგრამ
არ შეიძლება მხოლოდ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი,
არჩევნები რომ ყალბდება უკვე 30 წელია ვიცით,
არ შეიძლება მხოლოდ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, თუკი საარჩევნო კანონი არ შეიცვალა მთლიანად.
არ შეიძლება, არა, დღევანდელ კვერცხზე ფიქრი მხოლოდ.
ეს უნდა სწორედ სისტემას.
არ შეიძლება თქმა, რომ მოდი დღეს ამას მივხედოთ, და ხვალ სხვა რამეს.
არ შეიძლება, რადგან ეს “დღე” და ” ხვალ” ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან.
და ხვალინდელი დღე არასოდეს არ დადგება, თუ ხვალინდელ დღეზე არ იფიქრე დღეს.
რა ვიცი, ხალხო, ხანდახან მართლა ციდან ჩამოვარდნილი მგონია ჩემი თავი, როცა ახალ საარჩევნო კოდექსზე, გაწვევის მექანიზმის დაკანონების და რეფერენდუმის უფლების დაბრუნების აუცილებლობაზე, და ამ გზით უპარტიო საზოგადოების ფორმირებაზე ვსაუბრობ, რადგან ესაა სწორედ სისტემური ცვლილებები,
ესაა და არა ხელისუფლებების შეცვლა, და ივანიშვილის ჩანაცვლება ხაზარაძეგახარიამელიაგვარამიათი.
ესაა და არა სსრკ დირექტივების შეცვლა ევროკავშირის დირექტივებით.
სულ სხვა რამ არის სისტემური ცვლილებები, თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც სულ სხვა რამაა.
ხო, ეს კიდევ ცოტაა,
ვიცი, რომ მართლა კოსად მიყურებს ხალხი, როცა ერის არსებობისთვის აუცილებელ ახალ ფუნქციაზეც ვლაპარაკობ, მსოფლიო მცირე ერების კავშირის ჩამოყალიბებას რომ გულისხმობს და ცენტრით საქართველოში,
და რომ ვთქვა, დადგება დრო, როცა არჩევნებში ამომრჩევლის ხმის დათვლამდე, იმ ხმას ჯერ, ” აწონიან ” მეთქი, ალბათ სულ კვადრატული გაუხდებათ თვალები.
ხო, ალბათ ბევრისთვის ძალიან გაუგებარ თემებზე ვსაუბრობ დღეს,
მაგრამ მე მართლა აი, ამ შეგნების გოგობიჭების იმედი მაქვს, მთელ პოლიტელიტას რომ ეუბნებიან უარს.
ყოფილან ხო, ასეთებიც?
ესენიც ციდან ჩამოვარდნილები ხო არ არიან?
სწორედ ასეთების იმედი მაქვს, რომ გამიგებენ,
სწორედ ასეთებისთვის ვსაუბრობ, და მეტიც, ვაკეთებ რასაც ვაკეთებ,
და როცა ვიკითხე, სად არიან მეთქი გოგობიჭები, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე, აი, ამათ ველოდები.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა