
არა, რა, ამ შანსს, ვერ გავუშვებდი ხელიდან,
მეპასუხა, კითხვაზე, წლებია რომ აფრიალებენ ამ სივრცეში ყველა ჯურის ისტები, პროები, პარტიები და ასო-ები, გარდამავალი დროშასავით.
მადლობა, ვის?
დიაღ, ვთვლი, რომ ეს პატივცემული ღირსია, დარჩეს სახელი მისი ისტორიაში, როგორც კრებსითი სახე ჩასვრილი ობივატელისა.
და საუკუნეების შემდეგ, როცა დროის მდინარე წარიღებს და წაშლის უკვალოდ იმათ გვარსახელებსაც კი, სამთაწმინდე რომ ჰგონიათ თავი,
აი, ამ წაწალაშვილის არსი ჩვენი გაზეთის და ალმანახის ფურცლებით ჟამთაოკეანეების სცილასა და ქარიბდას შორის გაივლის , და ერთხელაც იმ დროის მკითხველები, გაკვირვებით აღმოაჩენენ, რომ ერთ დროს თურმე არსებობდა ასეთი სახეობაც, – homo tsatsalashvilikus.
რომელიც ხან რუსეთუმეა, ხან დასავლეთელი, ხან ჩინეთუმე, გააჩნია ვინ შეაშინებს.
ხო, ეს დღევანდელებისთვის არის გასაგები, როგორი შეიძლება იყოს ზომბი, მაგრამ საუკუნეების შემდეგ მეცნიერებისთვის აუხსნელი იქნება ეს ფენომენი,
დაინტერესდებიან, გამოიკვლევენ, დისერტაციებს დაიცავენ, შრომებს გამოაქვეყნებენ, და დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ დროს გამოიგონებენ დროის მანქანას, სპეციალურად იმისთვის, რომ ამ ობიექტის შესასწავლად 21 -ე საუკუნის დასაწყისში ჩამოგვაკითხონ.
ხო, მადლობა მითხრას, უკვდავებას ვანიჭებ ფაქტიურად.
მანამდე, შეუძლია ჩასვრილი შარვალი გამოიცვალოს – ომი არ იქნება.
მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით, ჯერ ორიოდ სიტყვა უნდა ვსთქვა რუსეთთან, ტაკ სკაზაც, დიალოგზე, ლამის გრაალის თასად რომ წარმოაჩენენ ისინი, ვინც წაწალაშვილებს აშინებს.
2013 წლის ინტერვიუში, რამ წამოუარა არ ვიცი, და სააკაშვილმა პუტინთან ურთიერთობა გაიხსენა..
ის პერიოდი, 2007 წლის აქციებისგან წყალი რომ აქვს შემდგარი და ხან ვაშინგტონში და ხან მოსკოვში რომ დარბის ხელისუფლების შენარჩუნების გარანტიებისთვის, და დასცდა ერთგან, პუტინს ვუთხარიო, რომ შევწყვიტავო ზახოდებს ამერიკასთან, და ნებისმიერ ხელშეკრულებას მოვაწერ ხელს რუსეთთან, ნებისმიერი პირობებით, ოღონდ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩემი ადმინისტრაცია ჩამაყენებინეო, და არც გავიხედავო ამერიკისკენ.
გასაგებია,, რომ სააკაშვილს ფეხებზე ეკიდა ტერიტორიები, სულ სხვა რამის ჟიმჟიმი ჰქონდა მაშინ.
და პუტინის პასუხი იყო ნიშანდობლივი.
“მი, რუსსკიე, ნაში ტერიტორიი ნა ვაშუ ორიენტაციუ ნე მენიაემ”
ანუ,
ჩვენ, რუსებიო, ჩვენს ტერიტორიებს, თქვენს ორიენტაციაზე არ ვცვლითო,
ჩვენს ტერიტორიებსო, ჩვენსო, თქვენს ორიენტაციაზეო.
გასაგებად, ვამბობ?.
დაიკიდა რუსმა ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილის ჟოპალეზობა, და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ახლა სხვა რამეს ეტყვის, რომელი რუსეთუმეც არ უნდა ჩავიდეს იქ?
იაპონიას არ აძლევს თავის ტერიტორიებს და ჩინეთს, და რა უნდა უთხრან ახლა ისეთი, რომ პუტინს გული აუჩუყდეს?
რა მოლაპარაკებები, საერთოდ აზრზეა ეს ხალხი რასთან აქვთ საქმე?
ვისთან უნდა დაილაპარაკო, კრიმინალურ რეჟიმთან?
ადამიანის გვამებზე გადავლით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ?
რუსეთი რო გაძარცვეს, იმ ბანდისგან ელოდებიან რაიმეს დათმობას?
საკუთარ ქალაქებს რო აფეთქებს, იმ ბანდიტისგან?
არა, მაგრამ, წაწალაშვილების დასაწყნარებლად შემიძლია კვლავ გავიმეორო, –
დაყენდით, რუსი ომს ჩვენთან არ დაიწყებს.
რატომ?
ვის დაუწყებს ომს, ივანიშვილს, რომელიც რუსული სახელმწიფო მეგაკორპორაციის “გაზპრომის” წილში ყავს დღემდე?
რუსს თუ რამე უნდა, უომრადაც ვერ გააკეთებინებს?
და იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის დიდი ნაწილი, მიწები, ტყეები , წიაღისეული, წყალმომარაგება, ენერგომომარაგება, პორტები, რკინიგზა, მობილური კავშირი, რუსულ კომპანიების ხელშია და სადაც კიდევ 200000 საკუთარი მოქალაქე ჩამოგისახლა, და , რატომ დაიწყებს ომს?
დიდმა ფულმა რუსი, და ამერიკელი არ იცის, არც გლობალიზმა არ იცის რუსი და ამერიკელი და ამ ორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო მაფიაც ომის დროსაც ერთად სძოვენ ბალახს.
რატო დაუწყებს ომს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის გავლით მაღალტექნოლოგიური, და სამხედრო დანიშნულების პროდუქცია შედის რუსეთში, და შედის ამერიკელების ჩუმი მხარდაჭერით,
გეკითხებით, რატომ ჩაკეტავს რუსი იმ გზას, რომლითაც სანქციებს გვერდს უვლის, -ვიმეორებ, – ისევ ამერიკელების ფარული მხარდაჭერით?
გიჟია?
დიახ, ახლა “არ” დაუწყებს ომს, და მერე კი ისედაც “ვერ” დაუწყებს, რადგან მალე აღარავისთვის აღარ ეცლება, საკუთარი თავი ექნება მისახედი.
წაწალაშვილები ბოროტებასთან მეომარ უკრაინას უნდა უმადლოდნენ, მათი ბრძოლის შედეგად ასე უცნაურად რომ დალაგდა გეოპოლიტიკა, და საქართველო მშვიდობის კუნძული აღმოჩნდა ყველასთვის მოულოდნელად.
და ქართულ პოლიტჭაობში რაღა ხდება?
რატომ ეშპილკავებიან აქაური სასტავები ისეთ ხელისუფლებას, რომელიც დასავლეთსაც აწყობს, რუსეთსაც და ამერიკასაც, და ახლა უკვე ჩინეთსაც?
იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყნის გარეთ ბატონებს აჩვენონ, რომ მზად არიან ივანიშვილზე უკეთ ემსახურონ?
მაგრამ არა იმიტომ, რომ ბომბები აცვიოდეთ თავზე.
მაყუთი აქვთ საკეთებელი, მაყუთი, უნდათ ივანიშვილის მაგივრად, ან მასთან ერთად წველონ წაწალაშვილები.
თამაშის ეს წესები იცის ყველა პოლიტნაგავმა, არ იციან წაწალაშვილებმა, ამიტომ მათი ომით დაშინებაა აუცილებელი, უნდა დააშინონ, რადგან მათ მუდამ ის მიაჩნიათ, მესიად, ვინც აშინებთ.
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს და ამერიკელებს აქ “ზაპასკა” სჭირდებათ, რომელიმე ბელადმა ხელშეუხებლად რომ არ იგრძნოს თავი, მაინც, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში , ჩვენს ტერიტორიაზე ომი არ იქნება.
და ახლანდელი სიტუაცია კიდევ კარგა ხანს, დიდად არაფრით არ შეიცვლება.
და ბოსტანში, საქართველო რომ ჰქვია ჯერ კიდევ სახელად, კიდევ დიდხანს ითანამშრომლებენ მშვიდად ერთმანეთში რუსიც, ამერიკელიც, ჩინელიც, არაბიც, თურქიც, ირანელიც, და ქართველი ჩინოვნიკები, და ყველანი ერთად გაპარსავენ წაწალაშვილს.
სხვა დანარჩენი წაწალაშვილები ამ ყველაფერს შორიდან, პარიჟებიდან, ლონდონებიდან, და მილანებიდან სოცქსელებით მიადევნებენ თვალს, თუ რა თქმა უნდა მოიცლიან ნაგვის ბუნკერებში ქექვის შემდეგ, რადგან ასეთი უსაქმურები არც იქ სჭირდება არავის.
ერთი მაგათიც, მაგრამ ჩვენ, აქ სხვა დარჩენილებმა, რა გავაკეთოთ, რომ ბოლოსდაბოლოს მართლაც ქვეყანას დავემსგავსოთ და ტერიტორიებიც რომ დავიბრუნოთ ოდესმე, მაინც?
დავიბრუნოთ სამაჩაბლოც, აფხაზეთიც, დავითგარეჯიც, საინგილოც, ხუჯაბიც და, არავინ გაგვიგოს ჯერ, და ტაოკლარჯეთიც რომ დავიბრუნოთ,
და ზესახელმწიფოებიც, როგორც თავის თანასწორს ისე აღგვიქვამდნენ, და არა უსახო მიწის ნაგლეჯად?
ხო, რა უნდა ვქნათ, ეს ყველაფერი რომ მოხდეს?
ისა და, თუკი ჩასვრილებმა შარვალი უკვე გამოიცვალეს, მოიხედონ აქეთ,
ვეტყვი ბარემ მაგათაც.
რომ არის ამ კითხვაზეც პასუხი, და ეს პასუხი ქართველებს ჯერ კიდევ 150 წლის წინ ქონდათ, ილიას დროს, და თუ ილიას მერე, 1918 წელს თუ ვერ მოხერხდა, ისევ წაწალაშვილების წყალობით, 90-იანებში მაინც უნდა მივიყვანეთ ამ პასუხს კავკასიური სახლის იდეის განხორციელებამდე, რომ არა ისევ წაწალაშვილისნაირი ობივატელები, ხან რუსული იმპერიალიზმის დასაყრდენი რომ არიან, და ხან დასავლურის.
ამ გზაზე იდგა გამსახურდია, დიდი კავკასიური სახლის გზაზე და მიტომაც მოკლეს და ისევ ამერიკა-რუსეთის გარიგებით, და ისევ წაწალაშვილების ჩუმი თანხმობით.
დღეს, იგივე გზამ, არა მხოლოდ კავკასიურ სახლამდე, არამედ მსოფლიო მცირე ერების კავშირამდეც უნდა მიგვიყვანოს,
დიახ, მცირე ერების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკურ კავშირამდე, 320 მილიონიანი მოსახლეობით, და ცენტრით საქართველოში,
და ზესახელმწიფოებიც მხოლოდ მაშინ შემოგხედავენ როგორც თანასწორს.
ჩვენ ამ კავშირის შექმნის ფუნქცია უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე,
უნდა ავიღოთ, მცირე ერები რომ გადავრჩეთ და თითოეულმა მცირე ერმა იდენტობა შევინარჩუნოთ ამ გლობალიზმის ეპოქაში.
ერს სჭირდება ფუნქცია, ერს, და არა ტერიტორიას,
ტერიტორიას ქართველების გარეშეც გამოიყენებს კაცობრიობა, და საერთოდ არავის გაახსენდება, რომ აქ ერთ დროს წაწალაშვილები ცხოვრობდნენ.
თვითონ ერი უნდა სჭირდებოდეს კაცობრიობას, და სამყაროს, სამყარომ მას არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.
ერიც და კაცობრიობაც იდეებს მიჰყავთ წინ, და არა წაწალაშვილებს.
მსოფლიო მცირე ერების კავშირიც არაა ფანტასტიკა.
ფანტაზია და მახათის გაყრა მაშინ იქნება, როცა არ იცი რა და როგორ უნდა გააკეთო.
სწერია ყველაფერი ილიასთან, – წაკითხვა, გაგება და მოქმედება უნდა მხოლოდ.
და ეს რეალობა გახდება, და ამ რეალობამდე რომ მივიდეთ, ცოოტა რაღაცეებს უკვე ვაკეთებთ.
დიახ, ვაკეთებთ!
ეგ როდის იქნებაო, იტყვის ვიღაც, მაგრამ მშობიარობას ვერავინ დააჩქარებს, მით უმეტეს ჩასვრილი.
და მომავალი რომ დადგეს, ამ თემებზეც, – ისევე, როგორც რეფერენდუმზე, გამოწვევის მექანიზმზე და უპარტიო საქართველოზე, – დღეს უნდა შევაღოთ ოვერტონის ფანჯარა.
გაიგე, ახლა, შე ჩემო წაწალაშვილო, ვისი ბიძია ვარ?
ნუ, თუ მამა არა ვარ, ბიძია ვარ!
ვისი ბიძია და სიმართლის!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7