You are currently viewing გადავიკითხოთ კლასიკოსები

გადავიკითხოთ კლასიკოსები

ეს ერთი კვირაა სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლები მონაცვლეობით იდგნენ საზმაუს წინ, როგორც გოდების კედელთან.
და შედეგი?
“არ გათეთრდების ყორანიო”, ხო გაგიგიათ?
საზმაუმ ეგრეთ წოდებული “თავისუფალი ეთერის” შემოგდებით კიდევ ერთი კატა ჩამოგვიკიდა ამ ტელევიზიის მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად..
ეთერი ვერასდროს ვერ იქნება თავისუფალი იმ ტელევიზიაში რომელსაც ის სამეურვეო საბჭო აკონტროლებს, პარტიების წარმომადგენლებისგან რომ კომპლექტდება,
და რომლის დირექტორს მართველი პარტია ნიშნავს.
მერე მეორე,
ასი წელი ვერ მიაღწევს კაცი მიკროფონამდე იმოდენა რიგს დააყენებენ ეთერში გამოსვლის მსურველებიდან.
რა თქმა უნდა, სასაუბრო თემაც ისევ ტელევიზიას უნდა შეუთანხმო, და შედეგად, რაც სურს საზმაუს დირექციას, იმ თემებს მიადევნებს თვალს მაყურებელი, და იმდენ წუთს, რამდენსაც ტელევიზია მოგცემს, და მუდამ იმით გაიმართლებენ თავს, რომ მიკროფონთან რიგია.
ისიც საკითხავია, ვინმე უყურებს თუ არა იმ ეთერს, რომელსაც არც ერთ სარეკლამო ჭრაში არ დაარეკლამებენ.
კარგი დავუშვათ, მიაღწია რაღაც კონკრეტულმა პრობლემამ ეთერამდე.
და რა მოგვცა იმ 10 წუთმა, რომელიც ბალდის კანიონის მცველს დაუთმეს?
პრობლემას რაიმეთი წაადგა?
რატომ უნდა ეხვეწოს წამყვანს ბალდის მცველი, 400 დღე რო კარავში ათენებს და აღამებს, კიდე რამდენიმე წუთი დამიმატეო?,
სამაგიეროდ რომელიღაც პარტის წარმომადგენელს და მერე ვითომ ფილოსოფოს ხომ დაუთმეს სამჯერ მეტი დრო?
დიახ, ეს ეთერი დაცინვაა იმ ხალხის ვინც საზმაუსთან ერთი კვირაა ისე დადიოდნენ, როგორც გოდების კედელთან და ისე შეთხოვდნენ ეთერს, როგორც ციდან წყალობას.,
და მიიღეს ის, რაც მიიღეს, რადგან მთავარს არ ვითხოვთ.
ეს ცალკე უბედურებაა, საზოგადოებაში პოლიტგანათლება რომ არ არის,
ანუ, მთავარი პოლიტთემის მეორეხარისხოვანიდან გამოყოფა რომ არ შეგვიძლია.
რას ვგულისხმობ?
რომელიღაც კონკრეტულ პრობლემას მხოლოდ მაშინ წაადგება სატელევიზიო ეთერი, თუ ტელევიზია ამ კონკრეტულ პრობლემას მთელ გადაცემას მიუძღვნის, და რამდენიმე საათს მთელი კვირის განმავლობაში.
თუ 400 დღე კარავში ხარ, ერთი კვირა მაინც უნდა გადაცემდეს უწყვეტად ტელევიზია შენს ომს, და არა მხოლოდ შენს ომს.
მაშინაა ტელევიზია სახალხო, როცა გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავა და ბალდის, ჭიათურის, შუქრუთის, ნამოხვანის, სვანეთის, და სხვათა პროტესტს უწყვეტად გააშუქებს, და კრიტიკულ მომენტში, როცა სისტემა ძალადობს, ტელევიზია მოუწოდებს მაყურებელს პროტესტს შეუერთდეს.
აი, ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით და მაშინ იქნება ტელევიზია ხალხის.
დიახ, მთელი დღეები უნდა ისაუბროს ტელევიზიამ იმ ყველაფერზე რაც ცხოვრებას ურთულებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელ მაყურებელს.
მთელი საინფორმაციო ბადე ასეთ თემებს უნდა დაეთმოს.
ამას კი ტელევიზიის მთელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სჭირდება,
და ამის მაგივრად ეთერის ნამცეცი გადმოუგდეს ხალხს, და ისიც საზმაუსგან კონტროლირებადი.
რადგან არ ვითხოვთ მთავარს!
ტელევიზიის მთელი სარედაქციო პოლიტიკა უნდა შემობრუნდეს ხალხისკენ, ეს კი მხოლოდ სამეურვეო საბჭოს არჩევის წესის შეცვლით არის შესაძლებელი.
და ესეც არ კმარა,
ტელევიზია მართლაც ხალხს რომ დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სააქციო საზოგადოებად უნდა გადაკეთდეს და აქციები უნდა დაურიგდეს მთელ მოსახლეობას უსასყიდლოდ, და ამ აქციების შემდგომი გადაყიდვის აკრძალვით.
ეს უნდა იყოს მთავარი მოთხოვნები,
ეს უნდა გაჟღერდეს ყველასგან, ვინც მაგ ეთერში მიაღწევთ მიკროფონამდე.
ჯერ ეს შედეგი უნდა დადგეს, და მერე კონკრეტულ პრობლემებზე საუბარის დროს არ დაგვჭირდება თხოვნა, კიდევ რამდენიმე წუთი რომ დაგვიმატონ.
არ გაკეთდება ასე და “თავისუფალი ეთერი” თავისმოტყუება იქნება მხოლოდ,
როგორც ფეისბუკზე, ახლა საზმაუზე გამოაშვებინებენ ხალხს ორთქლს, დაღლიან ლაპარაკით, რომლის მთავარი მიზანი ქუჩის პროტესტის გაქრობაა.
ეს მიზანი აქვს სისტემას,
სხვა თემებს კი არა, რუსთაველზე რაც ხდება იმას არ აშუქებს საზმაუ, როგორც საჭიროა,
აქაც პარტიულ თემებს ტენის მაყურებელს, და ძირითად მომენტებზე და პროტესტის მთავარ შინაარსზე არ ამახვილებს ყურადღებას ერთადერთი მიზნით – პროტესტი რომ განეიტრალდეს.
როგორც კი ქუჩის მუხტი გაქრება, ამ ვითომდა “თავისუფალ ეთერსაც” გააუქმებენ, დარწმუნებული იყავით.
რომანში ” დათა თუთაშხია” ორთაჭალის ციხის დემოკრატია ხომ გახსოვთ როგორ დამთავრდა?
დიახ, ჟანდარმერიამ რო დაინახა, რომ აჯანყების მუხტი ჩაქრა, ციხის “პარლამენტში” შეიჭრა.
ეგაა,
ეჭვი მაქვს სისტემის მამებსაც, და მათ ხელისბიჭს, ვასიკო მაღლაფერიძესაც წაკითხული აქვთ კლასიკოსები.
გადავიკითხოთ ჩვენც.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა