
ეს მაიკო ორბელიანია.
უყურებ ამ დახვეწილ სილამაზეს, და ერთის თქმა გინდება მხოლოდ,
იმ ქართველის დედაც, ვინც პირველად თქვა, დათვი რომ მოგერევა ბაბაია დაუძახეო.
როგორ შეიძლება გაამართლო რუსი, როგორ შეიძლება ენდო რუსს, როგორ უნდა დაივიწყო ამ 300 წლის განმავლობაში რაც მან უქნა საქართველოს.
დიალოგი?
შეიძლება, მაგრამ არა მანიაკების რუსეთთან.
დიალოგი შეიძლება ანდრეი მაკარევიჩის რუსეთთან, იური შევჩუკის რუსეთთან, გრებენშიკოვის, ზემფირას, დიანა არბენინას, ლეონიდ პარფიონოვის, იური როსტის, ლია ახიდჟაკოვას, კონსტანტინე ხაბენსკის რუსეთთან.
იმ ხალხთან ვინც დღეს რუსულ ფაშიზმზე ხმამაღლა ლაპარაკობს.
დიპლომატია შეიძლება, მაგრამ არა ქვეყნის გაყიდვა.
ის, რასაც აკეთებდა ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება, არაა დიპლომატია.
დიპლომატია იმ აღმოსავლური ორთაბრძოლასავითაა, აიკიდო რომ ჰქვია, და ისე ამარცხებ მოწინააღმდეგეს, რომ არ ეხები, არ ისვრები, უბრალოდ მტრის რეაქციას იყენებ, მტრისვე საზიანოდ.
მაგრამ ასეთი დიპლომატია რომ გაატარო მართლაც ეროვნული ხელისუფლება უნდა გვყავდეს და არა ამერიკის და რუსეთის გარიგებით დანიშნული კოლხოზი.
მესმის უბრალო ობივატელის შიშიც, პოლიტიკისგან შორს რომ არის, და მართლა გიჟი უნდა იყო, ომის რომ არ გეშინოდეს, თუნდაც ახლობლების გამო.
მესმის მათი, და ისიც მესმის, რომ ვერ აუხსნი მათ, რომ არც რაიმე მიზეზი არ სჭირდება რუსს ომისთვის, და არც დიალოგი ჭირდება პუტინის რუსეთს აქ ვინმესთან.
რატომ დაგიწყებს დიალოგს, როცა ისედაც მის ხელშია ამ ქვეყანაში ყველაფერი დაწყებული ეკონომიკიდან, ხელისუფლებით დამთავრებული.
ვერ აუხსნი ამას რიგითი ობივატელს, და ასეთი არც მიმაჩნია რუსეთუმედ.
ასეთები ყველა მოძალადეს ეძახოდნენ და ეძახიან ბაბაიას, თურქი იქნება, არაბი, სპარსი, რუსი, თუ ამერიკელი.
რუსეთუმე ის არის, ვისაც რუსის ჩექმის წყალობით სურს საკუთარი კომფორტი შეიქმნას, ვინც ამას ელოდება, ვინც ამისთვის ყველაფერს აკეთებს, და ასეთი უამრავია დღეს, დაწყებული ნაცქოც ელიტიდან და ვითომ ეროვნულებით და ვითომ პატრიოტებით დამთავრებული.
გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან ომს ვერ გავექცევით, რადგან იარაღით წართმეულს ყვავილებით ვერ დაიბრუნებ, მაგრამ ერთია იცოდე ეს, და სანამ მშვიდობაა ემზადებოდე ამისთვის, და მეორეა, როცა ყველაფერს აკეთებ, რომ 1921 წლის 25 თებერვალი ისევ დადგეს.
ნაბიჭვრები ხართ რუსეთუმეები.
და იმ ნაბიჭვარი ქართველი რუსეთუმეების მემკვიდრეები, 1837 წელს, საქართველოში ჩამოსულ იმპერატორ ნიკოლოზ პირველს, ყველას საფიცარი, ულამაზესი მაიკო ორბელიანი რომ ჩაუწვინეს საწოლში.
დღესაც იგივეს ცდილობთ ნაბიჭვრები, .
რუსისგან ქვეყნის გადარჩენა კი არ გსურთ, გინდათ სხვისი ქალები, სხვისი ცოლები და დედები ჩაუწვინოთ რუსს საწოლში საკუთარი თავის გადასარჩენად, და არა მხოლოდ გადასარჩენად, თანამდებობები გსურთ, ბიზნესი, შეღავათები, ძალაუფლება – ამისთვის დაწანწალებთ რუსეთში.
რუსს გსურთ დაანახოთ, რომ სხვა ყოფილ, თუ ახლანდელ რუსეთუმეებზე უკეთესად ახლა თქვენ მოემსახურებით,
კარგია რომ იშიფრებით,
და კარგია, რომ გიტყდებათ, როცა რუსეთუმეებს გეძახიან,
ესე იგი, თქვენც კარგად ხვდებით რა ნაბოზვრებიც ხართ.
რა არაბი, რა თურქი, რა სპარსი, რა მონღოლი, რა რუსი და რა ამერიკელი, სულგაყიდულ ქართველზე მეტი მაოხარი არასდროს ჰყოლია საქართველოს.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #6
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)