You are currently viewing ახალი გამომცემლობა, ახალი ალმანახი

ახალი გამომცემლობა, ახალი ალმანახი

გამომცემლობა ” საადგილმამულო” კიდევ ერთი პროექტია, რომლის განხორციელებას იწყებს საქართველოს საადგილმამულო ფონდი.
და გამომცემლობაც, და სტამბაც, ახალი წიგნების და ავტორების საპრეზენტაციო სივრცეც, ისევე როგორც სადგილმამულოს ბევრი სხვა პროექტი, და მათ შორის პროფსასწავლებელი და მომავალში უნივერსიტეტიც მარტყოფის ველზე დაიდებს ბინას, მარტყოფის ველის პირველმოსახლეებთან ერთად.
დიახ, სხვა ყველაფერთან ერთად უნდა შეიქმნას ის სივრცეც, დღეს რომ შეძლებს ქართულ მწერლობას დაუბრუნოს ის დანიშნულება, რომელიც ჰქონდა მას საუკუნეების განმავლობაში.
და რატომ ?
მწერლობა, რომელმაც უამრავ ქარტეხილებში გამოატარა ერი, მწერლობა, რომელმაც შეინახა ილიას მოძღვრება, და რომელმაც გაზარდა კიდეც ის ეროვნული მოძრაობა, რომლის ძალისხმევითაც მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა- ასეთი ქართული მწერლობა დღეს არ არსებობს.
პუბლიცისტიკა არ არსებობს, ლიტერატურული კრიტიკა მკვდარია,
და ერთი-ორი გამონაკლისი საერთო სურათს ვერ ცვლის.
მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.
ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული მწერლობა, ეროვნული პუბლიცისტიკა, ახალი ეროვნული ელიტის ფორმირებას რომ მიეცეს ბიძგი.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ახალი სივრცე,- ახალი გამომცემლობა.
და პირველ ნაბიჯებს ამისკენ ახალი საზოგადოებრივ-ლიტერატურურული ალმანახის გამოცემით გადავდგამთ.
რომლის გარეკანსაც ახლა ხედავთ ფოტოზე.
ალმანახის პირველ ორ გამოცემაში თავმოყრილი იქნება საადგილმამულო გაზეთის ექვსი ნომერი.
ამას ვაკეთებთ იმ მიზნით, რომ ერთად იყოს ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეროვნული პროექტების მეშვეობით შეიქმნას ადამიანური და ფინანსური რესურსი სისტემური ცვლილებების დასაწყებად და საერთოდ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, და როგორ გახდეს ქვეყანა მართლაც დამოუკიდებელი.
ილიას გზა ეს არის, და ამ გზის გაშუქების და ამ გზის თანხლები პროექტების პრაქტიკული განხორციელების შესახებ ინფორმაციები იქნება ახალ ალმანახში.
ალმანახის გარეკანზე მარტყოფის ველის სწორედ ის ნაკვეთია, სადაც პირველმოსახლეებთან ერთად ვსახლდებით და ამ ფოტოსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს,
ფოტო ალმანახის ნომრიდან ნომერში კინოკადრივით შეიცვლება და მასზე აისახება ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც კი მოხდება მარტყოფის ველზე, და ეს იქნება მინიშნება, თუ როგორ შეიძლება ავაშენოთ პასუხისმგებლობის და თვითორგანიზაციის უნარის მქონე საზოგადოებამ სოფელიც, ქალაქიც, და როგორ შეიძლება დავიბრუნოთ ქვეყანაც, რომელიც წაგვართვეს.
ეს ყველაფერი იქნება ახალ ალმანახში, და ბუნებრივია რაც მეტ ადამიანს ექნება ალმანახი და მასში შეტანილი ინფორმაცია, მით უფრო იქნება დაცული და შენახული ეს ინფორმაცია.
და ვისაც სურს, იყოს ასეთი ინფორმაციის ერთ-ერთი მცველი და ამ პროექტის მონაწილე, – დაგვიკავშირდით.
ინფორმაციის შენახვა აუცილებელია, – ჯერ ერთი ისტორიისთვის, რომ მომავალმა თაობებმა გაიგონ თუ რა კეთდებოდა და როგორ 21- საუკუნის დასაწყისის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის , იმ საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად რომელსაც სისტემური ძალადობებისგან თავის დაცვა შეუძლია.
ინფორმაციის შენახვა საჭიროა იმისთვისაც, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ილიას გზა,
გზა, რომელიც 150 წლის წინ დაიწყო, და გასული საუკუნის 90-იან წლებში დამოუკიდებლობამდე მიიყვანა საქართველო.
და 21-ე საუკუნეში მართლაც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი რომ გახდეს ქვეყანა, და მართლაც საზოგადოება რომ გავხდეთ, და ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ პრობლემებს რომ გავუმკლავდეთ, და საერთოდ, როგორც ერი რომ გადავრჩეთ, ილიას გზით სიარული უნდა გაგრძელდეს.
ამ გზას მხოლოდ დასაწყისი შეიძლება ჰქონდეს, დასასრული კი არასოდეს.
დაე, იყოს, ასე!
.
საქართველოს საადგილმამულო ფონდი.
17.02.2023
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა