გურული რო გოჭს ყიდის და აქებს და ადიდებს, ასეთიაო, ისეთიაო, მოკლედ, უნაკლო.
და რო მიადგება კლიენტი და რა უნაკლო, აგე, მარჯვენა ყური სანახევროდ მოჭმული აქვსო.
შესაწვავად თუ გინდა, გეუბნები უნაკლოა და ყურში თუ გაქვს რამე სათქმელი, მარცხენა ყურში უთხარიო, გურულმა..
რამ გამახსენა ეგ ამბავი და რა ვქნა, რომელ ყურში ვუთხრა ამ ერთხელ კიდევ შესაწვავად გამზადებულ ხალხს, კიდევ არჩევნების იმედით რომ არიან..
თუ წლების განმავლობაში ადამიანად არ გთვლიან და ძაღლადაც არ გაგდებენ, რატომ ფიქრობ, რომ არჩევნების დროს გადაგაწყვეტინებენ რამეს?
არჩევნების მეშვეობით ხალხს მართლა რამეს შეცვლა რომ შეეძლოს, საარჩევნო ყუთებთან ვინ მიუშვებდაო, მარკ ტვენმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა , ჩვენი გოჭები დაბადებულიც რომ არ იყვნენ.
აბა, რა ვქნათო, არ მკითხოს ვინმემ, თორე ვიფიქრებ, რომ მეორე ყურიც მოაჭამეს.
ერთხელ ჯდება დუშაში, შენს დაძახებაზე რუსთაველი რო გადაიტენება და ამოდენა ენერგიას რო ქარს გაატან, მერე მართლაც არ გაქვს ხმა ამოსაღები.
ტოჟე მნე, მარატები, და რობესპიერები.
გავროშებზე არაფერს ვამბობ, ცალ ხელში გრომკოგავარიტელები რომ ეკავათ და მეორე ხელში ტელეფონები, სელფის გადასაღებად.
პრობლემას დასდევთ და არა პრობლემების მიზეზს, სტრუქტურის შექმნა თქვენ არ გინდათ, კოორდინაცია თქვენ არ გინდათ, მოკავშირეებს თქვენ არ ეძებთ, პროფკავშირების გაგონებაც არ გინდათ, და რატომ გაქვთ იმის იმედი, რომ რაღაც კონკრეტულ თემაზე ააგდებთ მილიონებს, და ასე დადებთ შედეგს?
ჯერ ერთი, რაც არ უნდა იდეა იყოს, აჟიტირებულ მასაზე არასაიმედო ძალა არ არსებობს.
მერე მეორე,
კი ვთქვი მრავალჯერ, თბილისი პოლიტკრაზანების ბუდეა, და ობივატელების და ნიჰილისტების მინდორი მეთქი, სადაც სიტუაციებს პოლიტგარიგებების მამები მართავენ, და ამიტომაც, თუ ვინმეს სურს რაიმეს შეცვლა, თბილისიდან კი არა რეგიონებიდან უნდა დაიწყოს, მეთქი.
დიახ, ისეთი ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნა, სისტემური ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემა რომ შეუძლია, რეგიონებიდან უნდა დაიწყო, და მერე უნდა მიადგე თბილისს.
დიახ, სხვადასხვა ეროვნული და რეგიონალური პროექტების მეშვეობით უნდა შეიქმნას ადამიანური და ფინანსური რესურსი.
დიახ, ამას დიდი დრო უნდა, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება თავის დაცვის უნარის, და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ფორმირება, რომელმაც იცის, რა მოითხოვოს, როგორ და როდის.
ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, – 30 წელი დავკარგეთ.
არ გაკეთდება ასე, და ხან ერთმანეთის მიტინგებზე ვივლით, ხან ერთმანეთის პანაშვიდებზე.
ბიჯო, ბიჯოო,
100000 კაცი ქუჩაში გყავდეს, მთელი თვე, და ვერაფერი გააკეთო, ამასაც ნიჭი უნდა, მართლა..
.