You are currently viewing გადაეცით, რუსის გრამაფონს

გადაეცით, რუსის გრამაფონს

იმ რუსის გრამაფონს, ირაკლი ყიფიანს გადაეცით, 25 იანვარს, რომ აი, ამ სიტყვების ავტორს მიუძღვნის სახოტბო ოდას, და ქვეყნისთვის შეწირულ მიხა ხელაშვილს საერთოდ არ გაიხსენებს, აი, იქ მოხნა ვირმა მისი ისტორიკოსობაც, მისი პოლიტოლოგობაც, და ზედაც მისი ლექტორ- მასწავლებლები.
ხო, ვიღაც ყიფიანის პოსტი ამომიგდო ინეტმა.
ისტორიკოსი ვარო, მეცნიერიო, აკადემიური აზროვნებითო, და რავიცი კიდე, რით არ შეიმკო თავი, სანამ მისი აზრით მთავარზე გადავიდოდა.
როგორ კითხულობთ, ხალხო ასეთ ნარცისებს,
და ჯანდაბას ნარცისობა, ნუთუ მისი “ობიექტურობის” ნიღბის ქვეშ, ვერ ხედავთ რომ რუსეთის რუპორია?
პოსტის გამოქვეყნების დროს და საათს დავხედე.
ანუ, ტიპი მთელი დღე ემზადებოდა ამ თემაზე სასაუბროდ, მერე დადო, და მერე კიდევ მთელი ორი დღე მიუძღვნა დამატებითი პოსტებით საკუთარი მოსაზრებების დაცვას, და ერთადერთი არგუმენტით, – “წაკითხულის გააზრება უჭირს თურმე საზოგადოებას”
აი, ამაში ნაწილობრივ დავეთანხმები, რადგან აშკარად ვერ ხედავს მისი აუდიტორიის დიდი ნაწილი, სხვადასხვა “ისტ”-ობასთან მეომრის მანტიით, ვისკენ ისვრის ქვებს ეს მართლაც ბუნების გაუგებრობა.
და ვისკენაცაა მისი სიმპათიები.
თორემ ჩავხედე მის კედელს , არც ერთ სხვა პიროვნებაზე ვისაც “გაკრა” კბილი, არა აქვს პუბლიკაცია .
მხოლოდ ედუარდ ამბროსიჩი ჩათვალა ღირსად?,
და შეფარულად ქების?
და დანარჩენები ფონად გაუწყო?
და რატომ?
არ შეიძლება არ ესმოდეს , რომ შევარდნაძის აღმატებით ხარისხში ხსენება, მუდამ იყო და არის არა მხოლოდ გამსახურდიას წინააღმდეგ მიტანილი იერიში, არამედ იმ ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგაც, რომლის წყალობით არის ეს ქვეყანა დღეს იურიდიულად მაინც დამოუკიდებელი.
და როცა “ისტ”-ობაზე საუბრობ, ერთი მადლობა მაინც უთხარი იმ საზოგადოებას, და იმ ადამიანებს, ვინც ეს დამოუკიდებლობა მოგიტანა.
თუ არ უნდა იყოს საქართველო მადლობელი ეროვნული მოძრაობის, ამდენი რამ რო გააკეთეს რუსის ბოლშევიკური ჩექმის ქვეშ 70-წლის განმავლობაში გაწოლილი საზოგადოების გამოსაღვიძებლად?
თუ ეროვნულ მოძრაობაზე რომ ვსაუბრობთ, ყველა იგულისხმება გამსახურდიას გარდა?
თუ მაშინდელმა საზოგადოებამ თვითონ გამოიღვიძა და გამსახურდიას არაფერი არ გაუკეთებია ამისთვის?
არ უნდა დაინახო ეს?
არც ის უნდა დაინახო ისტორიკოსმა, რის გაკეთებასაც აპირებდა მერე?
მაგრამ სისტემური გარდაქმებისთვის და დემოკრატიის ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის დრო ვინმემ მისცა გამსახურდიას?
არა, ამას ვერ ხედავს, სამაგიეროდ ამბობს, რომ თურმე ზვიადის კულტმა დაუპირისპირა საზოგადოება ერთმანეთს და გააჩაღა სამოქალაქო ომი.
და არა რუსეთმა და რუსის ხელისბიჭებმა საქრთველოში?
რუსი ანგელოზია, აბა, რა, ყიფიანო, აბა, რა..
ან რა კულტზე საუბრობს?
როდის მოასწრო გამსახურდიამ კერპად ქცევა?
სულ რამდენიმე თვე იყო კაცი პრეზიდენტის პოსტზე.
გვაღიარებს მსოფლიო დამოუკიდებლად, და წავალო, თქვა, და დააცადეს ყიფიანისნაირმა მოაზროვნეებმა?
როდის მოასწრო მეთქი, კულტად ქცევა.
თუ საზოგადოებაში დღემდე არსებული მისდამი პატივისცემა, არის კულტი?
და ძალიანაც კარგი თუ არის დღეს ასეთი კულტი.
არ არის პატივისცემის ღირსი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეწირული ადამიანი?
არ არის ერისკაცობის საზომი დღესაც?
დღევანდელ პოლიტიკოსებს რო შეადარო, როგორც ცა და დედამიწა ისეა განსხვავება ზნეობაშიც, ადამიანობაშიც, ქვეყნის გულშემატკივრობაშიც, და გინდა არ გინდა გახდები მართლაც გამსახურდიას პატივისმცემელი და ზვიადისტი.
და პატივისცემა კულტობაა, ?
პატივისცემა ფანატიზმია?
არა, ამ თემებზე არ საუბრობს, პოლიტოლოგი და მეცნიერი ყიფიანი, აკადემიურად მოაზროვნის პრეტენზიით.
ერთ სიბრტყეზე დებს მსხვერპლად შეწირულს და მის მკვლელს, და მკვლელის მერე ხელისუფლებაში მოსულ მანიაკებსაც.
უფრო მეტიც, გამსახურდიას ფენომენი კი არ ყოფილა კვლევის საგანი, კაცმა თავი რომ გაწირა იდეისთვის – არა, მამათელი პოლიტაფერისტი ყოფილა ღირსი, მაგრამ “ჯერ კიდევ ვერ შევეჭიდებიო” შევარდნაძის ფიგურის ისტორიულ ასპექტში განხილვასო, – ამბობს თავმდაბლად.
მაგრამ უფროსი მეგობარი მყავსო ერთი, იმ დროის რუხი კარდინალიო, და მისგან ვიღებო “დოზირებულად” ინფორმაციას , თუ რა ადამიანური სისუსტეების, მაგრამ მაინც რა ვეება პოლიტიკოსი გვყავდაო ქართველებსო.
ხვდებით, ხო, სად გაასხა ამ “ობიექტური” ისტორიკოსის ობიექტურობამ ?
დიახ, ფრაზაში- ” ჯერ კიდევ ვერ შევეჭიდებიო”.
შევარდნაძეს ვერ შეეჭიდება ჯერ, თორე გამსახურდია ერთი სიტყვით – კულტი- დააშამათა თავისი ჭკუით.
გამსახურდია კი არ ყოფილა ტრაგიკული პიროვნება, არამედ შევარდნაძე.
დაუკვირდით, სიტყვასაც – “დოზირებულად”
გასაგებია, ხო, რა ფრუქტიცაა მისი უფროსი მეგობარი, და რა სირიც გამოიჭირა იმ ფრუქტმა , ყიფიანის სახით?
და რა დეზინფორმაციებს აწვეთებს ის ვიღაც ” ადამიანი-ეპოქა”, პირყვითელა ისტორიკოსს ყურში ისტორიის გასაყალბებლად?
ხო, სხვა თუ არაფერი, შევარდნაძის ეს სიტყვები მაინც არ წაუკითხავს სადმე პოლიტოლოგ კაცს, ?
არ არის ეს მკვლელის სიტყვები?
წაიკითხა ეს , და მაინც მის უფროსი მეგობრის სჯერა და არა ისტორიული ფაქტების?
კაი, გავიგეთ, გამსახურდიას დაეტაკა,
გავიგეთ, არ უნდოდა არც 25 იანვარს დაბადებული და ამავე დღეს ღალატით მოკლული მიხა ხელაშვილის გახსენება, რომლის შეურიგებლობა რუსის ჩექმისადმი მართლაც მისაბაძი უნდა იყოს დღეს ყველასთვის, ვისთვისაც მიუღებელია ეს დღევანდელი, ბოლშევიკური სისტემა, რომელიც არ შეცვლილა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ.
ხო, გავიგეთ, რომ არ სურდა, საკუთარი აუდიტორია რეჟიმის წინააღმდეგ სამოქმედოდ მოემართა, მართლაც ერისკაცების ხსენებით,
მაგრამ ამ ქვეყნის ამომგდები და მასავით ძაღლისშვილი პოლიტიკოსების გამომზრდელი შევარდნაძე რომ არ გაეხსენებინა იმ დღეს,
ვინმე ახლობელი მაინც არ ყავდა 25 იანვარს დაბადებული, რო დაერეკა, მიელოცა, ერთი ადამიანი მაინც გაეხარებინა, და საკუთარი პასკვილის გამო არ მომცდარიყო მთელი ორი დღე კომენტარებზე პასუხით, და იგივე თემაზე ახალ-ახალ პოსტების გამოცხობით?
არა, ხო,? ვერა, ხო?
ყურადღების მიპყრობა სურდა სხვისი გინებით?
აბა, სხვა რამეს არც არაფერს აკეთებს რუსის გრამაფონი,-
ან იქებს თავს, ან აგინებს სხვას.
ხოდა, ამიტომაც ახედოს კიდევ ერთხელ ამ ტექსტის პირველ აბზაცს, და მანდ ჩამოთვლილებიდან რაც მოვუკითხე, ერთიც არ აცდეს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა