You are currently viewing ასე შერჩა ვარდენს, უდიპლომო სასიძო სიძედ

ასე შერჩა ვარდენს, უდიპლომო სასიძო სიძედ

ჩაპლინის ბევრ ფილმებშია მომენტი,
ერთი იწყებს, და მიდის მერე ჩხუბი და თავპირისმტვრევა დომინოს პრინციპით.
ყველა ყველას ურტყამს და კარგა ხანს გრძელდება.
ბევრ ფილმშია ხო, ასე,
რაღა შორს წავიდეთ , ქართულში, “უდიპლომო სასიძო” იგივე სიტუაციაა.
ამდენჯერ მაქვს ნანახი და ვინ ვის ულაწუნებს და რატომ, ახლაც არ ვიცი.
აი, ფილმი “დაკარგულ სამოთხე” კი კიდევ ერთ დამატებით მახასიათებელს აძლევს ასეთ სიტუაციას.
იქ ჩხუბის შემყურე ერთი ვერზილა, ხელები რომ აუქავდება ,მამას თხოვს ნებართვას.
მამი, ვიჩხუბო, მეცაო?
აბა? ზრდილი ახალგაზრდაა, რა ქნას, უფროსისგან უნდა ნებართვის აღება.
ფსიქოლოგიური მომენტი მუშაობს აქ.
იციან რეჟისორებმა რასაც აკეთებენ.
და სიტუაციის კომიკურობაც რომ არ იყოს, ათიდან შვიდი ადამიანი სიამოვნებით თუ არა, რაღაც ინტერესით მაინც უყურებს ჩხუბს და რო რამე, თვითონაც დიდი მონდომებით ჩაერეოდა.
ახლა მე რეალური ჩხუბი ვახსენე , თორემ მასთან გათანაბრებულ ნებისმიერ დაპირისპირების მნახველზე იგივე მომენტი მუშაობს.
კარგი, კინო კინოა, მაყურებელი თვითონ იხდის ფულს და ასეთი სურვილი უჩნდება და ახლა წარმოიდგინეთ , რომ მაყურებელს უხდიან ფულს და გრუპავუხის ასაგორებლად უშვებენ,
ჰა? წარმოიდგინეთ?
თუ წარმოიდგინეთ მაშინ უკვე იცით, როგორ კეთდება ქართული პოლიტიკა, როგორ მუშაობენ ტელევიზიები, და რატომ შეგვყარეს ჩვენც ფეისბუკში.
და რა უნდა გავაკეთოთ ამის საპირისპიროდ,?
დიახ, რა თქმა უნდა რეალური შეხვედრების სივრცეში უნდა გადავინაცვლოთ,
რეალურ სივრცეში,
ანუ, კლ..
კლუ..
რას გასწავლიდნენ, ყმაწვილო , გიმნაზიაში?
დიახ, კლუბებში.
საცეკვაო და საშლიგინო კლუბებში კი არა, თემატურ კლუბებში.
იმ მარშებმა, ერთმანეთის მონაცვლეობით 100 დღეზე მეტი რომ დადიოდნენ ქუჩაში, და ერთი ინტერესთა სფეროთი, ან პროფესიებით გაერთიანებული რომ მიაბიჯებდნენ რუსთაველის გამზირისკენ, და ეგრევე რომ დაიშალნენ, როგორც კი მარშმა ჩაიარა, პროტესტის პარალელურად ნელნელა კლუბებში უნდა გადაინაცვლონ,
შეხვედრების ახალი სივრცე უნდა შექმნან, ერთმანეთთან კავშირი რომ არ გაწყდეს, და ახალი კავშირები რომ შეიქმნას,
რეალურ სივრცეში უნდა გადავინაცვლოთ, და აუცილებლად უპარტიო სივრცეში, სადაც პოლიტნაგვური ომები და თავპირისმტვრევა და სეირის ყურება კი არ იქნება მიზანი, არამედ საღი აზრის მოსმენა, ჯანსაღი დისკუსია, ლოგიკური დასკვნების გაკეთება, ამა თუ იმ პრობლემატიკაზე მოქმედების გეგმის დადება, სხვა ანალოგიურ კლუბებთან შეთანხმება და შემდეგ რეალური საქმეების კეთება.
გასაგებად ვამბობ?
აუცილებლია რეალური შეხვედრებისთვის სივრცეები, გინდა კლუბები დაარქვით, გინდა ბიბლიოთეკები, მაგრამ შეხვედრისთვის სივრცეები აუცილებელია, და ერთმანეთთან რეალური კავშირებიც აუცილებელია.
ფეისბუკი ამ მხრივ ვერ მუშაობს, აქ დაწერილი კომენტარი არანაირი პასუხისმგებლობას არა ანიჭებს მის ავტორს,
წამოურა რაღაცამ , დაწერა და დაივიწყა,
რეალურ ადამიანთან ნათქვამ რეალურ სიტყვას კი სულ სხვა ფასი და წონა აქვს.
რეალური შეხვედრის სივრცეები გვჭირდება.
ეს უნდა გაკეთდეს,
არ გაკეთდება ასე, და კიდევ დიდხანს შერჩებიან ამ ვარდენასავით ქვეყანას, ის უდიპლომო პოლიტროჟები სიძედ.

გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა